ორშაბათი, ივნისი 16, 2025
13.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარირეგიონის ამბებიიმერეთის ამბები: 5 დღე კორონავირუსის გარეშე, შეზღუდვების მოხსნა...

იმერეთის ამბები: 5 დღე კორონავირუსის გარეშე, შეზღუდვების მოხსნა ქუთაისში, “ხონელობის” დღესასწაული…

უკვე მეხუთე დღეა, რაც იმერეთის რეგიონში კორონავირუსის ახალი შემთახვევა არ დაფიქსირებულა, თუმცა რიგი შეზღუდვებისა ისევ ძალაშია.

5 მაისიდან კი პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით ქუთაისში გადაადგილებაზე დაწესებული საავტომობილი შეზღუდვები მოიხსნა. აგრარული ბაზრებიც გაიხსნა.

მიუხედავადა ამ პოზიტიური სიახლეებისა, რეგიონში პრევენციული ღონისძიებების ნაწილი უცვლელად რჩება და ხელისუფლება სახალხო შეკრებებს მკაცრად აკონტროლებს.

დღეს ხონში გიორგობის დღესასწაულთან ერთად არ აღინიშნა „ხონელობა“, რომელიც ტრადიციულ დღესასწაულია. ამის შესახებ მოსახლეობას ხონის მერმა ლადო ჯურხაძემ სოციალურ ქსელში გაკეთებული განცხადებით აცნობა:

ძვირფასო თანაქალაქელებო! გილოცავთ გიორგობასა და ,,ხონელობის,, დღესასწაულს! წმინდა გიორგის მადლი ფარავდეს ჩვენს ხონს და სრულიად საქართველოს! სამწუხაროდ, წელს ტრადიცია დაირღვა – სახალხო დღესასწაული ვერ აღვნიშნეთ. პანდემიის გამო ვრჩებით სახლში, მაგრამ მომავალ ხონელობას შევხვდებით ჯანმრთელები, მეტად მოტივირებულები და, რაც მთავარია, უხილავ მტერზე გამარჯვებულები,” – წერს ლადო ჯურხაძე.

პანდემიის საფრთხის გამო ავტომობილებით გადაადგილება ასევე, შეზღუდული იყო თერჯოლისა და სამტრედიის მუნიციპალიტეტებში, გოგნის მიმართულებით, სადაც წმინდა გიორგის სახელობის ტაძარია და ეს დღესასწაული განსაკუთრებულად აღინიშნება.

ამ დროისთვის ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში 9 პაციენტს მკურნალობენ. ადმინისტრაციის ინფორმაციით 30-მა გამოჯანმრთლებულმა პაციენტმა კლინიკა უკვე დატოვა.

ავტორი
ლიკა დევდარიანი
სააგენტო “პარალელის”
რეგიონალური კორესპონდენტი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ბრძოლა მიდის მთავარი ოპოზიციური პარტიის ტიტულისთვის🙈” – ელისო კილაძე

"ქრონიკა +"-ის მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე "ქართული ოცნების" საპატიო...

“ეს არის კადიროვის ჩეჩნეთი! კადიროვი იტაცებს ასე ხალხს, კადიროვი აწერინებს მათ ვიდეოებს, კადიროვი აშინებს...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, სასამართლო სხდომაზე კლინიკა ,,ვივამედიდან”...

“როცა სახელმწიფო მკვდარია, მდინარე მოქმედებს!” – შორენა ლობჟანიძე აითაჯ მამედოვასთან დაკავშირებულ ფაქტებზე

14 მაისს მდინარე მტკვარში გადავარდნილი ავტომობილის მგზავრების საძიებო სამუშაოების...