spot_img
მთავარიინტერვიუ"ორგანიზაცია ეს არის ცოცხალი ორგანიზმი - კომუნიკაცია ადამიანებს...

“ორგანიზაცია ეს არის ცოცხალი ორგანიზმი – კომუნიკაცია ადამიანებს შორის არ შეიძლება იყოს გაუგებარი” – ლაშა დარბაისელი

ტრენერი, ლაშა დარბაისელი სააგენტო ,,პარალელთან“ ინტერვიუში საუბრობს ორგანიზაციული კომუნიკაციის მნიშვნელობაზე ქართულ კომპანიებსა თუ ორგანიზაციებში:

  • რას ფიქრობთ ორგანიზაციული კომუნიკაციის განვითარებაზე და დღევანდელ კომპანიებში რა გამოწვევებს ვაწყდებით?

– ორგანიზაციული კომუნიკაცია აირს უმნიშვნელოვანესი ნებისმიერ კომპანიასა თუ ორგანიზაციაში. ჩვენდა სამწუხაროდ, დიდი ხანი არ არის, რაც საქართველოში მნიშვნელოოვანი გახდა ორგანიზაციის სწორი მართვა. ზოგადად, ცივილიზებულ საყაროსა და განვითარებულ ქვეყნებში ორგანიზაცია, ეს არის ცოცხალი ორგანიზმი.
ორგანიზაცია ან კომპანია არ შეიძლება აღიქვას, ისე როგორც აქამდე ხდებოდა – ,,მე ვარ კომპანიის ხელმძღვანელი და მაქვს ყველაფრის უფლება“, ასევე, ,,მე ვარ დაქირავებული თანამშრომელი და მე ყველაფერი მევალება“ ან თუ კომპანიისთვის მნიშვნელოვანი და საყრდენი თანამშრომელი ვარ, ,,ყველაფერი ჩემი ინტერესებიდან გამომდინარე უნდა იყოს“, – ეს ასე არ არის.
კომპანიის ინტერესი და შემდგომ მისი კომუნიკაცია არ უნდა მოდიოდეს მხოლოდ ერთი ადამიანისგან, ეს არის ხალხთა ერთობლიობა, თითოეულ მათგანს აქვს თავისი მიზანი და ამ მიზნისკენ მიმავალ გზაზე აუცილებლად მნიშვნელოვანია სწორი კომუნიკაცია.

  • რა იგულისხმება სწორ კომუნიკაციაში?

– მე გეტყვით, რა არის არასწორი კომუნიკაცია – როდესაც შენი კომპანიის ინტერესებს სწორად ვერ დაიცავ კომპანიის გარეთ. არასწორი კომუნიკაციაა ასევე, როდესაც შიგნით კომპანიაში, პიროვნულ მოწონება ან არ მოწონებაზე გადის ზღვარი.
ჩვენ ვცდილობთ, სტერეოტიპების დამსხვრევას, რომელიც დღევანდელობაში ყოველდღიურად გვხვდება. კომუნიკაცია ადამიანებს შორის არ შეიძლება იყოს გაუგებარი. ასევე, არანაირი კონფლიქტი არ შეიძლება იყოს ადამიანებს შორის. ნებისმიერი კონფლიქტი არასწორი კომუნიკაციიის შედეგია.

  • რატომ უნდა იფიქრონ კომპანიებმა გუნდის გადამზადებაზე ორგანიზაციული კომუნიკაციის კუთხით?

– არ მგონია და არ ვფიქრობ, რომ საქართველოში არსებულ უმეტეს კომპანიაში ყველა საფეხურზე ხდება კომუნიკაცია სწორად. ეს რომ ასე ხდებოდეს ყველგან, მაშინ საქართველოში არსებული კომპანიების დიდი ნაწილი უნდა იყოს გასული მსოფლიო ბაზარზე თავისი მიმართულებით. ჩვენ გვჭირდება ვაღიაროთ, რომ გვჭირდება მეტის შესწავლა, შეიძლება იყო ძალიან კარგი ან საუკეთესო, თუმცა, მსოფლიო ყოველ წუთას იცვლება ადამიანების მოთხოვნების შესაბამისად, ანუ ჩვენი ვალია, ამ ყველაფერს არ ჩამოვრჩეთ და ფეხი ავუწყოთ. სწავლა და ახალი ინფორმაციის შეძენა რომ სწორად გამოიყენო ყოველდღიურ ცხოვრებაში, პრაქტიკაში არასდროსაა დაგვიანებული, პირიქით, ყოველთვის საჭიროა ადამიანებმა ყოველდღიურად რაღაც ახალი შევიძინოთ და ვისწავლოთ, რადგანაც ადამიანის მთელი ცხოვრებაც ხომ ეს არის, რომ განვითარდეს, ახალი ინფორმაციით მოახდინოს ერთი ან სხვადასხვა თემის შესწავლა, ახლის ძიება და გამოკვლევა.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“თქვენ გენაცვალეთ “თავისუფალი სუნთქვის” ბრძოლაში გამარჯვებულებო” – ეკა ხერხეულიძე

"ქართული ოცნების" ყოფილ ლიდერებს, წევრებს კონკრეტული მინიშნებებით მიმართავს ყოფილი...

“მართლმსაჯულება იქცა ივანიშვილის სარდაფად. ესაა ადამიანების გატაცება საზოგადოებრივი სივრციდან” – ვახო სანაია

ჟურნალისტი ვახო სანაია სასამართლო-სამართლებრივი სისტემის კონკრეტულ სქემაზე საუბრობს: "რა პრაქტიკა...

“დიდი სირცხვილია, როცა ათი ერთს ცემს, მაგრამ კიდევ უფრო დიდი სირცხვილია, როცა ათასი ამ...

გორში მომხდარ ფაქტს, რა დროსაც პოლიციელები ძალადობდნენ მოქალაქეებზე, ემოციური...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“არა ჯეელო, ეგ მხოლოდ შენი საქმე არ არის. ეს ყველას საქმეა, თითოეული მოქალაქის” –...

გორში, სამართალდამცავების მხრიდან აპოლონ (პაპუნა) ლოცულაშვილზე მომხდარი ძალადობიდან რამდენიმე...

“ვინ ხართ, როგორ ბედავთ და ვის უბედავთ ამდენს? მხოლოდ საჯდომი რომ გიჩქროლებთ გულს, იწვევს...

გორში მომხდარ, პოლიციელების მხრიდან ძალადობის ფაქტთან მიმართებით მმართველი გუნდის...

“სიძულვილს რომ მინიტორინგი შველოდეს, ქვეყნად უკეთურება არ იქნებოდა” – ლელა ჯეჯელავა

შსს-ში შექმნილი სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის ახალი სამმართველო საქმიანობის...