spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"მამუკა მდინარაძემ ბევრი კრიმინალური საქმე გახსნა და მაიორის...

“მამუკა მდინარაძემ ბევრი კრიმინალური საქმე გახსნა და მაიორის კი არა, გენერლის წოდება ეკუთვნის!” – დიმიტრი (დიტო) სამხარაძე

სუს-ის უფროსის, მამუკა მდინარაძისთვის ვადამდელი წოდებების მინიჭების თემას ეხმაურება და მის მიმართ პოზიტიურ შეფასებებს ახდენს “ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი, დიმიტრი (დიტო) სამხარაძე:

კაცი სუსის შეფია და წოდება რატომ მიანიჭესო! ხომ არიან იდიოტები?

მამუკა მდინარაძემ ბევრი კრიმინალური საქმე გახსნა და იმდენი საფრთხე აარიდა ქვეყანას, ამ მოკლე ხანში, რაც დანიშნულია, რომ მაიორის კი არა, გენერლის წოდება ეკუთვნის! კორუფციასთან დაუნდობელი ბრძოლა, სახელმწიფო გადატრიალების აღკვეთა, ტერორისტული აქტების განეიტრალება!!! მარტო, უკრაინიდან შემოტანილი ასაფეთქებელი ნივთიერებით აღკვეთილი ტერაქტი რად ღირს, ვინ იცის საქართველოს რამდენი მოქალაქე შეეწირებოდა.

ის, რომ დღეს უსაფრთხოების სამსახური ორიენტირებულია ჩვენი სახელმწიფოსა და ხალხის დაცვაზე, ამას საქართველოს თითოეული სამართლიანი მოქალაქე აღიარებს და თავსაც დაცულად გრძნობს! ის, რომ ბიზნესი ხელშეუხებელია და არავის ეპატიება კორუფციული გარიგებებით სახელმწიფოს ავნოს, ესეც ყველამ იცის!

ამიტომ, ვულოცავ მამუკა მდინარაძეს კანონით მინიჭებულ წოდებას და მადლობას ვუხდი პრემიერ-მინისტრს ამ გადაწყვეტილების მიღებისთვის! მალე გენერლობა მოგველოცოს!

დღეს საქართველო უფრო დაცულია და დროა, მადლობა ვუთხრათ იმ ხალხს, ვინც ჩვენი ქვეყნის მცველები არიან🇬🇪✊🏻“, – წერს დიმიტრი სამხარაძე სოციალურ ქსელში.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ბარე ორი გამოცდილი პოლიტიკოსი ვერ გაბედავდა და გააკეთებდა იმას, რაც შენ დღეს შეძელი” –...

ცოტნე ივანიშვილის მიერ, "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის ერთ-ერთ ღონისძიებაზე...

“ცხვირს არავის არსად ჩავაყოფინებთ, კარგად გაითვალისწინოს ყველამ!” – მეუფე იაკობი

"ერთი საქართველო, ძლიერი საქართველო ვაშენოთ", - ამაზე გაამახვილა ყურადღება...

“რა დასკვნებს გამოიტანს ივანიშვილი უნგრეთიდან?” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური შეფასებები, ვარაუდები, აქცენტები...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მე არ მაქვს სააკაშვილის კომპლექსი, არც მისი პოზიტიურად ხსენება მერიდება” – არჩილ გამზარდია

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია საქართველოს მე-3 პრეზიდენტ...

“იძულებული ვართ ჩვენით ავხსნათ, თუ რატომ ცვლის ერთი ქოცი პუსტა-პუსტა მეორეს ამა თუ იმ...

მმართველ გუნდში განხორციელებულ მორიგ საკადრო ცვლილებებს, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული...

“ბატონო ირაკლი კობახიძე, სახელმწიფოს, საქართველოს რაიმე ვალი აქვს მდინარაძის?” – ნუკა არველაძე

ბლოგერი, ჟურნალისტი ნუკა არველაძე (არა)რიტორიკული შეკითხვებით და კონკრეტული მინიშნებებით...

მიხეილ სააკაშვილი: “ჩვენ საქმე გვაქვს მკვლელების კორპორაციასთან”

საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ ჩამოთვლილი მძიმე ფაქტები...