შაბათი, აგვისტო 2, 2025
35.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარირეგიონის ამბები"ორმაისობის ისტორია არ დასრულებულა, ეს ისტორია იწერება დღესაც"...

“ორმაისობის ისტორია არ დასრულებულა, ეს ისტორია იწერება დღესაც” – ირაკლი შენგელია

კორონავირუსის გამო შექმნილი მდგომარეობის გამო წელს პირველად ქუთაისში ყველაზე მასშტაბური და უძველესი სახალხო დღესაწაული „გვირილობა“ არ გაიმართება. ამ ფაქტთან დაკავშირებით ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ირაკლი შენგელიამ 1 მაისს სოციალური ქსელით მიმართვა გაავრცელა:

ხვალ ორმაისობაა, ეს დღე საწყისს გვირილობის საქველმოქმედო აქციიდან იღებს. 1912 წელს ჩვენი თანაქალაქელები ტუბერკულიოზით დაავადებულების დასახმარებლად გაერთიანდნენ. ქველმოქმედების და სამოქალაქო პასუხისმგებლობის ეს მაგალითი საუკუნეების განმავლობაში იქცა ტრადიციად და ჩვენი ქალაქის იდენტობის ერთ-ერთ განმსაზღვრელად.

ქალაქის სიყვარულს სწორედ ეს დამოკიდებულებები ქმნის. დღეს, როცა ჩვენი ქვეყანა და ქალაქი დგას კორონავირუსის უდიდესი გამოწვევის წინაშე, თანადგომა, ერთმანეთის გამხნევება და გაძლიერება განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს.

ორმაისობის ისტორია არ დასრულებულა, ეს ისტორია იწერება დღესაც და ჩვენ ვხედავთ ადამიანებს, რომლებიც უანგაროდ ეხმარებიან და აძლიერებენ გვერდით მყოფებს, ადამიანებს, რომლებიც იცავენ სხვათა უსაფრთხოებას, ადამიანებს, რომელთა მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობის შედეგად, დაავადებას მნიშვნელოვანი ადამიანური დანაკარგების გარეშე ვუმკლავდებით. ეს თითოეული მოქალაქის დამსახურებაა.

მართალია, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ამ დღის აღსანიშნავი ყველა საზეიმო ღონისძება გაუქმდა, თუმცა ეს არ გვართმევს შესაძლებლობას დავეხმაროთ მათ, ვისაც სჭრდება და გავამხნევოთ ერთმანეთი.

ხვალ მთელი დღის განმავლობაში ჩემი გვერდი ღიაა თქვენი მილოცვების და მოწოდებებისთვის, მიმართეთ ჩვენს თანაქალაქელებს. ერთად გავიზიაროთ ჩვენი ქალაქის სიყვარული,“ – წერს ირაკლი შენგელია.

ლიკა დევდარიანი
სააგენტო “პარალელის”
რეგიონალური კორესპონდენტი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ერთი დარდი მკლავს: კობახიძე ისე არ გაშპეს რომ მაგის გაფითრებულ სახეს თვალი ვერ მოვკრათ”...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი მთავრობის მეთაურ ირაკლი...

“აი ამას ამბობს აბსოლუტური და შეუვალი უწიგნური” – გიგი უგულავა კახა კალაძეზე

"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი, გიგი უგულავა თბილისის მერის, კახა...

“რიჟვაძე ისევე იკლავდა თავს როგორც, თავის დროზე, თავი მოიკლა ეროსი კიწმარიშვილმა” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი წლების წინანდელ კონკრეტულ ფაქტებს...

“ახლოსაც ვერ გაეკარები ხელისუფლებას – მე გაძლევ ამის პირობას‼️” – ელისო კილაძე ეკა ბესელიაზე

"ქრონიკა +"-ის მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე მწვავე პოზიციას აფიქსირებს...