spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"არავინ გვემეტება ციხისთვის - ვაფრთხილებდით, რომ არ გადაედგათ...

“არავინ გვემეტება ციხისთვის – ვაფრთხილებდით, რომ არ გადაედგათ კანონსაწინააღმდეგო ნაბიჯი” – კახა კალაძე 4 ოქტომბრის აქციის მონაწილეებზე

თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ სახელმწიფოს მხრიდან არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, 4 ოქტომბერს კონკრეტულმა პირებმა სახელმწიფო გადატრიალების მოწყობა სცადეს, რასაც კანონის ფარგლებში, მკაცრი რეაგირება მოჰყვება.

როგორც მან შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა თვეების განმავლობაში მზადდებოდა, რაც შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებმა აღკვეთეს.

უმძიმესი ფაქტი დაფიქსირდა – მთელი თვეების განმავლობაში, სახელმწიფო გადატრიალებასთან, ხელისუფლების დამხობასთან დაკავშირებით კამპანია მიმდინარეობდა და კონკრეტულმა პირებმა, დაჯგუფებებმა ამის სისრულეში მოყვანა სცადეს. ეს ყველაფერი ასე მარტივად არ ჩაივლის.

შესაძლოა, მათ განსხვავებული მოსაზრება ჰქონდეთ, მაგრამ არავინ გვემეტება ციხისთვის. შესაბამისად, ვაფრთხილებდით ჩვენს თანამოქალაქეებს, რომ არ გადაედგათ კანონსაწინააღმდეგო ნაბიჯი, თუმცა ეს მაინც გააკეთეს, რაც თავიანთი გადაწყვეტილებაა.

ჩვენ, ყველანი საკუთარ გადაწყვეტილებებში თავისუფალი ვართ. ეს მათი არჩევანია. ამ ყველაფერს სახელმწიფოს მხრიდან მოჰყვება ძალიან მკაცრი რეაგირება, ცხადია, კანონის ფარგლებში“, – განაცხადა კახა კალაძემ.

სხვადასხვა ქვეყნიდან აქციის მონაწილეების წახალისებასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე კახა კალაძემ აღნიშნა, რომ გასაკვირი არაფერია, რადგან ექსტრემიზმი და საზოგადოების გახლეჩა სწორედ უცხო ქვეყნებიდან ფინანსდება.

არ უნდა გაგვიკვირდეს, მეგობრებო, რადგან ყველა უბედურება, რაც კი ქვეყანაში ხდება, რა თქმა უნდა, მოდის მათი ჩართულობით. ეს ყველაფერი არის გარედან თავსხმოხვეული. ასეულობით მილიონი იხარჯებოდა იმისთვის, რომ ქვეყანაში შეექმნათ აგენტურული ქსელი.

იმ არასამთავრობო ორგანიზაციების, რომლებიც ფინანსდებოდნენ გარედან, რიგებში დასაქმებული ადამიანები ვინ იყვნენ, ვინ არიან? ჩვეულებრივად აგენტურული ქსელი იქმნებოდა წლების განმავლობაში და როდესაც დაჭირდებოდათ, ნებისმიერ დროს შეეძლოთ, „აეყირავებინათ“ ნებისმიერი ხელისუფლება.

ჩვენ გავშიფრეთ ეს ყველაფერი, ხელის გულზე დავუდეთ საზოგადოებას და მივაწოდეთ რეალური ინფორმაცია, თუ როგორ მუშაობდა ეს ყველაფერი. დღეს გაგიჟებულები, გაბრაზებულები არიან ქართველ ხალხზე, რომ ქართველმა ამომრჩეველმა მათ უთხრა არა, მიუჩინა შესაბამისი ადგილი, როგორც საპარლამენტო, ისე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე.

ხალხი ძალიან კარგად აანალიზებს და არჩევს თეთრს და შავს – ვინ არის ქვეყნის მოყვარე და ვინ მტერი. გაიხსენეთ ზოგიერთ ელჩის განცხადება. ჩვეულებრივად ძალადობას ახალისებენ, ხელს უწყობენ მოძალადეებს, ექსტრემისტულ ორგანიზაციებს. ეს არის რეალობა“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“დღევანდელ გადაწყვეტილებების მიმღებებს ისტორია ჩარეცხავს და ზვიად რატიანი კი დარჩება მთელი ამ სიბნელის ნათელ...

გავრცელებული ინფორმაციით, პატიმრობაში მყოფ პოეტ ზვიად რატიანს, სასჯელის მკაცრი...

“ნულოვანი თანაგრძნობა თქვენი ცხოვრების ფილოსოფიაა!” – ლელა ჯეჯელავა

ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის მიერ დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მკურნალობასთან...

“ერთმანეთს ხელი ჩამოვართვათ”, ერთად ვიზრუნოთ ხალხზე და ქვეყანაზე” – თეონა ჭალიძის საქმიანობის 1 წლის...

ოპოზიციონერ პოლიტიკოსმა, წლების განმავლობაში სოციალურად დაუცველების (და არა მარტო)...

“უკან ყურებით მომავალს ვერ ავაშენებთ. არავის აინტერესებს მხოლოდ წარსული – დღეს გვჭირდება აწმყო და...

გავრცელდა პატიმრობაში მყოფი სამოქალაქო აქტივისტის, "კოალიცის ცვლილებებისთვის" წევრის საბა...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“თუ ჩემი მეუღლის ელისოს პატიმრობა შევარჩიოთ ვინმეს…” – გრიგოლ ხარშილაძე

სოციალურ ქსელში გამოჩნდა პატიმრობაში მყოფ "ქრონიკა +"-ს დამფუძნებლის, ელისო...

“მიშას უარყოფაში კი არა, მის აღიარებაშია გამოსავალი, როგორც არ უნდა მოგწონდეთ” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა, ქართულ პოლიტიკაში საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ...

“ლევან ხაბეიშვილი არის ნამდვილი სახალხო ლიდერი, უწესიერესი და უკომპრომისო მებრძოლი” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი განსაკუთრებით პოზიტიურ შეფასებებს აკეთებს...

“აი თქვენ კი გაგაპეტუხათ ეშმაკმა მართლა რა! გაგონილა საკუთარი მომხრეების ნერვებზე ასე თამაში?” –...

სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში ერთგვარ ანალიზს აკეთებს და პროპაგანდის...