spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ნუ ესვრით ტალახს მათ, ვინც ქვეყნისთვის თავგანწირვას ირჩევს!...

“ნუ ესვრით ტალახს მათ, ვინც ქვეყნისთვის თავგანწირვას ირჩევს! ხელი ჩაკიდეთ ერთმანეთს, ვინც წაბორძიკდა, წამოაყენეთ და ერთად დავიბრუნოთ თავისუფლება!” – ლევან ხაბეიშვილი

ნუ ესვრით ტალახს მათ, ვინც ქვეყნისთვის თავგანწირვას ირჩევს! ხელი ჩაკიდეთ ერთმანეთს, ვინც წაბორძიკდა, წამოაყენეთ და ერთად დავიბრუნოთ თავისუფლება!“ -ასე ეხმიანება “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი, 4 ოქტომბრის შემდეგ ქვეყანაში შექმნილ სიტუაციას ციხიდან, თავის წერილში:

71 წლის მსოფლიო ბანმა, მსოფლიო მოქალაქემ – პაატა ბურჭულაძემ უარი თქვა კომფორტზე, ფუფუნებაზე, მშვიდ ცხოვრებაზე და აირჩია თავგანწირული ბრძოლა. პირადი მაგალითით, პასუხისმგებლობით, საქართველოს სიყვარულისთვის აღმოჩნდა გისოსებს მიღმა. მინიმუმ სამარცხვინოდ და უსინდისობად მიმაჩნია ვინც მას განსჯის, აქილიკებს, სტრატეგიას, ბრძოლის მეთოდს, შინაარსს, ტაქტიკას უწუნებს. ყველაფრის მცოდნენი განიხილავენ კაცს, რომელმაც ირწმუნა ქართველი ხალხის გამარჯვება და თუ ეს დროებით, ამ ეტაპზე არ გამოუვიდა, არავის არ აქვს მორალური უფლება, გააკრიტიკოს დატყვევებული ადამიანი.

ირაკლი ნადირაძე ჩემი ძმადნაფიცია. დედამიწაზე მასზე კეთილშობილი, ნიჭიერი, ვაჟკაცი იშვიათად მინახავს. მავანთათვის, ერთადერთი მისი დანაშაული სამშობლოს უანგარო სიყვარულია და კიდევ ის, რომ 4 შვილის მამამ ბრძოლის ველიდან გაქცევას ბრძოლა არჩია საკუთარი თავისუფლების ფასად.

მურთაზ ზოდელავას დაკავებამდე ბოლო ჩართვები ვნახე ტელევიზიით. რეალურად, ახლიდან გავიცანი ამ ადამიანის მენტალობა, სიმამაცე და შეუპოვრობა.

პაატა მანჯგალაძე – საქმიანი, ნიჭიერი, პასუხისმგებლიანი, საქართველოს პატრიოტი მოქალაქეა.

სასამართლო სხდომაზე, ლაშა ბერიძის სიტყვაც ზედმიწევნით პატრიოტი, სამშობლოზე შეყვარებული ადამიანის განცხადება იყო.

ასევე, სოლიდარობა ყველას, ვინც, საქართველოს სიყვარულისთვის ისჯება.

საოკუპაციო რეჟიმის წინააღმდეგ, წინასწარ განსაზღვრული „შპარგალკით“ ბრძოლა შეუძლებელია. გამოსავალი და გეგმა არის ერთადერთი – ხალხი, ხალხი და ხალხი.
ნუ ჩაქოლავთ, ნუ ესვრით ტალახს ადამიანებს, ვინც ინიციატივას გამოიჩენს, თორემ წინააღმდეგ შემთხვევაში, მხოლოდ შემფასებლების, კომენტატორების ამარა დავრჩებით.
შეგვიძლია თუ არა ივანიშვილის მოშორება?
დიახ, დიახ და კიდევ ერთხელ დიახ !!
უპირობოდ შეგვიძლია!!

ხელი ჩაკიდეთ ერთმანეთს, ვინც წაბორძიკდა ან დაეცა, სასწრაფოდ წამოაყენეთ.

უკიდურესად მნიშვნელოვანია ერთსულოვნება და საკუთარ ძალებში დარწმუნება.
რაც შეეხება რუსულ სპეცოპერაციას – „არჩევნებს“. ფაქტები მეტყველებს, რომ გახარიას პარტიამ 2024 წელს 65-70%-ით მეტი ხმა მიიღო ვიდრე ახლა ანუ 65-70%-მა და უშუალოდ მისმა ამომრჩეველმა უთხრა უარი ნდობაზე, რის გამოც 110 000 „ხმით“ ნაკლები მიიღო.

თითქმის იგივე დაემართა პარტია „ლელოს“, რომელსაც მისი ამომრჩევლების 50% გაემიჯნა და 100 000 ხმით ნაკლები „ხმა“ მიიღო.

ეს უტყუარი მტკიცებულებები დადასტურებაა იმისა, რომ არა თუ სხვასთან, არამედ საკუთარ ამომრჩევლებთანაც კი შეცდნენ.
2-5%-იანი პარტიები 70%-ის დოზით ნუ არიგებენ ჭკუას საზოგადოებას, რომელიც როგორც აღმოჩნდა მათი არსებობით არ ინტერესდება.
გამოსავალი მათაც აქვთ – გამოვიდნენ პარტიული ილუზიიდან და მხარში დაუდგნენ, მხარი დაუჭირონ ხალხს.

ყველაზე მეტად ვდარდობ, რომ აბსოლუტურ იზოლაციაში მყოფმა, ვერ შევძელი დავხმარებოდი საქართველოს მოქალაქეებს.

ფაქტია და უტყუარია ისიც, რომ 4 ოქტომბერს 100 000-ობით ადამიანმა დაინახა ერთმანეთი 300 დღის შემდეგ. თურმე კი არ გამქრალა ან ჩამქრალა პროტესტი, არამედ, ხალხის გულებში ისევ მკვეთრად სცემს თავისუფლების პატრიოტული სულისკვეთება.

ამასობაში, კიდევ ერთი მკვლელობა! თან საქმეზე, რომელიც დაკავშირებულია ივანიშვილთან, მის ფულთან, მდინარაძესთან და მის სუს-თან. რიჟვაძის სავარაუდო მკვლელობის მცდელობა, ერთი კვირის წინ, საეჭვოდ მოკლული ან თავმოკლული სუსის თანამშრომელი აჭარაში და ავტოფარეხში ნაპოვნი მიცვალებული – გლდანის ციხის ყოფილი უფროსი, ბაჩიაშვილის საქმის სკანდალიდან.

როდემდე ვიცხოვროთ მკვლელობიდან მკვლელობამდე, სისხლიდან სისხლამდე?!

დღევანდელი რეჟიმის პირობებში, ამ სავარაუდო მკვლელობების/თვითმკვლელობების საქმეებზე სიმართლეს ვერ გავიგებთ.

ძალა ერთობაშია!! ძალა ხალხშია!!
ღმერთმა დალოცოს საქართველო”, – წერს ლევან ხაბეიშვილი თავის წერილში.

ინფორმაციას “ნაციონალური მოძრაობის” პრერსსამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“არსაიდან გასვლას და არანაირ დემარშს მე არ ვაპირებ, იმიტომ რომ ეს მეათეხარისხოვანი და სრულიად...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური განცხადებით და კონკრეტული...

“კახა, ნუ ნერვიულობ, ჩვენ ხალხთან მისვლა არ გვიჭირს, ეს შენთვის არის წარმოუდგენელი ქუჩაში დაცვის...

"ოპოზიციის ალიანსის" ერთ-ერთი ლიდერი, "სტრატეგია აღმაშენებლის" თავმჯდომარე, გიორგი ვაშაძე...

“მიშა ქართულ პოლიტიკაში არის ეპოქა, მოვლენა, რომელმაც შეუძლებელი შესაძლებლად აქცია” – ანი ნადარეიშვილი

აფხაზეთის უზენაესი საბჭოს ყოფილი თავჯდომარის, თამაზ ნადარეიშვილის შვილი, თავდაცვის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“თუ ჩემი მეუღლის ელისოს პატიმრობა შევარჩიოთ ვინმეს…” – გრიგოლ ხარშილაძე

სოციალურ ქსელში გამოჩნდა პატიმრობაში მყოფ "ქრონიკა +"-ს დამფუძნებლის, ელისო...

“მიშას უარყოფაში კი არა, მის აღიარებაშია გამოსავალი, როგორც არ უნდა მოგწონდეთ” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა, ქართულ პოლიტიკაში საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ...

“ლევან ხაბეიშვილი არის ნამდვილი სახალხო ლიდერი, უწესიერესი და უკომპრომისო მებრძოლი” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი განსაკუთრებით პოზიტიურ შეფასებებს აკეთებს...

“მე არ მაქვს სააკაშვილის კომპლექსი, არც მისი პოზიტიურად ხსენება მერიდება” – არჩილ გამზარდია

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია საქართველოს მე-3 პრეზიდენტ...