spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიქუთაისი ძალიან მძიმე მდგომარეობაშია, ადგილობრივ ხელისუფლებას კი ანტიკრიზისული...

ქუთაისი ძალიან მძიმე მდგომარეობაშია, ადგილობრივ ხელისუფლებას კი ანტიკრიზისული გეგმა არ აქვს – გიორგი ვაშაძე

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძემ ორგანიზაციის ქუთაისის ოფისში ბრიფინგი გამართა და მედიის შეკითხვებს უპასუხა. ოპოზიციონერმა ლიდერმა ხელისუფლების ბოლოდროინდელი განცხადებები შეაფსა და ქუთაისის ამჟამინდელ მდგომარეობაზე ისაუბრა. ბრიფინგის დასრულების შემდეგ ენმ-ს ლიდერმა, პარტიის ადგილობრივ წევრებთან ერთად, სოციალურად დაუცველი ოჯახები მოინახულა:

„მინდა ხელისუფლების უტაქტო და ყოვლად უადგილო განცხადებას გამოვეხმაურო, რომელიც ორი დღის წინ გაკეთდა, სრულად ეწინააღმდეგება 2020 წლის 8 მარტის შეთანხმებას და ფაქტიურად ახდენენ მის რევიზიას. ამ ყოვლად უშინაარსო განცხადებების გამო ჩვენს ფასილიტატორებს, ოპოზიციისა და ხელისუფლების დისკუსიაში ჩარევა და იმის ახსნა მოუწიათ, რამდენად მნიშვნელოვანია პოლიტპატიმრების ციხიდან გამოშვება.

საერთაშორისო თანამეგობრობა და ჩვენი მოკავშირეები ასევე დიდი ყურადღებას აქცევენ იმას, თუ როგორ შესრულდება აღნიშნული შეთანხმების პირობები. ხელისუფლების ბოლოდროინდელი უადგილო განცხადებებით დაზიანდა ჩვენი იმიჯი და მთელმა მსოფლიომ გაიგო, რომ 21-ე საუკუნეში პოლიტპატიმრები გვყავს. დროა “ქართულმა ოცნებამ” გააცნობიეროს, რომ არჩევნების საბჭოური მეთოდებით გაყალბებას ვერ შეძლებს და ეს ბრძოლა მათთვის ნეგატიურ შედეგს მოიტანს.

თუ არ შესრულდება 2020 წლის 8 მარტის შეთანხმების ორივე მთავარი ნაწილი – საკონსტიტუციო ცვლილებებისა და პოლიტპატიმრების ციხიდან გამოსვლის შესახებ, იძულებული ვიქნებით ფართომასშტაბიან საპროტესტო აქციები დავიწყოთ, რაც ძალიან არ გვინდა.

რადგან იმერეთში ვიმყოფებით მინდა აღვნიშნო, რომ ქუთაისი ძალიან მძიმე მდგომარეობაშია, ადგილობრივ ხელისუფლებას კი ანტიკრიზისული გეგმა არ აქვს. მინდა ვთხოვო “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ფრაქციას, საკრებულოში სასწრაფოდ შევიდნენ იმ ინიციატივებით, რომლებიც მომზადებულია და რაც ქალაქის ბიუჯეტის გადახედვას ითვალისწინებს, იმისათვის რომ, მაქსიმალური რაოდენობის თანხა ქუთაისის მაცხოვრებლების, საქართველოს მოქალაქეების, ფიზიკურ, სოციალურ და ეკონომიკურ კეთილდღეობაზე იყოს გადამისამართებული, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენი მოქალაქეები ძალიან მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდებიან და ეს კიდევ უფრო დიდ გავლენას მოახდენს იმ საპარლამენტო არჩევნებზე, რომელიც წინ გვაქვს,” – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

ავტორი
ლიკა დევდარიანი
სააგენტო “პარალელის”
რეგიონალური კორესპონდენტი

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“თუ გაბედულად ვიმოქმედებთ, აუცილებლად გავიმარჯვებთ!” – მიხეილ სააკაშვილი

26 მაისის აქციას პოზიტიურ შეფასებას აძლევს და საერთო წინააღმდეგობის...

“ვინ ხართ, როგორ ბედავთ და ვის უბედავთ ამდენს? მხოლოდ საჯდომი რომ გიჩქროლებთ გულს, იწვევს...

გორში მომხდარ, პოლიციელების მხრიდან ძალადობის ფაქტთან მიმართებით მმართველი გუნდის...

“ვისურვებდი თავისუფლება, ილუზორულობის ნაცვლად, სინამდვილედ გვექცია და მომავალში თარიღებზე მეტად რეალური თავისუფლება გვეზეიმა” –...

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ვინ ხართ, როგორ ბედავთ და ვის უბედავთ ამდენს? მხოლოდ საჯდომი რომ გიჩქროლებთ გულს, იწვევს...

გორში მომხდარ, პოლიციელების მხრიდან ძალადობის ფაქტთან მიმართებით მმართველი გუნდის...

“არა ჯეელო, ეგ მხოლოდ შენი საქმე არ არის. ეს ყველას საქმეა, თითოეული მოქალაქის” –...

გორში, სამართალდამცავების მხრიდან აპოლონ (პაპუნა) ლოცულაშვილზე მომხდარი ძალადობიდან რამდენიმე...

“რომ არა ვიდეოკადრები, სადისტები ახლაც რესტორანში იქნებოდნენ თავიანთი “გმირობის” აღსანიშნავად და ამ ამბავზე ბევრს...

გორში, პოლიციელების მხრიდან მოქალაქეებზე ძალადობის ფაქტს, კონკრეტული მინიშნებებით ეხმაურება...

“მაინტერესებს, გირგვლიანს რომ ახსენებთ, ესენი ადამიანები არ არიან?” – ბაჩანა შენგელია

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია მძიმე ფაქტებს იხსენებს და...