სამშაბათი, აპრილი 29, 2025
5.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიკანონი და სამართალიშეღავათებზე არასწორი ინფორმაციის მოწოდების შემთხვევაში კომპანიები აღნიშნული შეღავათის...

შეღავათებზე არასწორი ინფორმაციის მოწოდების შემთხვევაში კომპანიები აღნიშნული შეღავათის ორმაგი ოდენობით დაჯარიმდებიან – ივანე მაჭავარიანი

საგადასახადო კოდექსში ჩვენ მიერ ინიცირებულია ნორმა, რომელიც კომპანიებს ავალდებულებს დაწესებული შეღავათების მისაღებად, შესაბამის ორგანოებს სწორი ინფორმაცია მიაწოდონ, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე, რომელზეც მან საგადასახადო კოდექსში ცვლილებების პროექტი წარადგინა.

მისი განცხადებით, ცვლილებები შეეხება საშემოსავლო გადასახადის ე.წ. სუბსიდირებას, რომლის მიზანია, დამსაქმებლებს შეუმცირდეთ ყოველთვიური ხარჯები და ჰქონდეთ შესაძლებლობა, მაქსიმალურად მეტი სამუშაო ადგილი შეინარჩუნონ და დაქირავებულ პირებს აუნაზღაურონ მათი ხელფასები.

ჩვენ ერთი მხრივ, გვექნება შეღავათი საშემოსავლო გადასახადზე კომპანიებისთვის და მეორე მხრივ, გვექნება, ასევე, ექვსი თვის განმავლობაში, ჯამში, 1200 ლარის დახმარება ადამიანებზე, რომლებიც ოფიციალურად იყვნენ დასაქმებულები და დროებით არიან უხელფასო შვებულებაში ან უბრალოდ ვერ იღებენ ხელფასს ამ პერიოდის განმავლობაში. ორივე შემთხვევაში, ჩვენ საგადასახადო კოდექსში ვამატებთ ნორმას, რომლის მიხედვითაც, კომპანიებს სწორი ინფორმაციის წარდგენის ვალდებულება ეკისრებათ. თუ ისინი არასწორად მოგვაწვდიან ინფორმაციას, ამ შემთხვევაში, აღნიშნული შეღავათის ორმაგი ოდენობით დაჯარიმდებიან. ეს მიზნად ისახავს იმას, რომ თავიდან ავირიდოთ არასწორი, მცდარი მონაცემების მოწოდება და პასუხისმგებლობა გადანაწილდეს გადამხდელზეც“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა.

როგორც მან აღნიშნა, საგადასახადო კოდექსში ცვლილებებთან ერთად, ინიცირებულია საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი, რომელიც შეეხება მიზობრივი ჯგუფებისთვის მომზადებულ საკომპენსაციო პაკეტს.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“როცა შეუძლია, რომ პატიმრის ოჯახზე ილაპარაკოს ისე, როგორც ილაპარაკეს, ეს არის არაკაცობა და მეტი...

საპროტესტო აქციებზე დაკავებულების სასამართლო პროცესი გაიმართა. პროცესზე სიტყვით გამოსვლისას...

გიორგი ვაშაძე: “ვიცი, რომ სიმართლის მხარეს ვდგავარ”

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე განცხადებას ავრცელებს მის სასამართლო...

“რუსთაველის გამზირზე დგომა ჩემი კონსტიტუციური უფლებაა. პრინციპული პოზიციაა, რომ არ გადავიხდი ამ ჯარიმებს” –...

“იმის თქმა, რომ ანწუხელიძე გმირია, საქართველოში არიან პოლიტპატიმრები, საქართველოს...

“ნანუკა ჟორჟოლიანი მათთვის საფრთხეა იმიტომ რომ ხმამაღლა ამბობს სიმართლეს და ხალხის მხარეს დგას”...

სხვადასხვა ფონდების ხელმძღვანელების სახლებში დილიდან პროკურატურის წარმომადგენლები შევიდნენ და...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მოემზადეთ, წინ პროკურატურის გრძელი დერეფნებია…” – ლალი მოროშკინა

რამდენიმე საკითხთან დაკავშირებით კონკრეტულ პოზიციას აფიქსირებს და თავის მოსაზრებას...

ირაკლი ღარიბაშვილის “წასვლა” პოლიტიკიდან დაახლოებით იგივე ამბავია ბიძინა რომ “მიდიოდა” – დავით ზურაბიშვილი

პოლიტიკის ექსპერტის, დავით ზურაბიშვილის პოზიცია-შეფასება ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკიდან წასვლასთან...

“ირაკლი ღარიბაშვილს რომ თავმოყვარეობა არ აქვს ეს არაერთხელ დამტკიცდა” – თინა ბოკუჩავა

“ირაკლი ღარიბაშვილს რომ თავმოყვარეობა არ აქვს ეს არაერთხელ დამტკიცდა,...