spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"დაკითხვაზე მიბარებს ბიძინა ივანიშვილის კრიმინალური პოლიცია" - თამარ...

“დაკითხვაზე მიბარებს ბიძინა ივანიშვილის კრიმინალური პოლიცია” – თამარ ჩერგოლეიშვილი

პარტია “ფედერალისტების” ერთ-ერთი ლიდერი, თბილისის ორგანიზაციის ხელმძღვანელი თამარ ჩერგოლეიშვილი, დაკითხვაზე მის დაბარებასთან დაკავშირებით, კონკრეტულ განმარტებებს და მინიშნებებს აკეთებს:

დაკითხვაზე მიბარებს ბიძინა ივანიშვილის კრიმინალური პოლიცია.

როგორც მოწმეს, ნამდვილად არაფერი მაქვს სათქმელი – მოწმის ჩვენება ვერ იქნება საჯარო ინფორმაციაზე დაყრდნობით, საღი აზრის ფარგლებში გაკეთებული დასკვნები.

სასამართლოში გავცემ კითხვებს პასუხს – დრო და თარიღი ჯერ არ ვიცი.

მინდა იცოდეთ, რის თქმას ვაპირებ, რადგანაც უბინძურესი კამპანია ააგორეს სიმულანტმა „რევოლუციონერებმა“, თითქოს მე ვაჭერინებ ბაჩო ახალაიას.

მე ვაპირებ იმის თქმას, რაც არაერთხელ მითქვამს:

დამხობის, ანუ სახელმწიფო გადატრიალების საქმე არ არსებობს!
არსებობს უკიდურესად უპასუხისმგებლო და უსინდისო ადამიანების აფერა!
არანაირი საფუძველი არ გააჩნია სახელმწიფო გადატრიალების ბრალდებას – რაც ათობით ადამიანს აქვს წარდგენილი და თავისუფლება აღკვეთილი.

რაც შეეხება ბაჩო ახალაიას საკითხს, კონკრეტულად ამ აფერაში მის ჩართულობას და მასთან დაკავშირებულ დაპირისპირებას ნაცმოძრაობაში – ნებისმიერი საქმეში ჩახედული, გონიერი ადამიანი იგივე დასკვნას გამოიტანდა საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციიდან – უპირველესად, ლევან ხაბეიშვილის, ანი ნადარეიშვილის და თინა ბოკუჩავას განცხადებებიდან და ამ განცხადებების კომენტარებიდან.

როგორც მოწმეს, სათქმელი არაფერი მაქვს.

როგორც პოლიტკოსი, აუცილებლად მივიჩნევ ამ ტოტალური უპასუხისმგებლობის მხილებას, რადგან ეროვნული ინტერესებისთვის სასიცოცხლოა, რომ მსგავსი ავანტიურები მომავალში მაინც ავირიდოთ თავიდან, რათა ივანიშვილის რეჟიმი რეალურად (და არა ილუზორულად) მოვაშოროთ ჩვენს ქვეყანას“, – წერს თამარ ჩერგოლეიშვილი ფეისბუქის პირად გვერდზე.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

თბილისის მერია სოციალურად დაუცველი ბავშვებისა და მოზარდებისთვის არაერთ პროგრამას ახორციელებს – კახა კალაძის განმარტებები

დედაქალაქის მერია თბილისის მუნიციპალიტეტში სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან...

“ბიძინა ივანიშვილი, კახა კალაძე, პაატა სალია, ნესტან ვერულაშვილი, გიორგი არევაძე, მარიამ წულაია – ეს...

ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა თეონა ჭალიძემ, ტვ "პირველის" ეთერში, ემოციური შეფასებებით...

“მოკლედ, 2 წელი დაგვრჩა არჩევნებამდე და ერთი ნამდვილად ვიცი… რაღაც ძალიან დიდი გადატვირთვა გვჭირდება!...

ჟურნალისტი, ლექტორი, სამოქალაქო აქტივისტი ნინია კაკაბაძე, თავის საარჩევნო პოზიცია-სტრატეგიას...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მიშა და დემოკრატიული მმართველობა შეუთავსებელია. სასულთნოა. სასულთნოც შეიძლება მოსწონდეს ვიღაცას” – ანა დოლიძე

პარტია "ხალხისთვის" თავმჯდომარე, ანა დოლიძე "ნაციონალურ მოძრაობაში" მიმდინარე პროცესებს...

“მარიამ მეყანწიშვილი არის საოცრად ძლიერი, მაგარი გოგო და უდიდესი პატრიოტი” – გიორგი ვაშაძე

სამოქალაქო აქტივისტის, მარიამ მეყანწიშვილის საქმეს ემოციური შეფასებებით ეხმაურება “ოპოზიციის...

“ვინც არ უნდა გახდეს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, უკრაინისადმი დამოკიდებულება არ შეიცვლება. ასეთი ჯანსაღია ამ...

პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, რომან გოცირიძე დიდ ბრიტანეთში პრემიერ-მინისტრის ცვლილებას...

“შეეშვით წუწუნს, ნუ ელოდებით სხვა რას იზამს, ადექით და გააკეთეთ! ან ვინც აკეთებს, იმას...

იურისტი, უფლებადამცველი, არასამთავრობო ორგანიზაცია "პრევენცია პროგრესისთვის" თანადამფუძნებელი, სამოქალაქო აქტივისტი...