spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ფერარის" შემოსვლა საქართველოში არის შედეგი იმ პოლიტიკისა, რომელსაც...

“ფერარის” შემოსვლა საქართველოში არის შედეგი იმ პოლიტიკისა, რომელსაც ჩვენი გუნდი ატარებს” – კახა კალაძე

დღევანდელი ღონისძიება არის შედეგი იმ პოლიტიკისა, რომელსაც ჩვენი გუნდი ატარებს – სწორედ ამ პოლიტიკის შედეგად ამ მასშტაბისა და სიდიდის ბრენდები შემოდიან საქართველოში,” – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქში “ფერარის” ოფიციალური შოურუმის გახსნის ცერემონიალზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მერი ღონისძიებას პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესა და ეკონომიკური განვითარების მინისტრ მარიამ ქვრივიშვილთან ერთად დაესწრო.

კახა კალაძემ მადლობა გადაუხადა „ფერარის“ ევროპისა და აფრიკის პრეზიდენტს რენო დე პოლის და „ნაზარ ჰოლდინგის“ დამფუძნებელ ალი ნაზარს და საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

დღეს მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ქალაქისთვის, ვინაიდან ასეთი დიდი ბრენდის შემოსვლა ქვეყნის იმიჯისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი და სასიხარულო. თუმცა ცხადია, შემთხვევით არაფერი ხდება.

მინდა, მადლობა გადავუხადო ბატონ პრემიერ-მინისტრს, რადგან დღევანდელი ღონისძიება არის შედეგი იმ პოლიტიკისა, რომელსაც ჩვენი გუნდი ატარებს. სწორედ ამ პოლიტიკის შედეგად ამ მასშტაბის და სიდიდის ბრენდები შემოდიან საქართველოში, იმიტომ, რომ ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით ქვეყანა წინ მიდის, ბიზნესის კეთების თვალსაზრისით კი ერთ-ერთი მოწინავე ვართ ევროპის ქვეყნებთან მიმართებით.

ძალიან მიხარია დღევანდელი ღონისძიება. მიხარია, რომ პატარა წვლილი მეც მაქვს შეტანილი იმაში, რომ “ფერარი” შემოვიდა საქართველოში და ჩვენს ულამაზეს დედაქალაქში იხსნება პირველი ფილიალი” , – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისში “ფერარის” ოფიციალური შოურუმი გაიხსნა. იტალიური ბრენდი საქართველოში “Nazar Group”-ის პარტნიორობით შემოვიდა.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ქოცებო, ძალიან გთხოვთ, კაცობაზე, ქართველობაზე, ტრადიციებზე და ოჯახის სიწმინდეზე ნუ გველაპარაკებით…” – ნინო ლომჯარია

ელენე ხოშტარიასთან ხოშტარიასთან დაკავშირებული ფაქტების გამო ემოციურ პოსტს ავრცელებს,...

“მოკლედ, 2 წელი დაგვრჩა არჩევნებამდე და ერთი ნამდვილად ვიცი… რაღაც ძალიან დიდი გადატვირთვა გვჭირდება!...

ჟურნალისტი, ლექტორი, სამოქალაქო აქტივისტი ნინია კაკაბაძე, თავის საარჩევნო პოზიცია-სტრატეგიას...

“მარიამ მეყანწიშვილი არის საოცრად ძლიერი, მაგარი გოგო და უდიდესი პატრიოტი” – გიორგი ვაშაძე

სამოქალაქო აქტივისტის, მარიამ მეყანწიშვილის საქმეს ემოციური შეფასებებით ეხმაურება “ოპოზიციის...

“პარტიებმაც და მეტწილად პარტიულმა პოლიტიკოსებმა კარგა ხანია დაკარგეს რაიმე შინაარსობრივი ინტერესი და შერჩათ მხოლოდ...

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მე დასახსნელი არა ვარ, ბიძინა ივანიშვილმა იდარდოს დახსნაზე იმ გარდაუვალი შარისგან, რაშიც გახვეულია” –...

“კოალიცია ცვლილებებისთვის” და “დროას” ლიდერი ელენე ხოშტარია, საპატიმროდან გამოგზავნილ...

მიხეილ სააკაშვილი: “ყოჩაღ ხაბე! აი ასეთია ნამდვილი ნაციონალი✊”

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი პოლიციელების მიერ მოყოლილ კონკრეტულ...

“შეეშვით წუწუნს, ნუ ელოდებით სხვა რას იზამს, ადექით და გააკეთეთ! ან ვინც აკეთებს, იმას...

იურისტი, უფლებადამცველი, არასამთავრობო ორგანიზაცია "პრევენცია პროგრესისთვის" თანადამფუძნებელი, სამოქალაქო აქტივისტი...