spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"უმადური არასდროს ვყოფილვარ და არც ახლა ვიქნები. მადლობა...

“უმადური არასდროს ვყოფილვარ და არც ახლა ვიქნები. მადლობა მას და ვულოცავ იუბილეს😊” – გიორგი უშიკიშვილი მიხეილ სააკაშვილზე

ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი, მომღერალი გიორგი უშიკიშვილი საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით კონკრეტულ ფაქტებს იხსენებს და დაბადების დღეს ულოცავს იუბილარს:

მიხეილ სააკაშვილთან მხოლოდ ერთი თხოვნა მქონდა, როდესაც ის საქართველოს პრეზიდენტი იყო. ფოლკლორის ცენტრს არ ჰქონდა შენობა და როცა დირექტორად დამნიშნეს (ზურაბ ჟვანიას იდეით), ერთ-ერთ თეატრში შევხვდი. მომეცა გასაუბრების საშუალება და ვთხოვე, ფოლკლორის ცენტრისთვის კონკრეტული შენობა გადმოეცათ.

გავიდა გარკვეული პერიოდი და არავინ შემხმიანებია. ერთი თვის შემდეგ კიდევ შევხვდი — დამინახა და პირდაპირ ჩემსკენ წამოვიდა. მკითხა: „ვინმე შეგეხმიანა?“ ვუთხარი, როგორც იყო. ძალიან მალე გადაწყდა საკითხი. საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრს გადმოეცა შესანიშნავი შენობა საუკეთესო ადგილას. ასევე, შენობა გაგვირემონტეს და ისე გადავედით ახალ სივრცეში.

ამას მოჰყვა ფოლკლორის მხარდაჭერის საპრეზიდენტო პროგრამა, რომლის ბიუჯეტი 3 მილიონი ლარი იყო. გაკეთდა ბევრი ეროვნული საქმე, მათ შორის: ფოლკლორული ანსამბლების ჩაცმულობის განახლება, ინსტრუმენტების შეძენა, მოძრავი ხმის ჩამწერი სტუდიის ყიდვა, რომლის მეშვეობითაც მრავალი მნიშვნელოვანი ჩანაწერი გაკეთდა, სამეცნიერო ექსპედიციები, ფესტივალები, გამოცემები და ბევრი სხვა.

პირადად ჩემთვის, მას არაფერი გაუკეთებია (მიუხედავათ ჭორებისა რომ ვითომ სასტუმრო მაჩუქა და სხვა ბევრი სისულელე🤦🏻), არც ბიზნესი მქონია, არც სახლი ან მანქანა უჩუქნია. მადლობელი ვარ იმისთვის, რაც მის პერიოდში გაკეთდა ქართული ფოლკლორისთვის და არა მარტო…

უმადური არასდროს ვყოფილვარ და არც ახლა ვიქნები. მადლობა მას და ვულოცავ იუბილეს😊“, – წერს გიორგი უშიკიშვილის სოციალურ ქსელში.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“კობახიძე გვეუბნება, სანამ ჩვენი მოსაწონი პოლიტიკური ძალა არ იქნება ოპოზიციაში, მანამდე დემოკრატიას ნუ მომთხოვთო”...

პოლიტიკის ექსპერტი, დავით ზურაბიშვილი, ოპოზიციასთან დაკავშირებით, მთავრობის მეთაურის, ირაკლი...

“შეეშვით წუწუნს, ნუ ელოდებით სხვა რას იზამს, ადექით და გააკეთეთ! ან ვინც აკეთებს, იმას...

იურისტი, უფლებადამცველი, არასამთავრობო ორგანიზაცია "პრევენცია პროგრესისთვის" თანადამფუძნებელი, სამოქალაქო აქტივისტი...

“როდესაც ახლანდელი ქოცები ემზადებოდნენ ხელისუფლებაში მოსავლელად და ბიძინა გაიხადეს ბელადად” – ბეჟან ჯავახია

საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი, საქართველოს დამოუკიდებლობის...

“პირდაპირი მნიშვნელობით ბიძინას გალიაში ბულბულები სხედან, ყვავები კაბინეტებში ჰყავს გამომწყვდეული😊” – ლელა ჯეჯელავა

ქვეყანაში შექმნილი რეალობის ირონიული ინტერპრეტაცია, წარსულის ანალოგებზე, ანალიტიკოს ლელა...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მე დასახსნელი არა ვარ, ბიძინა ივანიშვილმა იდარდოს დახსნაზე იმ გარდაუვალი შარისგან, რაშიც გახვეულია” –...

“კოალიცია ცვლილებებისთვის” და “დროას” ლიდერი ელენე ხოშტარია, საპატიმროდან გამოგზავნილ...

მიხეილ სააკაშვილი: “ყოჩაღ ხაბე! აი ასეთია ნამდვილი ნაციონალი✊”

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი პოლიციელების მიერ მოყოლილ კონკრეტულ...

“შეეშვით წუწუნს, ნუ ელოდებით სხვა რას იზამს, ადექით და გააკეთეთ! ან ვინც აკეთებს, იმას...

იურისტი, უფლებადამცველი, არასამთავრობო ორგანიზაცია "პრევენცია პროგრესისთვის" თანადამფუძნებელი, სამოქალაქო აქტივისტი...

“ელენე ხოშტარიას ტუსაღობა ერთდროულად არის სირცხვილიც, ამორალურიც და დანაშაულიც” – გოჩა მირცხულავა

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა მწვავე პოზიციას აფიქსირებს “კოალიცია ცვლილებებისთვის” და...