spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"უარს ვამბობ პარლამენტის მანდატზე და ვტოვებ პარტიას" -...

“უარს ვამბობ პარლამენტის მანდატზე და ვტოვებ პარტიას” – რუსუდან თევზაძე

პარტია “გახარია საქართველოსთვის” პოლიტსაბჭოს წევრი რუსუდან თევზაძე უარს აცხადებს პარლამენტში შესვლაზე და ტოვებს პარტიას, რის თაობაზეც, სოციალურ ქსელში გავრცელებული პოსტით, აუწყა საზოგადოებას:

მოგეხსენებათ, რომ 2021 წლიდან ვარ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ პოლიტსაბჭოს წევრი და განათლებისა და კულტურის მიმართულების კურატორი. სწორედ, პოლიტიკური პარტიის წევრის სტატუსით ვცდილობდი, ქვეყნისთვის სასიკეთო საქმეების კეთებას. მოგეხსენებათ ისიც, რომ მაქვს დეპუტატის მანდატი, რომელიც კოლეგებთან და მეგობრებთან, რთული და წინააღმდეგობებით აღსავსე ერთობლივი მუშაობით მივიღე.

თუმცა, დღეს და ახლა, საქართველოსთვის უკიდურესად მძიმე საშინაო და საგარეო გამოწვევების ფონზე, მივიღე ადამიანურად ურთულესი, მაგრამ ვფიქრობ მოქალაქეობრივად სწორი გადაწყვეტილება, ჩემი შვილებისა და მათი თაობის მომავლის სასარგებლოდ. უარს ვამბობ პარლამენტის მანდატზე და ვტოვებ პარტიას.

პ.ს.
ხმამაღლა და მკაფიოდ ვაცხადებ, რომ ჩემი გადაწყვეტილება, არცერთ შემთხვევაში, არ არის მიმართული პოლიტიკური ძალის „გახარია საქართველოსთვის“ წინააღმდეგ. ჩემი კოლეგები, ჩემთვის კვლავაც რჩებიან მეგობრებად და ჩემთვის პატივსაცემ პროფესიონალ ადამიანებად და ვუსურვებ მათ წარმატებას ამ გზაზე“, – აცხადებს რუსუდან თევზაძე.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“კვარაცხელიამ იქნებ ღრუბლებს გაუტანოს გოლი და გამოიყვანოს მზე” – არჩილ გამზარდია

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია, სოციალურ ქსელში, სახუმარო...

“26 მაისის და 9 აპრილის მონაპოვარი უბრალოდ გააუქმა ოლიგარქიულმა დიქტატურამ” – გია ჯაფარიძე

საქართველოს დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით კონკრეტულ ფაქტებს იხსენებს ყოფილი დიპლომატი, ანალიტიკოსი,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ვინ ხართ, როგორ ბედავთ და ვის უბედავთ ამდენს? მხოლოდ საჯდომი რომ გიჩქროლებთ გულს, იწვევს...

გორში მომხდარ, პოლიციელების მხრიდან ძალადობის ფაქტთან მიმართებით მმართველი გუნდის...

“არა ჯეელო, ეგ მხოლოდ შენი საქმე არ არის. ეს ყველას საქმეა, თითოეული მოქალაქის” –...

გორში, სამართალდამცავების მხრიდან აპოლონ (პაპუნა) ლოცულაშვილზე მომხდარი ძალადობიდან რამდენიმე...

“რომ არა ვიდეოკადრები, სადისტები ახლაც რესტორანში იქნებოდნენ თავიანთი “გმირობის” აღსანიშნავად და ამ ამბავზე ბევრს...

გორში, პოლიციელების მხრიდან მოქალაქეებზე ძალადობის ფაქტს, კონკრეტული მინიშნებებით ეხმაურება...

“მაინტერესებს, გირგვლიანს რომ ახსენებთ, ესენი ადამიანები არ არიან?” – ბაჩანა შენგელია

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია მძიმე ფაქტებს იხსენებს და...