spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"მე არ გავტყდები, არ შევეგუები და ვიბრძოლებ თქვენს...

“მე არ გავტყდები, არ შევეგუები და ვიბრძოლებ თქვენს და ჩემს გამარჯვებამდე” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი კონკრეტულ ფაქტებს იხსენებს თავისი პოლიტიკური ცხოვრებიდან და ემოციურ შეფასება-განმარტებებს აკეთებს:

მე 1995 წელს მივატოვე იურისტის წარმატებული კარიერა ნიუ-იორკის წამყვან იურიდიულ ფირმაში. წამოვედი ჩემი ბინიდან ცენტრალურ პარკთან და დავბრუნდი საშიშ, ცივ საქართველოში, რომლიდანაც ყველა გაქცევაზე იყო.

იქ შევქმენი საფუძველი და 2003 წლიდან ჩემს თანამებრძოლებთან ერთად, ქვეყანა გამოვიყვანეთ სრულიად უიმედო და უპერსპექტივო მდგომარეობიდან, ვაქციეთ მთელი მსოფლიოსთვის სამაგალითოდ.

2008 წელს, რუსეთი, რომელიც ვერაფრით გვპატიობდა, რომ დავამტკიცეთ მის გარეშე წარმატებული არსებობის შესაძლებლობა, დაგვესხა თავს. ისევე როგორც ზელენსკის 2022-ში, ასევე მეც 2008 წელს, მიუხედავად პირადად პუტინის მხრიდან მოკვლის მუქარისა, უარი ვთქვი საქართველოს დატოვებაზე და ჩვენ გადავარჩინეთ ის.

2012 წელს უყოყმანოდ ვეცი პატივი ქართველი ხალხის უმეტესობის (ჩემი აზრით მცდარ) გადაწყვეტილებას და სრულიად მშვიდობიანად გადავაბარე ძალაუფლება.

2021-ში მივატოვე უკიდურესად კომფორტული ცხოვრება, ახალგაზრდობიდან მოყოლებული ჩემს მეორე სამშობლოდ ქცეულ უკრაინაში და სიცოცხლისთვის დიდი რისკის ფასად ჩამოვედი აქ, რათა მინდოდა ქართველების გამოღვიძება მოახლოებული დიდი კატასტროფის წინ.

2021 წელს ამ ციხეში შემოსვლისას 53 წლის ვიყავი, დღეს უკვე 58 წლის გავხდი. ვისაც უნდა ჩემთვის რამის ჩუქება, დაუკავშირდით ნანუკა ჟორჟოლიანს და მისი მეშვეობით სხვა პოლიტპატიმრების ანგარიშზე ჩარიცხეთ თუნდაც მცირე თანხა, მე ამ ეტაპზე დახმარება არ მჭირდება.

არ შემიძლია არ ვთქვა, რომ ქართველების კონფორმისტულმა ნაწილმა (და ეს პროცენტულად სერიოზულ ციფრს შეადგენს) დააიგნორა ჩემდამი წაყენებული უსამართლო ბრალდებები, გაატარა ჩემი პატიმრობა, მოწამვლა, წამება და ახლაც სრულიად ეგუება ამ ყველაფერს.

როგორც უკვე ვთქვი – ჩვენ მოვახერხეთ შეუძლებელი და პირველებმა ყოფილი იმპერიის სივრცეში დავამტკიცეთ, რომ რუსეთის გარეშე ცხოვრება ბევრად უკეთესია, ამიტომ ჩვენ დაგვატყდა მათი პროპაგანდისტული მანქანის მთელი სიმძლავრე და ქართველების დიდ ნაწილს ჩააგონეს, რომ 9 წელი წარმატების და სწრაფი წინსვლის თურმე ძალადობრივი რეჟიმი იყო, რომელიც საკუთარ ხალხის წამებით იყო დაკავებული.

ამავე დროს ძალიან ბევრი ქართველი არ დაემორჩილა ამ პროპაგანდისტულ ნარატივს, ვახსოვარ, მხარს მიჭერენ, ზოგიერთი დარდით გადაჰყვა კიდევაც ჩემს მდგომარეობას. მე ერის ამ ნაწილის უსაზღვროდ მადლიერი ვარ, თქვენმა მხარდაჭერამ და ასევე უკრაინის და მსოფლიოში გაბნეული ჩემი გულშემატკივრების თანადგომამ გამაძლებინა აქამდე.

მე არ გავტყდები, არ შევეგუები და ვიბრძოლებ თქვენს და ჩემს გამარჯვებამდე. ჩვენ აუცილებლად ავაშენებთ ჩვენს ბრწყინვალე ქალაქს – ლაზიკას!

დიდება თავისუფლებას!
Слава Україні!” – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“მოკლედ, 2 წელი დაგვრჩა არჩევნებამდე და ერთი ნამდვილად ვიცი… რაღაც ძალიან დიდი გადატვირთვა გვჭირდება!...

ჟურნალისტი, ლექტორი, სამოქალაქო აქტივისტი ნინია კაკაბაძე, თავის საარჩევნო პოზიცია-სტრატეგიას...

“ივანიშვილის რეჟიმი სინამდვილეში თიხის ფეხებზე დგას, აღარც შიგთავსი აქვს და აღარც რამე საყრდენი” –...

ელენე ხოშტარიასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური...

“ვინც არ უნდა გახდეს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, უკრაინისადმი დამოკიდებულება არ შეიცვლება. ასეთი ჯანსაღია ამ...

პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, რომან გოცირიძე დიდ ბრიტანეთში პრემიერ-მინისტრის ცვლილებას...

მიხეილ სააკაშვილი: “ჩემი თავმჯდომარეობის კანდიდატი არის ნანუკა ჟორჟოლიანი…”

საქართველოს მე-3 პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მე დასახსნელი არა ვარ, ბიძინა ივანიშვილმა იდარდოს დახსნაზე იმ გარდაუვალი შარისგან, რაშიც გახვეულია” –...

“კოალიცია ცვლილებებისთვის” და “დროას” ლიდერი ელენე ხოშტარია, საპატიმროდან გამოგზავნილ...

მიხეილ სააკაშვილი: “ყოჩაღ ხაბე! აი ასეთია ნამდვილი ნაციონალი✊”

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი პოლიციელების მიერ მოყოლილ კონკრეტულ...

“შეეშვით წუწუნს, ნუ ელოდებით სხვა რას იზამს, ადექით და გააკეთეთ! ან ვინც აკეთებს, იმას...

იურისტი, უფლებადამცველი, არასამთავრობო ორგანიზაცია "პრევენცია პროგრესისთვის" თანადამფუძნებელი, სამოქალაქო აქტივისტი...