spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"არ მჯეროდა, რომ კაცს, რომელიც მთასავით ძლიერი და...

“არ მჯეროდა, რომ კაცს, რომელიც მთასავით ძლიერი და შეუპოვარი იყო, რამე მოერია” – თამარ ბელქანია გია ხარჩილავაზე

წალენჯიხის მერის ყოფილი მოადგილე, თამარ ბელქანია ემოციურად იხსენებს მუნივიპალიტეტის ყოფილი მერთან, ერთი წლის წინ მოულოდნელად გარდაცვლილ გია ხარჩილავასთან დაკავშირებულ ისტორიებს, ფაქტებს:

პარასკევი იყო.
ახალი გეგმები განვიხილეთ და ექვს საათზე ერთმანეთს დავემშვიდობეთ. ის წალენჯიხაში დარჩა მე თბილისში წამოვედი.

მთელი გზა ვსაუბრობდით.
სახლში მოსულზეც გვიანობამდე ვსაუბრობდით.

დილის ხუთ საათზე მეგობარმა დამირეკე – გია გარდაიცვალაო.
… სამ საათში ჩავედი წალენჯიხაში
არ მჯეროდა, რომ კაცს, რომელიც მთასავით ძლიერი და შეუპოვარი იყო, რამე მოერია.

ბოლო ოთხი წელი ერთად, გვერდიგვერდ ვმუშაობდით, პრაქტიკულად შესვენების გარეშე.

მისი ხიბლი მის განათლებასა და სიახლის მიმღებლობაში იყო. იყო ყველგან სადაც მდინარე, ზღვა და ოკეანე სერავს ქვეყნებს და იცოდა, რომ შეუძლებელი არაფერია! რომ გამარჯვება #შეუგუებლობას მოაქვს და რომ ადამიანი სიღრმით ფასდება.

იყო პირველი #კოალიციური მუნიციპალიტეტის მერი, ხარობდა ყოველი ახალი წამოწყებით თუ უკვე შემდგარი საქმით.

არ ეზარებოდა სიცოცხლე – ძალიან უყვარდა პოეზია. საუბრობდა ხმამაღლა ემოციურად და მის ხმაში მუდამ იყო სიმტკიცე – გადამდები სიმტკიცე.

არ იყო მორჩილი და ალბათ ეს იყო მისი აქილევსის ქუსლი. მისი თვითმყოფადობა მასზე მეტი აღმოჩნდა.

გასული წლის 2 ნოემბერს გია ხარჩილავა გარდაიცვლა.

წელიწადი გავიდა თუმცა ის დარჩება ისტორიას, როგორც ერთადერთი გამარჯვებული მერი მთელს საქართველოში, ვისთვისაც მთავარი იყო მამული, ენა, სარწმუნოება.
კოალიცია, როგორც მონაპოვარი და პრეცედენტი შედგა“, – წერს თამარ ბელქანია ფეისბუქის პირად გვერდზე.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“მოკლედ, 2 წელი დაგვრჩა არჩევნებამდე და ერთი ნამდვილად ვიცი… რაღაც ძალიან დიდი გადატვირთვა გვჭირდება!...

ჟურნალისტი, ლექტორი, სამოქალაქო აქტივისტი ნინია კაკაბაძე, თავის საარჩევნო პოზიცია-სტრატეგიას...

მიხეილ სააკაშვილი: “ყოჩაღ ხაბე! აი ასეთია ნამდვილი ნაციონალი✊”

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი პოლიციელების მიერ მოყოლილ კონკრეტულ...

“სამარცხვინოა, პირველ რიგში, ქართველი კაცების დუმილი და კიდევ “ქოცობა” – ნიკა გვარამია

“ოპოზიციის ალიანსის” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია...

“მე დასახსნელი არა ვარ, ბიძინა ივანიშვილმა იდარდოს დახსნაზე იმ გარდაუვალი შარისგან, რაშიც გახვეულია” –...

“კოალიცია ცვლილებებისთვის” და “დროას” ლიდერი ელენე ხოშტარია, საპატიმროდან გამოგზავნილ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მიშა და დემოკრატიული მმართველობა შეუთავსებელია. სასულთნოა. სასულთნოც შეიძლება მოსწონდეს ვიღაცას” – ანა დოლიძე

პარტია "ხალხისთვის" თავმჯდომარე, ანა დოლიძე "ნაციონალურ მოძრაობაში" მიმდინარე პროცესებს...

“მარიამ მეყანწიშვილი არის საოცრად ძლიერი, მაგარი გოგო და უდიდესი პატრიოტი” – გიორგი ვაშაძე

სამოქალაქო აქტივისტის, მარიამ მეყანწიშვილის საქმეს ემოციური შეფასებებით ეხმაურება “ოპოზიციის...

“ამ დიქტატურის დამარცხება შესაძლებელზე მეტად ადვილია” – მიხეილ სააკაშვილი

"მოვქოქოთ ეს ბრძოლა და ჩამოვშალოთ დიქტატურა", - მიმართავს საზოგადოებას...

“სამარცხვინოა, პირველ რიგში, ქართველი კაცების დუმილი და კიდევ “ქოცობა” – ნიკა გვარამია

“ოპოზიციის ალიანსის” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია...

“ვინც არ უნდა გახდეს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, უკრაინისადმი დამოკიდებულება არ შეიცვლება. ასეთი ჯანსაღია ამ...

პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, რომან გოცირიძე დიდ ბრიტანეთში პრემიერ-მინისტრის ცვლილებას...