spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიმნიშვნელოვანია ეპიდემიაზე კონტროლის დამყარება იმიტომ, რომ დღეს ეპიდემია...

მნიშვნელოვანია ეპიდემიაზე კონტროლის დამყარება იმიტომ, რომ დღეს ეპიდემია გვმართავს ჩვენ და არა ეპიდემიას ვმართავთ – სერგო ჩიხლაძე

სტატეგია „აღმაშენებლის“ გუნდის წევრი, ჯანდაცვის სფეროს ექსპერტი სერგო ჩიხლაძე მთავრობის მიერ დაგვიანებულ და გაწელილი ტესტირება/დიაგნოსტიკის შესახებ საუბრობს. მისი განცხადებით ორი მიზანია მნიშვნელოვანი, ერთი – ჯანდაცვის და ეპიდემიოლოგიური კუთხით, რომ მოხდეს ვირუსის დროული გამოვლენა, დროული იზოლირება, დროული მკურნალობა ამ ხალხის და ეპიდემიაზე კონტროლის დამყარება. მეორე კი ეკონომიკური მიმართულების სწრაფად ამუშავებაა. ამასთან, ჯანდაცვის სფეროს ექსპერტი მოუწოდებს მთავრობას, რომ არ გამოიყენოს ტესტირების თემა პარტიული თუ საარჩევნო ინტერესებისთვის:

„მთავრობა კვლავ აჭიანურებს ტესტირება/დიაგნოსტიკის გაფართოებას. მიუხედავად იმისა, რომ თვითონ ჯანდაცვის სამინისტრომ 1 აპრილს დაამტკიცა ტესტირების პროტოკოლი და ალგორითმი, რომელშიც ძალიან მკაფიოდ არის გაწერილი ყველა ის სამიზნე და სარისკე ჯგუფები, რომლებიც უნდა იყვნენ დატესტილი და სულ მცირე თავისივე დამტკიცებული პროტოკოლით/გაიდლაინით დღემდე 50 ათას ადამიანამდე უნდა ყოფილიყო ტესტირებული, ნაცვლად ამისა, ჩვენ ვხედავთ, რომ ეს პროცესი იწელება. ჯანდაცვის სამინისტოში ჩატარებულმა გუშინდელმა თათბირმაც ეს დაადასტურა – ლაპარაკია რაღაცა ვიწრო ჯგუფებზე, მაშინ როდესაც 1 აპრილს აქვთ თვითონვე მიღებული პროტოკოლი/გაიდლაინი ვის უნდა ჩაუტარდეს ტესტირება, როგორ, რა ტესტებით და ასე შემდეგ.

კიდევ ერთხელ მინდა განვმარტო, რატომ არის მნიშვნელოვანი ეს თემა ტესტირება/დიაგნოსტიკის – ამას აქვს ორი მნიშვნელოვანი მიზანი, ერთი არის ჯანდაცვის და ეპიდემიოლოგიური კუთხით, რომ მოხდეს დროული გამოვლენა, დროული იზოლირება, დროული მკურნალობა ამ ხალხის და ეპიდემიაზე კონტროლი დავამყაროთ იმიტომ, რომ დღეს ეპიდემია გვმართავს ჩვენ და არა ეპიდემიას ვმართავთ. მეორე მიზანი ეს არის ეკონომიკური, რადგან თუ ჩვენ ვმართავთ ეპიდემიას, თუ ჩვენ გვაქვს დროული გამოვლენა, ჩვენ შეგვიძლია დროულად და ძალიან სწრაფად გავხსნათ ეკონომიკა, ძალიან სწრაფად გადავიყვანოთ ქვეყანა ცხოვრების ჩვეულ რიტმში და ასეთი დაგვიანებით, გაწელვით ყოველდღიურად ეს დათვლილია ეკონომისტების მიერ, ჩვენ ვკარგავთ 100 მილიონ ლარამდე.

ყოველი გადავადებული ასეთი დღე გარდა იმისა, რომ ეპიდემიოლოგიური სიტუაცია არის გაურკვეველი, იკარგება ასობით მილიონი ლარი და ჩვენი მოქალაქეები ღარიბდებიან 100 მილიონი ლარით ყოველდღიურად. ასეთ რეჟიმში ვართ უკვე მეორე თვეა და რას ვხედავთ ჩვენ?! მთავრობამ წარადგინა გეგმა, სადაც ეს გაურკვევლობა გაწელილია შემდეგ 6 თვემდე და გაწერილია 1 ნოემბრამდე. ამიტომ ჩვენ მოვუწოდებთ მთავრობას სტრატეგია „აღმაშენებლის“ სახელით, რომ მიყვეს მის მიერვე დადგენილ და დამტკიცებულ პროტოკოლს, რომელიც 1 აპრილს იქნა დადგენილი. დღეს უკვე თითქმის თვე არის გასული.

მოვუწოდებთ ასევე მთავრობას არ გამოიყენოს ტესტირების თემატიკა პარტიული თუ საარჩევნო ინტერესებისთვის, რასაც რეალურად ვხედავთ და გვექმნება სერიოზული ეჭვი, რომ ეს ყველაფერი გაკეთებულია იმისათვის, რომ კიდევ უფრო გაიწელოს ეს გაურკვეველი პერიოდი. გადაიდოს თვეების განმავლობაში და ვიყოთ მკითხაობაში ამ დროის განმავლობაში, რომ ნამდვილად 500 ადამიანი არის ინფიცირებული, არ არის 500 და კიდევ როგორი პროგნოზი იქნება.

მაშინ როდესაც შესაძლებელია პრობლემის რამდენიმე კვირაში მოგვარება და რამდენიმე კვირაში რეალურად ქვეყნის გახსნა და შეზღუდვების ეტაპობრივად მოხსნა და არა 1 ნოემბრამდე, რაც მთავრობამ წარმოადგინა. ამიტომ აუცილებელია მთავრობამ დაიცვას თავისივე პროტოკოლები, თავისივე გაიდლაინები, თავისივე დადგენილებები და აუცილებელია მორჩეს ეს სპეკულაცია, დროულად გადავიდეთ ტესტირება/დიაგნოსტიკის გაფართოებაზე მითუმეტეს მთავრობისგან ვიცით ამ ტესტების მარაგი უკვე საკმაო რაოდენობით არის შემოსული ქვეყანაში და კიდევ შემოდის,“ – აცხადებს სერგო ჩიხლაძე.

ავტორი
თამთა ასლანიშვილი

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, თუ რას გვიპირებს ივანიშვილი, მნიშვნელოვანია, ჩვენ რას ვუპირებთ მას”

“კოალიცია ცვლილებებისთვის” და “დროას” ლიდერი ელენე ხოშტარია, მორიგ გზავნილში...

“მინდა წინასწარ განვაცხადო, რომ თუ შეგხვდებათ ვიდეო, აუდიო ან რაიმე სხვა სახის ჩანაწერი, რომელშიც...

“კოალიცია ცვლილებებისთვის” და “დროას” ლიდერი ელენე ხოშტარია, "კლინიკა ვივამედიდან"...

“ჩემი ანა და მართა მიწას მივაბარეთ…” – ირმა ამბარდნიშვილი

გორში მომხდარ ტრაგიკულად დასრულებულ ავტოსაგზაო შემთხვევას, რასაც დედა და...

“ტვინგაყინულ ქოცს არაფერი ეშველება და მაინც კრემლიდან წამოსულ, ამერიკული “დიპსტეიტის” ყოვლისშემძლეობაზე, ქოცურ ბოდვას დაუჯერებს,...

ლოგიკურ შეუსაბამობებზე საუბრობს “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ბარამიძე...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ანუ, სააკაშვილმა რომ მამა დაუჭირა, ეგ იყო “ოჯახის განადგურება” და ივანიშვილმა რომ ქმარი დაუჭირა,...

ირაკლი ღარიბაშვილის მეუღლის, ნუნუკა თამაზაშვილის მადლიერ პოზიციას ბიძინა ივანიშვილის...

“ახლა განახებთ რა უნდოდა ივანიშვილს რიყეზე, რაზეც მას ზრდილობიანი უარი ეთქვა…” – გიგი უგულავა

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, გიგი უგულავა საზოგადოებას კონკრეტულ ინფორმაციას აწვდის წლების...

“ამ რუსების მონების ნაცვლად, საერთაშორისო საზოგადოება მუშაობს აქტიურად აღიარებების გასაუქმებლად” – დავით ქაცარავა

გავრცელებული ინფორმაციით ევროკავშირის ქვეყნები აპირებენ დღის წესრიგში დააყენონ სირიასთან...