spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ყველას გახსოვთ, როგორ მწვავედ დავუპირისპირდი ბურჯანაძეს, მუდამ ვამხელდი...

“ყველას გახსოვთ, როგორ მწვავედ დავუპირისპირდი ბურჯანაძეს, მუდამ ვამხელდი მის ღიად ღალატს და ვახსენებდი საზოგადოებას მის შავრაზმულ ღალატს საქართველოს წინააღმდეგ” – თაკო ჩარკვიანი

ბელარუსში, პრეზიდენტ ლუკაშენკოსთან ნინო ნურჯანაძის შეხვედრას მწვავე პოლიტიკური შეფასებებით ეხმაურება, პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, თაკო ჩარკვიანი და კონკრეტულ მინიშნებებს აკეთებს ხელისუფლების და ოპოზიციის მიმართ:

ყურადღება! ყველას გახსოვთ, როგორ მწვავედ დავუპირისპირდი ბურჯანაძეს, მუდამ ვამხელდი მის ღიად ღალატს და ვახსენებდი საზოგადოებას მის შავრაზმულ ღალატს საქართველოს წინააღმდეგ. მაშინ ზოგიერთი მეუბნებოდა “ვიცით რომ მოღალატეა, მაგრამ ეგ უკვე გვამია პოლიტიკურიო” და მერე, ეს “პოლიტგვამი” ოპოზიციამ მაგიდასთან დაისვა ბოკერიას და მელიას ძალისხმევით “გაცოცხლების” მცდელობით. ახლა ხომ ხვდებით რატომაც? ვის რაში და რატომ სჭირდებოდა ოპოს მაგიდასთან პუტინის “პოლიტგვამი”?!

ხომ ზუსტ ინფორმაციას გაწვდით ხოლმე ჩემო მეგობრებო, ჰოდა ახლა გეუბნებით, არ არსებობს “ეფესბეს პოლიტგვამი”, რაოდენ “გვამიც” არ უნდა იყოს პოლიტიკურად გახრწნილი, “ასამყრალებლად” მუდამ იყენებს ყველას რუსეთი, მართალია შემცირებულია “პოლიტგვამების” კადრი, მაგრამ სხვა რა დარჩათ?!

ახლა იქნებ გაახსენდეს ზოგიერთ “მაღალჩინოსანს” და ოლიგარქს ჩემი გაფრთხილება (უეჭველად ახსოვთ), აბა ახლა როგორ ხართ, ხომ გეუბნებოდით პუტინს თქვენს გარდა “სხვებიც” ჰყავს უკვე აპრობირებული ღალატით თქო, მხოლოდ თქვენ არ გენდობათ თქო, გითხარით თუ არა?!

ჰოდა, ახლა, ის დროა იფიქროთ, ივანიშვილმაც და ივანიშვილის კარზეც, რადგან თქვენზე უფრო სანდო კადრიც მოიძებნება პუტინისთვის, დიდი ღალატისთვის რომ არის მზად მუდამ და წლებია, მაგალითად 1989 წელს 8 აპრილს რუსის ჯარის შემომყვანი ნ.ფოფხაძის “კადრი”.😂

ჯერ კიდევ როდის ვთქვი ხომ გახსოვთ?! ამოჩემებული კი არ მყავდა ვინმე, ან მათთვის კი არ ვარ მოცლილი კაცო😊🧐, ნაღდს ვამბობ, ნამდვილს, რადგან პუტინის კადრს (ნარჩენიც და “გვამიც” რომ იყოს) უკიდურესად საშიშად მივიჩნევ ჩემი პატარა და გაწვალებული ქვეყნისთვის.

ალო? ე მანდ “ხელისუფლებაში”როგორ ხართ, როგორ?!
არ ვიტყვი მე ისე არაფერს “პაივცემულებო”!
“ასეა ეს მუშნი”!!!” – წერს თაკო ჩარკვიანი ფეისბუქის პირად გვერდზე.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ვინც არ უნდა გახდეს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, უკრაინისადმი დამოკიდებულება არ შეიცვლება. ასეთი ჯანსაღია ამ...

პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, რომან გოცირიძე დიდ ბრიტანეთში პრემიერ-მინისტრის ცვლილებას...

“შეეშვით წუწუნს, ნუ ელოდებით სხვა რას იზამს, ადექით და გააკეთეთ! ან ვინც აკეთებს, იმას...

იურისტი, უფლებადამცველი, არასამთავრობო ორგანიზაცია "პრევენცია პროგრესისთვის" თანადამფუძნებელი, სამოქალაქო აქტივისტი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მიშა და დემოკრატიული მმართველობა შეუთავსებელია. სასულთნოა. სასულთნოც შეიძლება მოსწონდეს ვიღაცას” – ანა დოლიძე

პარტია "ხალხისთვის" თავმჯდომარე, ანა დოლიძე "ნაციონალურ მოძრაობაში" მიმდინარე პროცესებს...

“მარიამ მეყანწიშვილი არის საოცრად ძლიერი, მაგარი გოგო და უდიდესი პატრიოტი” – გიორგი ვაშაძე

სამოქალაქო აქტივისტის, მარიამ მეყანწიშვილის საქმეს ემოციური შეფასებებით ეხმაურება “ოპოზიციის...

“ამ დიქტატურის დამარცხება შესაძლებელზე მეტად ადვილია” – მიხეილ სააკაშვილი

"მოვქოქოთ ეს ბრძოლა და ჩამოვშალოთ დიქტატურა", - მიმართავს საზოგადოებას...

“სამარცხვინოა, პირველ რიგში, ქართველი კაცების დუმილი და კიდევ “ქოცობა” – ნიკა გვარამია

“ოპოზიციის ალიანსის” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია...