შაბათი, აგვისტო 2, 2025
33.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარირეგიონის ამბებიქუთაისში "გვირილობის“ საუკუნოვანი დღესასწაული წელს არ გაიმართება

ქუთაისში “გვირილობის“ საუკუნოვანი დღესასწაული წელს არ გაიმართება

მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსთან ბრძოლის გამო ქვეყანაში და მსოფლიოში, გადაიდო პრაქტიკულად ყველა საზეიმო ღონისძიება, მათ შოროს “გვირილობის“ საუკუნოვანი დღესასწაულიც, სიმბოლურად მაინც მოხდა ამ დღის აღნიშვნა. ​ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ერემეიშვილმა და იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ იოსებ ხახალეიშვილმა მეეზოვე ქალბატონებს „გვირილობა“ მიულოცეს. წელს ქუთაისი უჩვეულოდ აღნიშნავს ქალაქის დღესასწაულს. „ორმაისობა-გვირილობა“ მასშტაბური ღონისძიებების გარეშე ჩაივლის, კორონავირუსის პანდემიის და საგანგებო მდგომარეობის პირობებში:

,,ქალაქის ყოველი დილა სწორედ მეეზოვეების შრომით იწყება, ახლა კი, როცა ქვეყანა პანდემიას ებრძვის, მათი საქმიანობა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია . ამიტომაც, წლევანდელი 2 მაისი მათთან სტუმრობით დაიწყო,” – განაცხადა დავით ერემეიშვილმა.

მეეზოვე ქალბატონებს დავით ერემეიშვილმა და იოსებ ხახალეიშვილმა თაიგულები მიართვეს და ქალაქის სისუფთავესა და იერ-სახეზე ზრუნვისთვის მადლობა გადაუხადეს.

გვირილობის დღესასწაულთან დაკავშირებით გუშინ განცხადება გაავრცელა ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა:

ძვირფასო თანაქალაქელებო! 2 მაისს “გვირილობის“ დღესასწაულის აღნიშვნის საუკუნოვანი ტრადიცია წელს სამწუხაროდ, დაირღვევა. ამ დღისთვის ქუთაისი მთელი წლის მანძილზე განსაკუთრებულად ემზადებოდა. იგეგმებოდა საინტერესო და მრავალფეროვანი ღონისძიებები, თუმცა პანდემიის და ქვეყანაში არსებული საგანგებო სიტუაციის გამო ვერ ჩატარდება. მიუხედავად ამისა, იგეგმება რამდენიმე არამასშტაბური სახის ღონისძიება.

დარჩით სახლში, რათა მომავალ წელს ერთმანეთის თანადგომით და მხარდაჭერით, კვლავ მასშტაბურად აღვნიშნოთ “გვირილობა”!” – ნათქვამია დავით ერემეიშვილის განცხადებაში.

შეგახსენებთ, 2 მაისს ქუთაისში ტრადიციულ სახალხო დღესასწაულს “გვირილობას”, იგივე ორმაისობას აღნიშნავენ.

“გვირილობა” მე-20 საუკუნის 20-იან წლებში დამკვიდრებული საქველმოქმედო ღონისძიებაა, რომელიც გიმნაზიელი გოგონას, ალექსანდრა საშა ჭილაია-ჩიქოვანი მიერ გასულ საუკუნეში მოწყობილ აქციას უკავშირდება.

გოგონები გვირილებს კრეფდნენ, ყიდდნენ და შეგროვილი თანხით ტუბერკულოზით დაავადებულ ადამიანებს ეხმარებოდნენ. მომდევნო წლებში “გვირილობას” ტრადიციის სახე მიეცა და ქალაქის დღესასწაულად იქცა.

სახალხო დღესასწაულის აღნიშვნა ყოველთვის ბაგრატი ტაძარში საზეიმო წირვით იწყებოდა და გალა-კონცერტით სრულდებოდა. მუხნარის ტყე-პარკში მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები ხელნაკეთ ნივთებს ყიდდნენ, შემოსულ თანხას კი ტუბერკულოზით დაავადებულ ბავშვებს ურიცხავდნენ.

ღონისძიებები ადგილობრივი მუნიციპალიტეტიდან ფინასდებოდა. წელს ბიუჯეტიდან „ორმაისობის“ დღესაწაულისათვის 100 000 ლარი იყო გამოყოფილი.

ლიკა დევდარიანი
სააგენტო “პარალელის”
რეგიონალური კორესპონდენტი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ერთი დარდი მკლავს: კობახიძე ისე არ გაშპეს რომ მაგის გაფითრებულ სახეს თვალი ვერ მოვკრათ”...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი მთავრობის მეთაურ ირაკლი...

“აი ამას ამბობს აბსოლუტური და შეუვალი უწიგნური” – გიგი უგულავა კახა კალაძეზე

"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი, გიგი უგულავა თბილისის მერის, კახა...

“რიჟვაძე ისევე იკლავდა თავს როგორც, თავის დროზე, თავი მოიკლა ეროსი კიწმარიშვილმა” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი წლების წინანდელ კონკრეტულ ფაქტებს...

“ახლოსაც ვერ გაეკარები ხელისუფლებას – მე გაძლევ ამის პირობას‼️” – ელისო კილაძე ეკა ბესელიაზე

"ქრონიკა +"-ის მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე მწვავე პოზიციას აფიქსირებს...