spot_img
მთავარიკანონი და სამართალიპირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონო მოპოვების, შენახვისა და გამოყენების,...

პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონო მოპოვების, შენახვისა და გამოყენების, ასევე თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების ფაქტებზე ერთი პირი დააკავეს

საქართველოს პროკურატურის თანამშრომლებმა პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონო მოპოვების, შენახვისა და გამოყენების, ასევე თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების ფაქტებზე ერთი პირი დააკავეს.

თბილისის პროკურატურის პირადი ცხოვრების ხელყოფის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული სოციალური ქსელის – ,,Instagram”-ის ყალბი ანგარიშის მეშვეობით 14 წლის არასრულწლოვანთან მიმოწერას აწარმოებდა, რა დროსაც ინტიმური შინაარსის ვიდეომასალას უგზავნიდა. ასევე, მუქარის და იძულების შედეგად, მოიპოვა და უკანონოდ ინახავდა დაზარალებულის პირადი ცხოვრების საიდუმლოს შემცველ ინტიმური შინაარსის ფოტო-ვიდეო მასალას, რომლის გავრცელების მუქარით, არასრულწლოვანს სხვა ინტიმური მასალის გაგზავნას და მასთან ურთიერთობის გაგრძელებას აიძულებდა. ბრალდებული დაზარალებულის დაყოლიებას სხვადასხვა გზით ცდილობდა, მათ შორის, არასრულწლოვანს და მასთან დაკავშირებულ პირებს ანგარიშზე პერიოდულად თანხას ურიცხავდა.

ბრალდებულის მიერ ჩადენილი ქმედებების გამო, არასრულწლოვანმა სხეულზე თვითდაზიანებები მიიყენა.

დაკავებულს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 157 პრიმა მუხლის 1 ნაწილით (პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონო მოპოვება, შენახვა და გამოყენება) და 141 მუხლის 1 ნაწილით (თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველის მიმართ გარყვნილი ქმედება) წარედგინება, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

ინფორმაციას საქართველოს პროკურატურის პრესსამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“კაცებო”! იცით რა სხვაობაა თქვენსა და ივანიშვილს შორის?!” – ხათუნა ხოფერია

პარლამენტის 2 მოწვევის ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია, "ქართული ოცნების"...

“დიქტატურას ამარცხებს ძლიერი სახალხო ლიდერი და ერთ მუშტად შეკრული ხალხი” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს კონკრეტული დასკვნები გამოაქვს 12...

“გამოდით, შეხვდით, მონახეთ გამოსავალი! ბავშვებს მიეცით წამალი!” – თეონა ჭალიძე მმართველი გუნდის ქალ დეპუტატებს...

ოპოზიციონერი დეპუტატი თეონა ჭალიძე, დიუშენით დაავადებული ბავშვების დედების უმძიმეს...

“ტირანმა ჯერ ხომ აბრეშუმის გზა გადაიტანა სომხეთში ზანგეზურზე, ახლა ქართული ცის ოკუპაციაც მოახდინა…” –...

16 აპრილიდან აბასთუმნის არეალში საჰაერო სივრცის დაკეტვასთან დაკავშირებით მთავრობის...