spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ცივილიზაციისგან გარიყვა ყველა დროში ძვირი ჯდებოდა" - ზურაბ...

“ცივილიზაციისგან გარიყვა ყველა დროში ძვირი ჯდებოდა” – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე

არაბულ ინვესტიციებთან, Eagle Hills-ის პროექტთან დაკავშირებით ზურაბ გირჩი ჯაფარიძის კონკრეტული შეკითხვები, შეფასებები, შედარებები და მინიშნებები:

ამ Eagle Hills-ის პროექტზე რა აღარ მოვისმინე ორივე მხრიდან, წამყვანი კლოუნის სარეკლამო ვიდეოსაც კი ვუყურე და მაინც მგონია, მთავარ სათქმელს არ ვამბობთ აქეთ მხრიდან გასაგებად. ალბათ მაინც იმის ბრალია, რომ სიტყვა “არაბის” ყველა ბრუნვაში ბევრჯერ ხსენებით ვიღაცებს ქოცების ბუნებრივი მხარდამჭერების მომხრობის თუ გაბრაზების იმედი აქვთ. ნეტარ არიან მორწმუნენი.

აქვე ვიტყვი, რომ თუ ვინმე კრიმინალი ან ტერორისტი არ არის, საერთოდ ვერ ვხედავ პრობლემას, რომ ამ ქვეყანაში იცხოვროს და იმუშაოს. განურჩევლად ნებისმიერი ნიშნისა, რომლებითაც ტრადიციულად ჰყოფენ ადამიანებს. მოქალაქეობის (მარტივად) მიცემის წინააღმდეგი ვარ. ჩვენ უნდა ვწყვეტდეთ ამ ქვეყანაში როგორი წესრიგი იქნება. საცხოვრებლად და სამუშაოდ რაც მეტს ენდომება ჩამოსვლა, მით უკეთესი ჩვენთვისაც და მათთვისაც. მოქალაქეობა დავუბრუნოთ ყველა იმ ყოფილ მოქალაქეს, რომელმაც ის დაკარგა იდიოტური კანონის გამო.

ასევე, 1%-თაც კი არ მჯერა, რომ არსებობს რამდენიმე ათასი მილიონერი არაბი, რომლებიც მოილტვიან საქართველოში უძრავ ქონებაში ფულის ჩასადებად. რამდენიმე ათასი კი არა, 5 რომ არსებობს, ეგეც არ მჯერა. ხუთიც ბევრია. 3 არაბი იყოს. სამიც არ მჯერა.

ზოგადად, არ მჯერა, რომ მდიდარ არაბებში, რომლებიც არ იყვნენ დაინტერესებულები საქართველოში უძრავ ქონებაში კაპიტალის დაბანდებით, როცა ეს ქვეყანა დასავლეთისკენ მიდიოდა ჩქარი ტემპით, მას შემდეგ გაჩნდა ასეთი ინტერესი, რაც ქვეყანა სრულ იზოლაციაში მოექცა. ლოგიკა არ არის ამაში. მდიდარი არაბები სულელები არ არიან.

კიდევ ერთი საკითხი, სანამ მთავარ სათქმელამდე მივალ. რატომღაც ყველა სრულ კრწანისზე ლაპარაკობს, უნიკალური ტერიტორია, იშვიათი ჭაობი, საპატრიარქო, ისა ესა. მე გონიოზე მაქვს კითხვები. გონიოს მერე არის კვარიათი, მერე სარფი, მერე თურქეთი და პატარ-პატარა თურქული დასახლებები.

სად უფრო მეტი ტერიტორიაა დეველოპმენტისთვის, გონიოში და საქართველოში ზოგადად, თუ ვთქვათ ხოფაში და თურქეთში ზოგადად?

სად უკეთესი ზღვაა, გონიოში თუ ხოფაში?
სად უკეთესი ინფრასტრუქტურაა?
სად უკეთესი მომსახურებაა?
სად უფრო ხარისხიანად (და ალბათ იაფადაც) აშენებენ?
სად უფრო მეტი შეძლებული მყიდველია (უფრო დიდი ბაზარია)?
სად მეტი კულტურული ნიშან-თვისებების თანხვედრაა?

თურქეთს აწყენს და არ უნდა 6.5 მლრდ დოლარი ინვესტიცია?

6.5 მლრდ დოლარი თუ მართლა მოგვაქვს საიდანღაც, რატომ უნდა ჩადო სარფს აქეთ და არა სარფს იქეთ?

რას უთმობენ ქოცები ვიღაცას (წარმომავლობას მნიშვნელობა არ აქვს) ისეთს, რასაც თურქები არ მისცემდნენ?

ეს არის მთავარი კითხვა. ეს გამოჩნდება იმ რაღაც ხელშეკრულებაში, რომელსაც მალავენ. ამიტომაც მალავენ.

მთავარი სათქმელი კი, რომელიც უნდა ვუთხრათ და ავუხსნათ ხალხს, არის შემდეგი:

რაც უფრო მეტად მოექცევა ქვეყანა იზოლაციაში, მით უფრო გართულდება და გაძვირდება ქვეყანაში ინვესტიციების/ფულის მოზიდვა და მით უფრო ჩვენთვის კაბალურ პირობებზე მოაწერენ ქოცები ხელს და დამალავენ.

ცივილიზაციისგან გარიყვა ყველა დროში ძვირი ჯდებოდა“, – აღნიშნავს ზურაბ გირჩი ჯაფარიძე.
წერილის გამოგზავნის თარიღი: 26.11.25წ.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ბიძინა ივანიშვილი, კახა კალაძე, პაატა სალია, ნესტან ვერულაშვილი, გიორგი არევაძე, მარიამ წულაია – ეს...

ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა თეონა ჭალიძემ, ტვ "პირველის" ეთერში, ემოციური შეფასებებით...

“კატეგორიულად მიუღებელია, რომ ვიღაცამ ზემოდან თითის დაქნევით გვესაუბროს” – კახა კალაძე ევროკავშირის რეზოლუციაზე

„ჩვენ მზად ვართ დიალოგისთვის, ის დამოკიდებულება კი კატეგორიულად მიუღებელია,...

“4 თვის წინ დაიწყო ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობის ეტაპობრივი და შესამჩნევი გაუარესება” – შოთა...

“კოალიცია ცვლილებებისთვის” და “დროას” ლიდერის ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მძიმე...

“შეეშვით წუწუნს, ნუ ელოდებით სხვა რას იზამს, ადექით და გააკეთეთ! ან ვინც აკეთებს, იმას...

იურისტი, უფლებადამცველი, არასამთავრობო ორგანიზაცია "პრევენცია პროგრესისთვის" თანადამფუძნებელი, სამოქალაქო აქტივისტი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მე დასახსნელი არა ვარ, ბიძინა ივანიშვილმა იდარდოს დახსნაზე იმ გარდაუვალი შარისგან, რაშიც გახვეულია” –...

“კოალიცია ცვლილებებისთვის” და “დროას” ლიდერი ელენე ხოშტარია, საპატიმროდან გამოგზავნილ...

“მარიამ მეყანწიშვილი არის საოცრად ძლიერი, მაგარი გოგო და უდიდესი პატრიოტი” – გიორგი ვაშაძე

სამოქალაქო აქტივისტის, მარიამ მეყანწიშვილის საქმეს ემოციური შეფასებებით ეხმაურება “ოპოზიციის...

მიხეილ სააკაშვილი: “ყოჩაღ ხაბე! აი ასეთია ნამდვილი ნაციონალი✊”

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი პოლიციელების მიერ მოყოლილ კონკრეტულ...