spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"შეიძლება არაპოპულარულ რამეს ვამბობ, მაგრამ მაშინაც ვთვლიდი, რომ...

“შეიძლება არაპოპულარულ რამეს ვამბობ, მაგრამ მაშინაც ვთვლიდი, რომ კომისიაზე უნდა მისულიყო ყველა პოლიტიკოსი” – ბაჩანა შენგელია

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია პოლიტიკოსების კონკრეტულ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით თავის პოზიცია შეფასებებს აკეთებს:

შეიძლება არაპოპულარულ რამეს ვამბობ, მაგრამ მაშინაც ვთვლიდი (მეგობრები დამეთანხმებიან), რომ კომისიაზე უნდა მისულიყო ყველა პოლიტიკოსი.

უმეტესობას ჰქონდა რესურსი გამოეყენებინა სამთავრობო პლატფორმა და ესაუბრა ქართული ოცნების ამომრჩეველთან.

მაინც დაიჭერდნენ? დიდი ალბათობით კი, მაგრამ კომისიაზე არმისვლით დაჭერის ფორმალური საფუძველი მისცეს პოლიტიკოსებმა, ეს არ არის მარტივი ამბავი. აგერ ხედავთ დიდი აჟიოტაჟით აღიძრა საქმე საბოტაჟის მუხლით, მაგრამ აღკვეთი მაინც გაუჭირდათ და გამამტყუნებელი განაჩენის დადგომა მით უმეტეს რთული იქნება.

აღიარება კომისიაზე მისვლით არ ხდება, შეეძლოთ თავიანთი გამოსვლა არაღიარებით დაეწყოთ. თან სასამართლოზე ყველა დადის და აქ რა ხდება? თან ამბობენ კლანი არისო, ბევრი ამ მოსამართლეთაგანი დანიშნულია იმ საბჭოს მიერ, რომლის წევრებიც იგივე პოლიტიკოსების თქმით, გაყალბებული არჩევნების შედეგად არჩეული პარლამენტის მიერ არის დანიშნული. აქ არ არის ლეგიტიმაციის პრობლემა?

იმ გადაწყვეტილებებს ჩემი აზრით გონიერება აკლდა და ემოციებზე იყო აგებული. შედეგად 7 ან 8 თვით გამომწყვდეული პოლიტიკური ლიდერები და საკმაოდ გამოფიტული პოლიტიკური პროცესი მივიღეთ. ზურას გამოსვლაზე ხალხის რეაქციაც აჩვენებს, რომ პოლიტიკურ პროცესს სჭირდება პოლიტიკოსი.

მგონია გირაოს გადახდა-არგადახდის თემა საერთოდ არაა დილემა, უმარტივესად გადასაწყვეტი ამბავია – გირაო უნდა იქნას გადახდილი.

ყველამ ვიცით რატომ შემოაგდეს ე.წ. დილემა, მერე ამოიღებენ კადრებს, სადაც ზურა ამბობს, გირაოს არ გადავიხდი და ა.შ., მაგრამ აქ და ახლა ასე ჯობს ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“, – წერს ბაჩანა შენგელია სოციალურ ქსელში.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

ამ ერთმა ისტორიამ საოცარი გმირობის, თანადგომის, დიდი ერთობის ძალა დაანახა მსოფლიოს…

15 ივნისს ინგუშეთში მდინარე სუნჟაში ჩავარდნილი მეგობრის გადასარჩენად 8...

“ივანიშვილის რეჟიმი სინამდვილეში თიხის ფეხებზე დგას, აღარც შიგთავსი აქვს და აღარც რამე საყრდენი” –...

ელენე ხოშტარიასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური...

“თუ დღეს ვინმე აზიანებს ე.წ. “ოპოზიციას,” არიან ექს-პრეზიდენტები მიშა და სალომე” – ზაალ ანჯაფარიძე

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ სტატუსში, კონკრეტულ მოსაზრებას...

“ვინც არ უნდა გახდეს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, უკრაინისადმი დამოკიდებულება არ შეიცვლება. ასეთი ჯანსაღია ამ...

პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, რომან გოცირიძე დიდ ბრიტანეთში პრემიერ-მინისტრის ცვლილებას...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მე დასახსნელი არა ვარ, ბიძინა ივანიშვილმა იდარდოს დახსნაზე იმ გარდაუვალი შარისგან, რაშიც გახვეულია” –...

“კოალიცია ცვლილებებისთვის” და “დროას” ლიდერი ელენე ხოშტარია, საპატიმროდან გამოგზავნილ...

მიხეილ სააკაშვილი: “ყოჩაღ ხაბე! აი ასეთია ნამდვილი ნაციონალი✊”

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი პოლიციელების მიერ მოყოლილ კონკრეტულ...

“შეეშვით წუწუნს, ნუ ელოდებით სხვა რას იზამს, ადექით და გააკეთეთ! ან ვინც აკეთებს, იმას...

იურისტი, უფლებადამცველი, არასამთავრობო ორგანიზაცია "პრევენცია პროგრესისთვის" თანადამფუძნებელი, სამოქალაქო აქტივისტი...