spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"დღეს ბიზნესი თავისუფალია, თუმცა პროდუქტების ფასების დასტაბილურების საკითხში...

“დღეს ბიზნესი თავისუფალია, თუმცა პროდუქტების ფასების დასტაბილურების საკითხში მათი ჩართულობა მნიშვნელოვანია” – კახა კალაძე

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ის მიესალმება ფაქტს, რომ ქვეყანაში პროდუქტებზე ფასების დარეგულირების საკითხში ბიზნესიც ჩართულია და პრემიერ-მინისტრის ინიციატივას იზიარებენ. ამის შესახებ მან მედიასთან ისაუბრა.

მივესალმები პრემიერ-მინისტრის ინიციატივას პროდუქტების ფასებთან დაკავშირებით. ზოგადად ფასების დასტაბილურების საკითხზე არაერთი შეხვედრა გაიმართა სხვადასხვა დარგის წარმომადგენელთან.

ჩვენ ბევრჯერ გავაკეთეთ განცხადება, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ეს ყველაფერი მოწესრიგებული იყოს. რა თქმა უნდა, ბიზნესი თავისუფალია, ხელშეუხებელია და მას არავინ ეხება, თუმცა ფასების დარეგულირების საკითხში მათი ჩართულობა და თანამონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

რაც შეეხება ჟურნალისტის შეკითხვას ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებით, კახა კალაძის თქმით, ამ შედეგების ეჭვქვეშ დაყენება სასაცილოა, რადგან არსებობს საერთაშორისო სტატისტიკა და შესაბამისი დასკვნები.

საერთაშორისო ორგანიზაციები მუდმივად აქვეყნებენ სტატისტიკას ქვეყანაში ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებით. ამის ეჭვქვეშ დაყენება სასაცილო მგონია. ქვეყანა ეკონომიკურად ვითარდება, წინ მიდის. შეიძლება ეს ჩვენს ოპონენტებს არ სიამოვნებთ, მაგრამ რეალობა ასეთია.

ცხადია, ჯერ კიდევ რჩებიან ოჯახები, ვისაც ეკონომიურად უჭირთ, თანადგომა სჭირდებათ. მე როგორც დედაქალაქის მერმა, შემიძლია გითხრათ, რომ მუნიციპალიტეტს აქვს უამრავი სპეციალური პროგრამა. ვიდრე ასეთი ოჯახები არსებობენ, ჩვენ მათ ყოველთვის გვერდით დავუდგებით.

ყველაფერი შედარებითია. გადავხედოთ წინა წლებს, შევადაროთ რამდენი გაჭირვებული ადამიანი იყო, ახლა რამდენია. იმის ილუზია არავის გვაქვს, რომ ქვეყანაში ყველაფერი საუკეთესოდ არის და გულზე ხელის ბჯენით ვთქვათ: აუ, რა მაგრები ვართო. ცხადია, ასე არაა და ჩვენ უფრო უკეთესი შედეგები და ქვეყნის მეტად ეკონომიკური წინსვლა გვინდა“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“კობახიძე გვეუბნება, სანამ ჩვენი მოსაწონი პოლიტიკური ძალა არ იქნება ოპოზიციაში, მანამდე დემოკრატიას ნუ მომთხოვთო”...

პოლიტიკის ექსპერტი, დავით ზურაბიშვილი, ოპოზიციასთან დაკავშირებით, მთავრობის მეთაურის, ირაკლი...

“როცა სისტემა თავად ქმნის მონსტრებს, ცხადია, ჯანსაღი ვერაფერი აღმოცენდება” – ნათია ფანჯიკიძე

ფსიქოლოგი, არტთერაპევტი, ფსიქოთერაპიის ცენტრ “კამარა”-ს დამფუძნებელი ნათია ფანჯიკიძე საქართველოში...

“სადაც არის მშვიდობა და სიმართლე, იქ არის აუცილებლად სიხარული სულიწმინდაში. აი, ეს სამი არის...

⛪️ უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის...

“ალბათ ყველამ იცით კონსპიროლოგების საყვარელი თეორია “ოქროს მილიარდის” შესახებ…” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა ლოგიკურ შეუსაბამობაზე აკეთებს მინიშნებას, "ოქროს მილიარდის"...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მე დასახსნელი არა ვარ, ბიძინა ივანიშვილმა იდარდოს დახსნაზე იმ გარდაუვალი შარისგან, რაშიც გახვეულია” –...

“კოალიცია ცვლილებებისთვის” და “დროას” ლიდერი ელენე ხოშტარია, საპატიმროდან გამოგზავნილ...

მიხეილ სააკაშვილი: “ყოჩაღ ხაბე! აი ასეთია ნამდვილი ნაციონალი✊”

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი პოლიციელების მიერ მოყოლილ კონკრეტულ...

“შეეშვით წუწუნს, ნუ ელოდებით სხვა რას იზამს, ადექით და გააკეთეთ! ან ვინც აკეთებს, იმას...

იურისტი, უფლებადამცველი, არასამთავრობო ორგანიზაცია "პრევენცია პროგრესისთვის" თანადამფუძნებელი, სამოქალაქო აქტივისტი...

“ელენე ხოშტარიას ტუსაღობა ერთდროულად არის სირცხვილიც, ამორალურიც და დანაშაულიც” – გოჩა მირცხულავა

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა მწვავე პოზიციას აფიქსირებს “კოალიცია ცვლილებებისთვის” და...