spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ამ სისასტიკისგან განადგურებული მე, იმ დღეს, სანამ საპატიმროს...

“ამ სისასტიკისგან განადგურებული მე, იმ დღეს, სანამ საპატიმროს დავტოვებდი, მტვერს მოვხვეტდი და მტვერსაც წამოვიღებდი არამცთუ მაცივარსა და ტელევიზორს!” – ნანა მოლაშვილი

სამოქალაქო აქტივისტი, “სამოქალაქო ინიციატივის” და “ცოდნის კაფეს” თანადამფუძნებელი, ქეთი მოლაშვილი, სოციალურ ქსელში ემოციური პოსტით ეხმაურება საპროტესტო აქციებზე დაკავებული ომარ ოკრიბელაშვილისა და საბა მეფარიშვილის პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ ციხიდან საკუთარი ელექტროტექნიკის გამოტანის თემაზე დაწყებულ პოლემიკას.
გამოქვეყნებულ პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

მე რომ დავეჭირე
400 ლარიან ჯებირის დაზიანებაზე,
ჯგუფურ ძალადობას რომ
მომდავებოდნენ,
როცა არავინ მეცნობებოდა ჯგუფიდან;
მე რომ დამენახა ფეხისგულებდამწვარი დედა როგორ ესწრება ჩემს სხდომებს და როგორ ტირის;
მე რომ მეცოდინებოდა,
რომ ოჯახის ერთადერთი მარჩენალი მე ვარ
და რომ დამიჭირეს 400 ლარიანი ზიანის გამო, წელიწადნახევარი მომისაჯეს;
მე რომ გამეაზრებინა, რომ ჩემი ადვოკატი რომელიც მყავდა,
რომელიც ამ რეჟიმმა შემომტენა,
საპროცესო გამიფორმა, გახვალო და მომატყუა!
შეწყალებაზე მიმართე პრეზიდენტს, გაგიშვებსო,
მიმამართინა და მომატყუა!
მერე რომ გამეგო, რომ ნანა კაკაბაძესთან და ვატო შაქარაშვილთან ერთად ყოფილა ეს ჩემი ადვოკატი და რეჟიმთან ერთად მომატყუეს,
ჯერ არაფრის გამო დამიჭირეს,
მერე ხალხი გამინაწყენეს,
იდეაში არ მოვიქეცი კარგად,
რომ გავბრიყვდი და შეწყალებაზე მივმართე მ.ყაველაშვილს,
მაგრამ
ამ სისასტიკისგან განადგურებული მე,
იმ დღეს, სანამ საპატიმროს დავტოვებდი,
მტვერს მოვხვეტდი და მტვერსაც წამოვიღებდი
არამცთუ მაცივარსა და ტელევიზორს!
გამოვიდოდი და ყოველ მეორე სიტყვაში,
ამბებს მოვყვებოდი როგორ მომატყუა ადვოკატმა და რეჟიმმა,
ეს ტელევიზორი და მაცივარი, ჭირის დღესავით შემეზიზღებოდა,
დანახვა არ მომინდებოდა,
მაგრამ არ დავუტოვებდი
რეჟიმს, იმ რეჟიმს,
რეომელმაც გამაწამა,
არაფრის გამო დამიჭირა,
დედა ამიტირა,
მამა ამიტირა,
ოჯახი გამიუბედურა!
არცერთი წამით!
არცერთი წამით არ დავუტოვებდი
ამ დამპალი რუსული იმპერიის ნამცეცებს,
ერთ მუჭა პურის ნამცეცებსაც კი!
გამოვიტანდი და ბეღურებს ვაჭმევდი და დამპალი რუსულ იმპერიის შთამომავლებს,
არაფერს დავუტოვებდი!
ამ მაცივარსაც და ტელევიზორსაც ვაჩუქებდი ვინმე გაჭირვებულს,
მე რომ არასდროს დამენახა,
მაგრამ ვინმე რომ გამეხარებინა
და არასდროს დავუტოვებდი
რუსული რეჟიმის ქართულ ციხეს,
რომელიც ვალდებულია რომ ტელევიზორიც და მაცივარიც შიგნით დაეხვედრებინა,
მაგრამ თავად ოქროს ზოდები მოიხვეჭეს,
საპატიმროებში კი ვინტილატორებიც არაა და არსებობა ჭირს!
(აქვე, იიი ნაცების დროს ციხეები უარესი იყოო, არავინ დამიწეროს, ვიცი! ამიტომ ვიდექი თვეობით ქუჩაში და გაციმბირებით გვემუქრებოდნენ ოჯახს მათ წინააღმდეგ რომ ვიბრძოდით და ნაცი რომ წასულიყო, მაგას ვებრძოდით და კი მივიღეთ რუსი სანაცვლოდ!).
ჰოდა გაუმარჯოს იმ ამბავს,
მტვერსაც რომ არ უტოვებ
დამპალ რუსულ იმპერიას!
საწყენია ის ამბავი,
რომ ყაველას მიმართეს შეწყალებაზე,
მაგრამ ხალხო,
ქოცი და მითუმეტეს დიდქოცი
რა ნამუსით წერს,
ტელევიზორი და მაცივარი რატომ მიაქვთო?!
შვეიცარიას გადავასწარით ეკონომიკური აღმავლობითო
და ციხეში ელემენტარული მაცივარი რატო არაა?!
და ეს ქურდული მენტალიტეტი,
რომ
იი ციხიდან რომ გადიან,
ძმა, ყველაფერს იქ ტოვებდნენ მისდღეში ეს ქურდები და კრიმინალები და
ესენი ვინ არიან ტოო” აი ეს ქურდული მენტალიტეტი,
საიდან?!
ჯერ ერთი, ესენი ქურდები და კრიმინალები არ არიან!
მოქალაქეები არიან საკუთარი პროტესტით
და მერეც მეორე,
ასე უნდა ავაშენოთ ქვეყანა?!
უნდა რცხვენოდეთ,
13 წლის თავზე,
ტელევიზორი რომ არაა საკნებში,
რა ქურდული და მოძველბიჭო პოსტების წერა?!
და ჰო,
მე რომ ვყოფილიყავი მათ ადგილას,
სიმბოლურად იმ დილას, რა დილასაც უნდა გამოვეშვი ციხიდან,
მართლა მოვხვეტდი მტვერს
და იმასაც კი გამოვიტანდი,
არაფერი რომ დამეტოვებინა
დამპალი რუსული იმპერიის ციხისთვის!
#თავისუფლებარეჟიმისტყვეებს #გავიმარჯვებთსახელოვნად #დიდიქოციანობისბნელიწლები“, – წერს ქეთი მოლაშვილი.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“პოლიტიკური ბოროტება ყოველთვის რეპრესიით, ტანკით ან ციხით არ იწყება. ხშირად ის იწყება ტყუილით –...

ჯეიმს ჯეი კარაფანოს ("ჰერიტიჯის ფონდის“ პრეზიდენტის უფროსი მრჩევლი) ინტერვიუს...

“ზარქუამ, არანაირი უკანდახევა არ იქნებაო… მართლაც უპრეცედენტო გმირობაა მისი მხრიდან!” –

ირაკლი ზარქუას პოზიციას, ევროპარლამენტის მიერ საქართველოს ხელისუფლებასთან მიმართებით მიღებულ...

“პარტიებმაც და მეტწილად პარტიულმა პოლიტიკოსებმა კარგა ხანია დაკარგეს რაიმე შინაარსობრივი ინტერესი და შერჩათ მხოლოდ...

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მარიამ მეყანწიშვილი არის საოცრად ძლიერი, მაგარი გოგო და უდიდესი პატრიოტი” – გიორგი ვაშაძე

სამოქალაქო აქტივისტის, მარიამ მეყანწიშვილის საქმეს ემოციური შეფასებებით ეხმაურება “ოპოზიციის...

“ელენე ხოშტარიას ტუსაღობა ერთდროულად არის სირცხვილიც, ამორალურიც და დანაშაულიც” – გოჩა მირცხულავა

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა მწვავე პოზიციას აფიქსირებს “კოალიცია ცვლილებებისთვის” და...

“მე დასახსნელი არა ვარ, ბიძინა ივანიშვილმა იდარდოს დახსნაზე იმ გარდაუვალი შარისგან, რაშიც გახვეულია” –...

“კოალიცია ცვლილებებისთვის” და “დროას” ლიდერი ელენე ხოშტარია, საპატიმროდან გამოგზავნილ...

“შეეშვით წუწუნს, ნუ ელოდებით სხვა რას იზამს, ადექით და გააკეთეთ! ან ვინც აკეთებს, იმას...

იურისტი, უფლებადამცველი, არასამთავრობო ორგანიზაცია "პრევენცია პროგრესისთვის" თანადამფუძნებელი, სამოქალაქო აქტივისტი...