spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ჩვენ ჩვენი ჰუმანიზმის პერსპექტივით ვაფასებთ ამ ხალხს და...

“ჩვენ ჩვენი ჰუმანიზმის პერსპექტივით ვაფასებთ ამ ხალხს და ვერ ვიჯერებთ, რომ ასე ვძულვართ…” – ლაშა ბუღაძე

ქართველი მწერალი, დრამატურგი ლაშა ბუღაძე ემოციური შეფასებებით ეხმაურება ერთ-ერთი რესპოდენტის მიერ ჟურნალისტ გურამ როგავასთვის ნათქვამთან დაკავშირებით, როცა იგი აღნიშნავდა, რომ ჟურნალისტი მასზე განხორციელებული ძალადობის ღირსი იყო:

არ მტოვებს ბრაზი იმ ბოროტი ადამიანის მიმართ, ვინც ლამისაა სიკვდილამდე მიყვანილ ჟურნალისტს უთხრა – ღირსი იქნებოდიო…
ღირსი იყავიო.

ჩვენ ჩვენი ჰუმანიზმის პერსპექტივით ვაფასებთ ამ ხალხს და ვერ ვიჯერებთ, რომ ასე ვძულვართ…

მაგრამ ჩემთვის აქ გაოცებული ჟურნალისტია მნიშვნელოვანი. ის ჩვენი ენით მიმართავს ამ ქალს და ჩვენ კი მისი ტკივილის გამო ვბრაზობთ ამ ბოროტ სიტყვებზე.

გურამ როგავაზე მოძალადე “პოლიციელს” სახე ნიღბით ჰქონდა დაფარული. მისი სახე და ვინაობა არც გურამ როგავამ იცის და არც ჩვენ. მაგრამ მისი სახე საერთო, კრებით, გაავებულ და გამმეტებელ მასაშია ჩაკარგული. აი, ამ ქალშიც. ცნობიერად თუ გაუცნობიერებლად, ჟურნალისტი ამ ნიღბის ქვეშ დამალულ მოძალადეს ეძებს ამ ხალხშიც და თავისი შეკითხვებით, მამხილებლური სიტყვებით ცდილობს მის დამალულ სახემდე და დახშულ სულამდე მიღწევას. მის მოხელთებას, შეხებას მასზე. ეს ხომ შეკითხვებიც არაა, არამედ მისი ძებნა და განაჩენის დეკლარირება.

ამ შეკითხვებს ხომ საშინელ სამსჯავროზე დაუსვამენ ცოდვილ სულს – რომ ტკიოდა ადამიანს, შენ სად იყავიო? რომ ვერ ხედავდი სხვების ტკივილს და დარდს, შენ რა გიხაროდაო? რატომ მიაძახე, ღირსი იყავიო…

ვიღაც იტყვის, სად ჩვენი მატერიალური სამყარო და სად საშინელი სამსჯავრო, მაგრამ აი, თურმე სად. აი აქ – ჩვენს დროში. აქ მოსული თუ ჩამოსული. ამ უბედურმა ქალმა არ იცის, რომ მისი აპოკალიფსისი უკვე დაწყებულია. ამ პასუხით უპირველეს ყოვლისა: ღირსი იყავი…

სხვა დროსაც (თუ იქნებ სხვა სუბსტანციაშიც) მოუწევს ამ შეკითხვაზე პასუხის გაცემა.

კი გაიქცა, მაგრამ ბოლოს და ბოლოს ვის და სად გაექცევა“, – წერს ლაშა ბუღაძე სოციალურ ქსელში.

ცნობისათვის: ჟურნალისტი გურამ როგავა ქუჩის გამოკითხვებისას ერთ-ერთ მოქალაქეს შეკითხვას უსვამს – პოლიციელის მხრიდან მასზე გამხორციელებულ ძალადობასთან დაკავშირებით:

“გურამ როგავა: სპეცრაზმელი რომ თავს დამესხა, ნახეთ?

მოქალაქე: ღირსი იქნებოდი“.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“პარტიებმაც და მეტწილად პარტიულმა პოლიტიკოსებმა კარგა ხანია დაკარგეს რაიმე შინაარსობრივი ინტერესი და შერჩათ მხოლოდ...

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ...

“რაში სჭირდება მმართველ პარტიას ამდენი პოლიტიკური და სინდისის პატიმარი?” – გოჩა მირცხულავას განმარტება-ვარაუდები

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა, ამ ბოლო პერიოდში გახშირებულ დაპატიმრებებთან დაკავშირებით,...

“რეჟიმმა განაჩენი გაუტეხლობას გამოუტანა და არა დანაშაულს, იმიტომ რომ მას გაუტეხლობა ამარცხებს და არა...

4 ოქტომბრისა და სხვა საქმეებთან დაკავშირებით განაჩენების გამოტანას, კონკრეტული...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მე დასახსნელი არა ვარ, ბიძინა ივანიშვილმა იდარდოს დახსნაზე იმ გარდაუვალი შარისგან, რაშიც გახვეულია” –...

“კოალიცია ცვლილებებისთვის” და “დროას” ლიდერი ელენე ხოშტარია, საპატიმროდან გამოგზავნილ...

“მარიამ მეყანწიშვილი არის საოცრად ძლიერი, მაგარი გოგო და უდიდესი პატრიოტი” – გიორგი ვაშაძე

სამოქალაქო აქტივისტის, მარიამ მეყანწიშვილის საქმეს ემოციური შეფასებებით ეხმაურება “ოპოზიციის...

მიხეილ სააკაშვილი: “ყოჩაღ ხაბე! აი ასეთია ნამდვილი ნაციონალი✊”

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი პოლიციელების მიერ მოყოლილ კონკრეტულ...