spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"მას შემდეგ, რაც გადავწყვიტეთ, გაკონტროლებულიყო უცხოეთიდან შემოსული ის...

“მას შემდეგ, რაც გადავწყვიტეთ, გაკონტროლებულიყო უცხოეთიდან შემოსული ის თანხები, რომელიც გაზულუქებულ არასამთავრობო ორგანიზაციებში მიდიოდა, მერე გამოდგა გამჭვირვალობა ცუდი” – კახა კალაძე

როდესაც ვისმენთ ცრუ განცხადებებს, თავდასხმებს, როგორ გგონიათ, ჩუმად უნდა ვიყოთ და ხალხს სიმართლე არ უნდა ვუთხრათ?“, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ევროსაბჭოს გაფართოების შესახებ გამოქვეყნებული დასკვნის შეფასებისას განაცხადა, სადაც აღნიშნულია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტოს ისეთი განცხადებები, რომლებიც ევროკავშირის პოზიციებს ეწინააღმდეგება.

კახა კალაძის განმარტებით, საზოგადოებამ აუცილებლად უნდა იცოდეს სიმართლე და ჰქონდეს გამჭვირვალე ინფორმაცია, ესა თუ ის ორგანიზაცია საიდან და ვის მიერ ფინანსდება.

დღეს საქართველოს ხელისუფლება, ჩვენი ქვეყანა თავდაცვის რეჟიმშია. როდესაც ვისმენთ ცრუ განცხადებებს, თავდასხმებს, როგორ გგონიათ, ჩუმად უნდა ვიყოთ და ხალხს სიმართლე არ უნდა ვუთხრათ? პირიქით, ხალხმა უნდა გაიგოს სიმართლე. თუ ასეთი მართლები არიან, რატომ ეწინააღმდეგებიან მაშინ გამჭვირვალობის კანონს? როდის გახდა გამჭვირვალობა ცუდი?“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, მას შემდეგ, რაც საქართველოს ხელისუფლებამ გამჭვირვალობის შესახებ კანონი მიიღო, ევროკავშირის ზოგიერთი წარმომადგენლის მიერ ეს არასწორ ნაბიჯად შეფასდა.

ყოველთვის გვეუბნებოდნენ, რომ გამჭვირვალობა მნიშვნელოვანი იყო. მას შემდეგ, რაც გადავწყვიტეთ, გაკონტროლებულიყო უცხოეთიდან შემოსული ის თანხები, რომელიც გაზულუქებულ არასამთავრობო ორგანიზაციებში მიდიოდა და თან გვეუბნებოდნენ, თითქოს სასიკეთო პროექტებში, კეთილ საქმეებში იხარჯებაო, ამ ყველაფრის აღკვეთა დავიწყეთ – ვამბობდით, რომ გამჭვირვალე უნდა იყოს ყველაფერი, მერე გამომდგარა გამჭვირვალობა ცუდი და თურმე როგორ შეიძლება საქართველოს ხელისუფლებამ გამჭვირვალობაზე ისაუბროს.

რეალურად ეს თანხები ქართულ პოლიტიკას, ქართველების დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღრმავებას, ექსტრემიზმის, ძალადობრივი ჯგუფების წახალისებას ხმარდებოდა. ეს არის სამწუხარო რეალობა“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“სრული სამართლებრივი ნიჰილიზმი სუფევს ჩვენი საზოგადოების ერთ ნაწილში, რომელიც მოიცავს საზოგადოებისთვის ცნობად ადამიანებს…” –...

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე კონკრეტული შეფასებებით ეხმაურება საზოგადოებისთვის ცნობადი ადამიანების,...

“კატეგორიულად მიუღებელია, რომ ვიღაცამ ზემოდან თითის დაქნევით გვესაუბროს” – კახა კალაძე ევროკავშირის რეზოლუციაზე

„ჩვენ მზად ვართ დიალოგისთვის, ის დამოკიდებულება კი კატეგორიულად მიუღებელია,...

“შეეშვით წუწუნს, ნუ ელოდებით სხვა რას იზამს, ადექით და გააკეთეთ! ან ვინც აკეთებს, იმას...

იურისტი, უფლებადამცველი, არასამთავრობო ორგანიზაცია "პრევენცია პროგრესისთვის" თანადამფუძნებელი, სამოქალაქო აქტივისტი...

“ივანიშვილის რეჟიმი სინამდვილეში თიხის ფეხებზე დგას, აღარც შიგთავსი აქვს და აღარც რამე საყრდენი” –...

ელენე ხოშტარიასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მე დასახსნელი არა ვარ, ბიძინა ივანიშვილმა იდარდოს დახსნაზე იმ გარდაუვალი შარისგან, რაშიც გახვეულია” –...

“კოალიცია ცვლილებებისთვის” და “დროას” ლიდერი ელენე ხოშტარია, საპატიმროდან გამოგზავნილ...

მიხეილ სააკაშვილი: “ყოჩაღ ხაბე! აი ასეთია ნამდვილი ნაციონალი✊”

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი პოლიციელების მიერ მოყოლილ კონკრეტულ...

“შეეშვით წუწუნს, ნუ ელოდებით სხვა რას იზამს, ადექით და გააკეთეთ! ან ვინც აკეთებს, იმას...

იურისტი, უფლებადამცველი, არასამთავრობო ორგანიზაცია "პრევენცია პროგრესისთვის" თანადამფუძნებელი, სამოქალაქო აქტივისტი...