spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"პაპუაშვილს სასამართლოზე ადრე უმსჯელია და გამოუტანია ჩემთვის უკვე...

“პაპუაშვილს სასამართლოზე ადრე უმსჯელია და გამოუტანია ჩემთვის უკვე განაჩენი” – ალექსანდრე ელისაშვილი

ძლიერი საქართველო – ლელოს ერთ-ერთი ლიდერი, საპატიმროდან ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოზიცია-შეფასებებს ეხმაურება:

პაპუაშვილს სასამართლოზე ადრე უმსჯელია და გამოუტანია ჩემთვის უკვე განაჩენი. ასეთ განცხადებებს რომ ავრცელებ ადამიანი ან უვიცი ხარ, ან მავნებელი.

ამხელა საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე ვარო რომ იძახი, ადამიანის უფლებებს რომ არ აღიარებ გასაგებია, მაგრამ არც კანონს იცავ, არც უდანაშაულობის პრეზუმფციას.

როგორც ჩანს ძალზედ შეშინებულია და ბოლო დროს მხოლოდ ჩემზე ფიქრობს. არ იდარდოს, საქართველოში ყველაზე მკაცრ ციხეში ვარ გამოკეტილი, ვერაფერს დავუშავებ. შეუძლია თავად მოვიდეს, ნახოს. აქაურობასაც შეძლებისდაგვარად დავათვალიერებინებ და იქნებ ადამიანის უფლებებიც უკეთ განვუმარტო.

ძალიან მკაფიოდ მინდა ხაზი გავუსვა, რომ პროტესტის ფორმის გამოსახატად და ასარჩევად არც არასდროს არავის დავალებები მიმიღია და შემისრულებია და არც მომავალში ვაპირებ. ასე მიცხოვრია მთელი ცხოვრების მანძილზე და ასეც გავაგრძელებ. თავიანთ თავებში ვეშლები.

ეს ყველაფერი ძალიან კარგად იციან “ოცნებაშიც”, ამაზე არიან გამწარებულები, აიჩხლართნენ, ხან რომელი ერთობიდან ითხოვენ ჩემს გარიცხვას და ხან რომლიდან. არც “ლელოს” წევრი ვყოფილვარ ოდესმე და მითუმეტეს არც “ალდეს”, საიდან უნდა გამრიცხონ?

თავად “ოცნებას” კი მოვუწოდებ გაემიჯნოს პარლამენტის უვიც, უცოდინარ და ადამიანის უფლებების დამრღვევ თავმჯდომარეს“, – აცხადებს ალექსანდრე ელისაშვილი.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ყველამ კეთილი უნდა ინებოს და განსხვავებული მოსაზრება გადმოსცეს შეურაცხყოფის გარეშე” – კახა კალაძე

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ყველა უნდა მიეჩვიოს განსხვავებული...

“მარიამ მეყანწიშვილი არის საოცრად ძლიერი, მაგარი გოგო და უდიდესი პატრიოტი” – გიორგი ვაშაძე

სამოქალაქო აქტივისტის, მარიამ მეყანწიშვილის საქმეს ემოციური შეფასებებით ეხმაურება “ოპოზიციის...

“ივანიშვილის რეჟიმი სინამდვილეში თიხის ფეხებზე დგას, აღარც შიგთავსი აქვს და აღარც რამე საყრდენი” –...

ელენე ხოშტარიასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური...

“შეეშვით წუწუნს, ნუ ელოდებით სხვა რას იზამს, ადექით და გააკეთეთ! ან ვინც აკეთებს, იმას...

იურისტი, უფლებადამცველი, არასამთავრობო ორგანიზაცია "პრევენცია პროგრესისთვის" თანადამფუძნებელი, სამოქალაქო აქტივისტი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მე დასახსნელი არა ვარ, ბიძინა ივანიშვილმა იდარდოს დახსნაზე იმ გარდაუვალი შარისგან, რაშიც გახვეულია” –...

“კოალიცია ცვლილებებისთვის” და “დროას” ლიდერი ელენე ხოშტარია, საპატიმროდან გამოგზავნილ...

“მარიამ მეყანწიშვილი არის საოცრად ძლიერი, მაგარი გოგო და უდიდესი პატრიოტი” – გიორგი ვაშაძე

სამოქალაქო აქტივისტის, მარიამ მეყანწიშვილის საქმეს ემოციური შეფასებებით ეხმაურება “ოპოზიციის...

მიხეილ სააკაშვილი: “ყოჩაღ ხაბე! აი ასეთია ნამდვილი ნაციონალი✊”

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი პოლიციელების მიერ მოყოლილ კონკრეტულ...