spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ეს ადამიანები არიან დამარცხებულები. იმედი მაქვს, რომ ბევრი...

“ეს ადამიანები არიან დამარცხებულები. იმედი მაქვს, რომ ბევრი მათგანი გააცნოებიერებს, თუ რა პროცესები მიდის, როგორ იყენებენ მათ და როგორ წირავენ ციხისთვის” – კახა კალაძე აქციებზე

საპროტესტო აქციაზე რამდენი ადამიანი შეიკრიბება, საინტერესო არაა. მათ არანაირი მხარდაჭერა არ აქვთ“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მედიასთან ისაუბრა.

კახა კალაძის თქმით, ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა მხარს უჭერს მმართველ პარტიას და მის პოლიტიკას, ხოლო ისინი ვინც საპროტესტო აქციებს მართავენ, არიან უმცირესობაში.

ამ აქციებზე საუბარში დრო არ უნდა დავკარგოთ, რადგან ქვეყნისთვის უფრო მნიშვნელოვანი თემები გვაქვს. აქციაზე რამდენი ადამიანი შეიკრიბება, საინტერესო არაა. მათ არანაირი მხარდაჭერა არ აქვთ.

ზოგადად როდესაც პოლიტიკურ პარტიას წარმოადგენ, აუცილებლად გჭირდება ხალხის თანადგომა. ამის გარეშე შეუძლებელია იფიქრო რაიმე საქმიანობაზე. შესაბამისად, დღეს „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ არის გუნდი, რომელსაც მოსახლეობის უმრავლესობა უჭერს მხარს და ემხრობა მის პრაგმატულ პოლიტიკას.

ეს ადამიანები კი არიან უმცირესობაში, დამარცხებულები. იმედი მაქვს, რომ ბევრი მათგანი გააცნოებიერებს, თუ რა პროცესები მიდის, როგორ იყენებენ მათ, როგორ წირავენ ციხისთვის. ვისაც ანალიზის უნარი აქვს და სწორი დასკვნების გაკეთებას შეძლებს, მე ამას მხოლოდ მივესალმები“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

ამასთან, ჟურნალისტის კითხვაზე, ევროკომისიის მიერ გამოყოფილი თანხები მოხმარდა თუ არა თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციებს, კახა კალაძის თქმით, ამას არც მალავენ, რადგან ევროკავშირის და ზოგიერთი ევროპული ქვეყნის ელჩი პირდაპირ ჩართულია ქართულ პოლიტიკურ დღის წესრიგში.

არაფერია დასამალი. ევროკავშირისა და ზოგიერთი ევროპული ქვეყნის ელჩი პირდაპირ ახალისებს ძალადობრივ ორგანიზაციებს და ექსტრემიზმს ქვეყანაში, ჩართულია პოლიტიკურ დღის წესრიგში, ეს შემთხვევითი არ არის. ეს მოძალადეები იღებენ დავალებებს თავისი გარე პატრონებისგან.

მართალია, დიპლომატიური მისია ზღუდავს ელჩებს, რომ პოლიტიკურ პროცესებში ჩაერიონ, მაგრამ მათ ეს საერთოდ არ აინტერესებთ, ყველაფერი ფეხქვეშ აქვთ გათელილი, მათთვის არც კანონები, არც წითელი ხაზები არ არსებობს“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ყველაზე ამორალური ამ ისტორიაში ისაა, რომ თან ჰპარავენ საჭმელს და თან აიძულებენ ხმა ქოცებს...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, უფასო სასადილოებთან დაკავშირებით მიმდინარე...

“უნგრეთის არჩევნების გაკვეთილები და ქართული რეალობა – მსგავსებები და განსხვავებები” – ალექსი ნონიაძის ანალიტიკური...

უნგრეთში ბოლო საპარლამენტო არჩევნებში, 16-წლიანი მმართველობის შემდეგ, ვიქტორ ორბანის...

“კაცებო”! იცით რა სხვაობაა თქვენსა და ივანიშვილს შორის?!” – ხათუნა ხოფერია

პარლამენტის 2 მოწვევის ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია, "ქართული ოცნების"...

“ტირანმა ჯერ ხომ აბრეშუმის გზა გადაიტანა სომხეთში ზანგეზურზე, ახლა ქართული ცის ოკუპაციაც მოახდინა…” –...

16 აპრილიდან აბასთუმნის არეალში საჰაერო სივრცის დაკეტვასთან დაკავშირებით მთავრობის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“არაფერი ქოცებისთვის კარგი არ ხდება სინამდვილეში” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი, მმართველ პარტიაში მიმდინარე...

“ივანიშვილს მეტისმეტად მძიმე, არაპროგნოზირებადი და სახიფათო მდგომარეობა აქვს” – ვახო სანაია

ამ ბოლო პერიოდში, სხვადასხვა ღონისძიებაზე, საზოგადოების წინაშე წარდგნენ ბერა...

“ეს სიბრიყვე და უტვინობა არ არის. ეს არის მოღალატეობა და ქვეყნის მომავლის შეგნებული მოსპობა”...

ფულად გზავნილებთან თუ ეკონომიკურ შესაძლებლობებთან დაკავშირებით საყურადღებო მონაცემებს აქვეყნებს...

“ამ უცნაური ამბის მეცნიერული ახსნა არ არსებობს” – ზურაბ ბატიაშვილი

საინტერესო, ამოუხსნელ ფაქტზე საუბრობს ეხმიანება აღმოსავლეთმცოდნე, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი,...