“ღვთის ნებაა ყველაფერი, ვერაფერს გამოვრიცხავ…” – ასე უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვას, მის შესაძლო დაკავებასთან დაკავშირებით, გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე შესვლამდე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილმა უფროსმა გრიგოლ ლილუაშვილმა და მოკლე კომენტარები გააკეთა ჟურნალისტების შეკითხვებზე:
„როცა დამიბარეს, მოვედი… არაფერი არ ვიცი… ეტყობა რაღაც დეტალები აინტერესებთ, კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით, არ ვიცი, რა საქმეა… ვერაფერს გეტყვით, მართლა არ ვიცი. არ ვიცი რა საქმეა, ჩვენება არ მიმიცია არასდროს. პირველად ვარ, გაიგებდით“, – განაცხადა ლილუაშვილმა.

