spot_img
მთავარიკანონი და სამართალიეთერში პროდუქტის განთავსების წესების დარღვევისთვის "ფორმულა" 7500 ლარით,...

ეთერში პროდუქტის განთავსების წესების დარღვევისთვის “ფორმულა” 7500 ლარით, ხოლო PP-ისა და სპონსორობის წესების დარღვევისთვის “ტვ პირველი” 2500 ლარით დაჯარიმდა – კომუნიკაციების კომისია

ComCom-ის მიერ განხორციელებული მედიამონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, რომ 5 და 19 ოქტომბერს, „ტვ პირველის“ გადაცემაში „ოჯახის ექიმი“, ხოლო 11, 12, 18 და 19 ოქტომბერს „ფორმულას“ გადაცემაში „ყოველდღე“ გამოვლინდა სარეკლამო კომუნიკაციის წესების დარღვევები, მათ შორის, პროდუქტებს მიენიჭათ გადაჭარბებული მნიშვნელობა და პროდუქტის განთავსებამ გადაცემის შინაარსზე გავლენა მოახდინა. ამასთან, გაჟღერდა ინფორმაცია პროდუქტის ხელმისაწვდომობის შესახებ. დამატებით, “ფორმულას“ პროგრამაში გაკეთდა პროდუქტის შეძენისკენ მოწოდებები.

გარდა ამისა, „ტვ პირველის“ შემთხვევაში, დარღვეულია სპონსორზე მითითების წესებიც, რადგან სპონსორზე მითითება შეიცავდა, მათ შორის, სარეკლამო შეტყობინებას, რაც „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და კომისიის 2016 წლის 14 იანვრის №1 დადგენილებით დამტკიცებული „სპონსორზე მითითების სახელმძღვანელო რეკომენდაციების“ მოთხოვნებს ეწინააღმდეგება.

სარეკლამო კომუნიკაციის დარღვევით განთავსება მაყურებლის ინტერესების უხეში დარღვევაა, ვინაიდან აღნიშნულმა, შესაძლოა, მათ გადაწყვეტილებებზე გავლენა მოახდინოს. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ მაუწყებელმა დაიცვას საქართველოს კანონით განსაზღვრული წესები, რათა არ დაარღვიოს მაყურებლის უფლებები და არ მოახდინოს პროგრამის შინაარსზე გავლენა, რაც, თავის მხრივ, მედია პროდუქტის ხარისხს აუარესებს.

გამომდინარე იქიდან, რომ „ტვ პირველს“ ანალოგიური დარღვევისთვის მიმდინარე წელს წერილობითი გაფრთხილება მიღებული ჰქონდა, ComCom-მა მაუწყებელი 2500 ლარით დააჯარიმა. „ფორმულას“ კი წერილობით გაფრთხილებასთან ერთად, ანალოგიური დარღვევისთვის 2500 ლარიანი ჯარიმა უკვე მიღებული ჰქონდა, შესაბამისად, კანონდარღვევისთვის ComCom-მა მაუწყებელი 7500 ლარით დააჯარიმა.

ინფორმაციას კომუნიკაციების კომისიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ვერ გავარკვიე ამ ბოდვითი დიარეის მოსმენის მიზანი რა არის – პროკურატურა იზიარებს ამ ყველაფერს...

“ოპოზიციის ალიანსის” ერთერთი ლიდერი, “გირჩი – მეტი თავისუფლების” თავმჯდომარე ზურაბ...

“ტყეში დამარხული იარაღი კი არა, ბაზალეთის ტბაში რომ აკვანია, ისიც ახალაიების დამარხულია” – ლელა...

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, ე.წ. "ტყეში დამარხული იარაღის" საქმეზე გამართულ...

“კონკრეტული ადამიანების მიერ ქვეყნის წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯებს შესაბამისი უწყებების მხრიდან რეაგირება აუცილებლად მოჰყვება” –...

„ქვეყანაში მრავლად არიან წარმოდგენილნი ადამიანები, რომლებიც გარე ძალებს ემსახურებიან“,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ასე მოჰყავს “ქოცნებას” ნელ-ნელა მიშას პოლიტიკური გამარჯვება, ისე რომ მიშას ახალი ლოზუნგების გამოგონებაც არ...

სოციოლოგი, ფილოსოფოსი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გიგი თევზაძე კონკრეტულ...

“ვერ გავარკვიე ამ ბოდვითი დიარეის მოსმენის მიზანი რა არის – პროკურატურა იზიარებს ამ ყველაფერს...

“ოპოზიციის ალიანსის” ერთერთი ლიდერი, “გირჩი – მეტი თავისუფლების” თავმჯდომარე ზურაბ...

“ამ დროისთვის, მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია” – მაია მუმლაძე მურთაზ ზოდელავაზე

ე.წ. "4 ოქტომბრის საქმეზე" მსჯავრდებული მურთაზ ზოდელავა, ჯანმრთელობის მდგომარეობის...

“მინდა წინასწარ განვაცხადო, რომ თუ შეგხვდებათ ვიდეო, აუდიო ან რაიმე სხვა სახის ჩანაწერი, რომელშიც...

“კოალიცია ცვლილებებისთვის” და “დროას” ლიდერი ელენე ხოშტარია, "კლინიკა ვივამედიდან"...