,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს წევრი, ლაშა ფარულავა, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ სტატუსში, ნავთობკომპანიების წარმომადგენლებთან მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძის შეხვედრას ეხმაურება და პოლიტიკურ შეფასებებთან ერთად კონკრეტულ რეკომენდაციებს აძლევს მმართველ პარტიას, თუ როგორაა შესაძლებელი მაღალი ფასების საკითხის მოგვარება:
,,ირაკლი კობახიძე ნავთობკომპანიებს ხვდება.
სინამდვილეში, ეს კიდევ ერთი სპექტაკლი და თვალებში ნაცრის შეყრაა.
,,ოცნების” ჩინოვნიკებმა, მათ შორის, კობახიძე-მდინარაძემ, წლების წინ საწვავზე აქციზის გაორმაგებას დაუჭირეს მხარი და ხალხს ცხოვრება გაუძვირეს.
ახლა მათი მხრიდან ფასების შემცირებაზე საუბარი უბრალოდ ცინიზმია.
ფაქტი ერთია:
⛽️ საწვავის ყოველი ლიტრიდან თითქმის 1 ლარი პირდაპირ ბიუჯეტში ანუ მათ ჯიბეში მიდის.
და რაში იხარჯება ეს ფული?
ხალხის კეთილდღეობაში? არა!
ეს ფული ჩინოვნიკების ჯიბეებში და მათ სახლებში ოქროს ზოდებად ინახება.
დიახ, მათ ხელოვნურად გაზარდეს აქციზი და გააძვირეს ყველაფერი: პური, წამალი, ტრანსპორტი და, საბოლოო ჯამში, ჩვენი ცხოვრება.
არადა გამოსავალი მარტივია:
არალეგიტიმურ პარლამენტს ერთი დღე ეყოფა, რომ ნავთობპროდუქტებზე აქციზი გაანახევროს.
🔻თუ ლიტრიდან 1 ლარის ნაცვლად 50 თეთრს აიღებენ:
✅ საწვავი მინიმუმ 25–30 თეთრით გაიაფდება;
✅ გაიაფდება ტრანსპორტირება და დისტრიბუცია;
✅ გაიაფდება ყველა პროდუქტი მაღაზიებში.
ბიუჯეტს ის 50 თეთრიც ეყოფა, თუ არ მოიპარავთ!
ხალხს კი მიეცით ამოსუნთქვის საშუალება.
საწვავის ფასი, ყველაფრის ფასია 📉
დაწევთ აქციზს? გაიაფდება ცხოვრება.
არ დაწევთ? ესე იგი, ხალხის ძარცვა გაწყობთ!
სიმართლე ყველამ უნდა იცოდეს”, – წერს ლაშა ფარულავა.
ავტორი
მარიამ ხაჩირაშვილი


