spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ირაკლი კობახიძის გამონათქვამს ჩემი ადრეული შეფასების ირიბ დადასტურებად...

“ირაკლი კობახიძის გამონათქვამს ჩემი ადრეული შეფასების ირიბ დადასტურებად ვიღებ” – გია ნოდია

განათლების ყოფილი მინისტრი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, პოლიტოლოგი გია ნოდია, სოციალურ ქსელში, მთავრობის მეთაურ ირაკლი კობახიძის კონკრეტულ გამონათქვამს ეხმაურება:

რამდენჯერმა მითქვამს, რომ “ქართული ოცნების” პროპაგანდა გებელსის (ჰიტლერის პროპაგანდის უფროსის) მეთოდებით მუშაობდა. სალანძღავად არ ვამბობდი: მართლა ასე მგონია.

ამის ერთ-ერთი მეთოდია, მოწინააღმდეგეს დააბრალო ის, რასაც შენ თვითონ აკეთებ.

ამიტომ ირაკლი კობახიძის გამონათქვამს ჩემი ადრეული შეფასების ირიბ დადასტურებად ვიღებ (ვიცი, მისი მიზანი ეს არ ყოფილა):

ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ, გებელსის მსგავსად, ქოცპროპაგანდაც საკმაოდ ეფექტიანია. თუმცა მთლად გებელსისებრად ეფექტიანი ვერ იქნება ობიექტური მიზეზის გამო:

გებელსი გერმანიის ინტერესის გარკვეული (თუნდაც დამახინჯებული) ინტერპრეტაციიდან ამოდიოდა. ქოცების პოლიტიკას საქართველოს ინტერესებთან საერთოდ არა აქვს კავშირი“, – აცხადებს გია ნოდია.

ინფორმაციისთვის – ირაკლი კობახიძემ ევროპასთან მიმართებაში გებელსთან შედარება მოახდინა:

მართლა გებელსისეული პროპაგანდის გაგრძელებაა ეს სამარცხვინო ტყუილები და განცხადებები, რასაც ჩვენ ვისმენთ ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

თბილისის მერია სოციალურად დაუცველი ბავშვებისა და მოზარდებისთვის არაერთ პროგრამას ახორციელებს – კახა კალაძის განმარტებები

დედაქალაქის მერია თბილისის მუნიციპალიტეტში სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან...

“სადაც არის მშვიდობა და სიმართლე, იქ არის აუცილებლად სიხარული სულიწმინდაში. აი, ეს სამი არის...

⛪️ უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის...

“საძალაუფლებო სისასტიკეც კი კარიკატურულია ამ ქვეყანაში, თან ტირანიული და ამავდროულად სასაცილო, უცნაური სინთეზია…” –...

4 ოქტომბრის საქმეებზე დაკავებულთა პროცესებს მძიმე ემოციური შეფასებებით ეხმაურება...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მიშა და დემოკრატიული მმართველობა შეუთავსებელია. სასულთნოა. სასულთნოც შეიძლება მოსწონდეს ვიღაცას” – ანა დოლიძე

პარტია "ხალხისთვის" თავმჯდომარე, ანა დოლიძე "ნაციონალურ მოძრაობაში" მიმდინარე პროცესებს...

“მარიამ მეყანწიშვილი არის საოცრად ძლიერი, მაგარი გოგო და უდიდესი პატრიოტი” – გიორგი ვაშაძე

სამოქალაქო აქტივისტის, მარიამ მეყანწიშვილის საქმეს ემოციური შეფასებებით ეხმაურება “ოპოზიციის...

“ვინც არ უნდა გახდეს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, უკრაინისადმი დამოკიდებულება არ შეიცვლება. ასეთი ჯანსაღია ამ...

პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, რომან გოცირიძე დიდ ბრიტანეთში პრემიერ-მინისტრის ცვლილებას...

“ეს საქმე მთლიანად აგებულია სიცრუეზე და ღალატზე! ორპირობაზე და ზურგში დანის ჩარტყმაზე” – დათო...

გლდანის საპატიმროდან "ბაციონალური მოძრაობის" წევრის დათო დიღმელაშვილის მიერ გამოგზავნილი...