spot_img
მთავარიკანონი და სამართალი"ჯერ არნახულში მიიყვანა კობახიძის სიგიჟემ ივანიშვილი არც მეტი,...

“ჯერ არნახულში მიიყვანა კობახიძის სიგიჟემ ივანიშვილი არც მეტი, არც ნაკლები, ჰააგამდე” – ნიკა გვარამია

ბიბისის სკანდალურ რეპორტაჟს და მასთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესებს, პოლიტიკურ-სამართლებრივი შეფასებებით, ეხმაურება “კოალიცია ცვლილებებისთვის” ლიდერი, პატიმრობაში მყოფი ნიკა გვარამია:

რასაც საკნიდან ვაკვირდები, ქოცები ძაან შარში არიან. ეს რასაც ვხედავ, და რასაც ვერ ვხედავ – კიდევ უარესში. ჰააგა უკვე ჩართულია, დიდი ალბათობით. უბრალოდ ეგენი ზე-კონფიდენციალურები არიან და დაკითხულსაც არ აქვს რამის თქმის უფლება.

კომუნიკაციის სტადია გავლილი ექნებათ და აგერ ვნახავთ, fact finding სტადიაზე თუ არ იყვნენ გადასული.

ქოცებმა ცხადია იციან (იმ მარტივი მიზეზით რომ დაკითხული ეყოლებათ) მარა ვერ ამხელენ და ფართხალებენ უაზროდ. გამოძიებაც იმიტომ დაიწყეს, რომ აჩვენონ ჰააგას, მისი გამოძიება საჭირო არაა, რადგან ადგილზე ეფექტიანი გამოძიება ჩატარდა. თუ დაჭირდათ, ვიღაცეებს საკუთარი რიგებიდან დაიჭერენ, ოღონდ ისე, რომ მძიმე ქიმიური აგენტების გამოყენება არ აღიარონ და თანამდებობრივ გულგრილობაზე ან ეგეთ სისულელეზე გავიდნენ (როგორც გახარიასთან შვებიან ახლა 20 ივნისის საქმეზე).

ოღონდ ჰააგას დიფ სთეითს ვერ ეტყვიან:)) მოკლედ ეცდებიან მეისრეებით შემოიფარგლონ. საკმარისი არ იქნება – ავლენ ლაგაზაურ-ხარებას დონეზე. ესეც თუ არა – გომელაურის. ჰააგის შიში ძალიან ოხერია:)

მდინარაძის ბრიფინგი სასაცილო უკლასობა – დარჩა შევარდნაძის დროინდელ გამომძიებლად. ჩადებას ვერ გაცდა:) ტროტილი ჩაუდო მთავარ მოწმეს. გაპრავება იყო სრულიად უსუსური, ქოციც რომ არ დაიჯერებს, ისეთი. დააკვირდით, უარიც ვერ თქვეს: სულ რომ სიმართლე იყოს, რომ 4-5 დეკემბერს აკრძალული ქიმია არ გამოიყენეს, 28-3 ზე ვერაფერი თქვეს. როდის ხდება ეს? როცა იცი რომ ამის მტკიცებულებას ვერ დამალავ. ანუ უკვე მოპოვებულია მაღალი ალბათობით. სავარაუდოდ არაოფიციალური არხით იციან, რომ ეს მტკიცებულება მოპოვებული აქვს ან BBC-ს ან თავად სასამართლოს, რაც პრინციპში ერთი და იგივეა: დროის საკითხია როდის მიიღებს ოფიციალურად დადასტურებული მტკიცებულებების სახეს.

შემდეგი ნაბიჯი ჰააგის სასამართლოს დიფ სთეითად გამოცხადება და რომის სტატუტიდან გასვლა რომ იყოს, ისიც არ გამიკვირდება:) ოღონდ საქართველოდან დანიშნულ ჰააგის მოსამართლეს რას ეტყვიან ნეტა? იუსტიციის მინისტრის მოადგილე (წულუკიანის) ლორთქიფანიძეს? არაა გამორიცხული მაგაზეც თქვან, ჩვენთან დიფ სთეითის ჩანერგილი იყო ეგეც და სასამართლოშიც დიფ სთეითის ზარის მერე წარვადგინეთო:))

მოკლედ, უმძიმეს შარში არიან ქოცები. ჯერ არნახულში მიიყვანა კობახიძის სიგიჟემ ივანიშვილი არც მეტი, არც ნაკლები, ჰააგამდე. მთლად ამხელა გზას თუ გაუყენებდა ბელადს, ნაღდად ვერ ვიფიქრებდი:)” – აცხადებს ნიკა გვარამია.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“თავისუფალ ინდუსტრიულ ზონებში უნდა აიკრძალოს კრიპტომოპოვება” – რომან გოცირიძე

საქართველოში კრიპტომოპოვების ნეგატიურ გავლენაზე საუბრობს და თავისუფალ ინდუსტრიულ ზონებში...

“როგორი სხვანაირი იქნებოდა სამყარო, იმის მილიგრამი რომ გვწამდეს და გვჯეროდეს ქრისტე, რამდენიც ვწამვართ და...

იესო ქრისტე, ხალხი და რწმენა ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას შეფასებებში: "პილატე...

“მადლობა შენ, ჩემო ძმაო ღირსეული და თავდადებული ბრძოლისთვის! მადლობა რუსების გამწარებისთვის!” – დავით ქაცარავა...

როგორც ცნობილი ხდება, ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის სასამართლომ "კოალიცია...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“დიქტატურას ამარცხებს ძლიერი სახალხო ლიდერი და ერთ მუშტად შეკრული ხალხი” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს კონკრეტული დასკვნები გამოაქვს 12...

“გამოდით, შეხვდით, მონახეთ გამოსავალი! ბავშვებს მიეცით წამალი!” – თეონა ჭალიძე მმართველი გუნდის ქალ დეპუტატებს...

ოპოზიციონერი დეპუტატი თეონა ჭალიძე, დიუშენით დაავადებული ბავშვების დედების უმძიმეს...

“კაცებო”! იცით რა სხვაობაა თქვენსა და ივანიშვილს შორის?!” – ხათუნა ხოფერია

პარლამენტის 2 მოწვევის ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია, "ქართული ოცნების"...

“ახლა ჩვენ უკვე დიქტატურის გვირაბში ვიმყოფებით დიდი სიჩქარით და აქ სულ სხვა მეთოდებია საჭიროა”...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, ეხმაურება რა უნგრეთში ჩატარებულ...

“მოუწევს კობახიძეს ისევ თემურ ლენგის მარშრუტებზე დაბრუნება” – შოთა უტიაშვილი

"ქართული ოცნების" მოკავშირე უნგრეთის ლიდერის, ვიქტორ ორბანის პარტიის მარცხს,...