spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"პოლიციელი მაშინ არის სამართლიანი, როცა სახელმწიფოა სამართლიანი, უსამართლო...

“პოლიციელი მაშინ არის სამართლიანი, როცა სახელმწიფოა სამართლიანი, უსამართლო სახელმწიფოში კი მილიცია დანაშაულის თანამონაწილეა, ხოლო ქაოსის დროს – ისეთივე დაბნეული და დამფრთხალი…” – ლაშა ბუღაძე

ქართველი მწერალი, დრამატურგი, ლაშა ბუღაძე, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში, ცალკეულ ფაქტებს იხსენებს, შედარებას ახდენს და კონკრეტულ დასკვნებს აკეთებს  სხვადასხვა ეპოქის ქართველ სამართალდამცავებთან დაკავშირებით:

რაც უფრო მეტად ვაკვირდები “სამართალდამცავების” ქცევას და ვიხსენებ რა 9 აპრილის ქრონიკებს, ვრწმუნდები, რომ საბჭოთა ქართული მილიციის მოქმედება იმ ღამით – ხალხის დახმარებას რომ ცდილობდნენ ალაგ-ალაგ – უმეტესწილად გამოწვეული იყო არა მათი ადამიანურობით და ქართველობით, არამედ იმით, რომ უბრალოდ არ ჰქონდათ მკაფიო ბრძანება, რა ექნათ, რადგან ცეკას მდივან პატიაშვილიან – შსს მინისტრ გორგოძეიანად ყველა დისფუნქციური იყო უკვე… აღარც სახელმწიფო იყო და აღარც გამოკვეთილი უფროსი საუფროსო ბრძანებებით, თორემ ასეთი რომ ყოფილიყო, ეჭვი არ მეპარება, წაეხმარებოდნენ კიდეც რუსებს.

ის რომ ვიღაც ხელს არ სწევს მოქალაქეზე, გამონაკლისია და არა ნორმა. მათი საქციელის რომანტიზებაც ხალხის პოლიტიკურ-ეროვნული სურვილი იყო და არა რეალობა.

პოლიციელი მაშინ არის სამართლიანი, როცა სახელმწიფოა სამართლიანი, უსამართლო სახელმწიფოში კი მილიცია დანაშაულის თანამონაწილეა, ხოლო ქაოსის დროს – ისეთივე დაბნეული და დამფრთხალი, როგორიც იმ დღეს ვნახეთ, მანქანამ რომ დაარტყა სკოლის მოსწავლეების აქციაზე და რეაქციაც რომ ვერ მისცა… ისევ პირბადეებს რომ დაერია მეორე დღეს, რახან ბრძანება პირბადეების დევნაა და არა დამნაშავის“, – აცხადებს ლაშა ბუღაძე.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ალბათ როგორი ამაყია ახლა პაატა ციხეში, როცა მისი შვილი ამხელა წარმატებას აღწევს” – გიორგი...

"სტრატეგია ამაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერის, პატიმრობაში მყოფი პაატა მანჯგალაძის შვილების...

“ხუხაშვილს საკუთარი სიმართლით სიარული ვუსურვე და მწყევლისო, კივის” – თამარ ჩერგოლეიშვილი

"მაგ სიმართლით იარე..." - ლოცვა თუ წყევლა? თამარ ჩერგოლეიშვილის...

“ბარე ორი გამოცდილი პოლიტიკოსი ვერ გაბედავდა და გააკეთებდა იმას, რაც შენ დღეს შეძელი” –...

ცოტნე ივანიშვილის მიერ, "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის ერთ-ერთ ღონისძიებაზე...

“პრემიერის” აქტით გენერალ-მაიორად შერაცხული გაუყენეს რუსული ხომალდის გზას” – ნიკა გვარამია

მმართველ გუნდში განხორციელებილ საკადრო ცვლილებების გამომწვევ სკანდალურ მიზეზებზე აკეთებს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მე არ მაქვს სააკაშვილის კომპლექსი, არც მისი პოზიტიურად ხსენება მერიდება” – არჩილ გამზარდია

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია საქართველოს მე-3 პრეზიდენტ...

“ალბათ როგორი ამაყია ახლა პაატა ციხეში, როცა მისი შვილი ამხელა წარმატებას აღწევს” – გიორგი...

"სტრატეგია ამაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერის, პატიმრობაში მყოფი პაატა მანჯგალაძის შვილების...

“თუ ჩემი მეუღლის ელისოს პატიმრობა შევარჩიოთ ვინმეს…” – გრიგოლ ხარშილაძე

სოციალურ ქსელში გამოჩნდა პატიმრობაში მყოფ "ქრონიკა +"-ს დამფუძნებლის, ელისო...

“ლევან ხაბეიშვილი არის ნამდვილი სახალხო ლიდერი, უწესიერესი და უკომპრომისო მებრძოლი” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი განსაკუთრებით პოზიტიურ შეფასებებს აკეთებს...