spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"მე კობახიძეც მეცოდება და ივანიშვილიც ზოგჯერ, როცა წარმოვიდგენ,...

“მე კობახიძეც მეცოდება და ივანიშვილიც ზოგჯერ, როცა წარმოვიდგენ, რა წყვდიადშია მათი სულები, გარშემორტყმული ბოროტებით…” – ბაია პატარაია

სამოქალაქო აქტივისტი, ქალთა უფლებების დამცველი, კავშირ “საფარის” ხელმძღვანელი ბაია პატარაია “ქართული ოცნების” ლიდერების მიმართ მწვავე შეფასებებით ეხმაურება მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძის პოზიციის გამო დემონსტრანტებთან მიმართებაში – “ჩვენ არ გვაქვს არანაირი თანაგრძნობა ამ ადამიანების მიმართ“:

თქვენ არავის მიმართ არ გაქვთ თანაგრძნობა. თქვენ ისიც არ იცით, თუ რა შეგრძნებაა თანაგრძნობა უცხო, უბრალო, მართალი ადამიანის მიმართ. ასეთ თანაგრძნობას სჭირდება საზოგადო სიყვარულის ქონა; არა ფულის, არა ბატონის, არა საკუთარი ოჯახის წევრის – არამედ საზოგადოდ ადამიანის მიმართ, მოყვასის მიმართ სიყვარული. ეს თქვენ არ იცით.

სიძულვილით ხართ სავსენი და სიძულვილში ამოგხდებათ სული მარტოებს და უბედურებს…

მე კობახიძეც მეცოდება და ივანიშვილიც ზოგჯერ, როცა წარმოვიდგენ, რა წყვდიადშია მათი სულები, გარშემორტყმული ბოროტებით… ისინი არიან უკიდურესად მარტოსულები, უსიყვარულოდ მცხოვრები არსებები, რომლებიც ეპოტინებიან ფულს და ძალაუფლებას, რათა თავი რამედ მიიჩნიონ, რათა რამე იგრძნონ და საკუთარი არსებობა გაამართლონ… საცოდავები არიან, შესაცოდები…

მეტი ცუდი რა უნდა უსურვო?! უსიყვარულოდ და ბოროტებაში მცხოვრები ადამიანი ისედაც დატანჯულია, ამიტომაც ტანჯავენ სხვებს, ამიტომაც ტანჯავენ სამშობლოს“, – წერს ბაია პატარაია ფეისბუქის პირად გვერდზე.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“მიშას უარყოფაში კი არა, მის აღიარებაშია გამოსავალი, როგორც არ უნდა მოგწონდეთ” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა, ქართულ პოლიტიკაში საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ...

“ხუხაშვილს საკუთარი სიმართლით სიარული ვუსურვე და მწყევლისო, კივის” – თამარ ჩერგოლეიშვილი

"მაგ სიმართლით იარე..." - ლოცვა თუ წყევლა? თამარ ჩერგოლეიშვილის...

კახა კალაძე: “ვაშაძემ ან მსგავსმა ტიპაჟებმა რა კარდაკარ უნდა იარონ – ისინი იმ ბოროტებაში...

„ეს ადამიანები წლების განმავლობაში მართავდნენ ქვეყანას და თუ რაიმე...

“მადლობა ბატონო ბიძინა, ჩვენ თუ ვერ დავინახეთ სიკეთე, ღმერთი მაღალია…” – ლალი მოროშკინა

ლიდერ ქალთა კლუბის ვიცე-პრეზიდენტი, ჟურნალისტი და პიარტექნოლოგი, ლალი მოროშკინა...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“თუ ჩემი მეუღლის ელისოს პატიმრობა შევარჩიოთ ვინმეს…” – გრიგოლ ხარშილაძე

სოციალურ ქსელში გამოჩნდა პატიმრობაში მყოფ "ქრონიკა +"-ს დამფუძნებლის, ელისო...

“მიშას უარყოფაში კი არა, მის აღიარებაშია გამოსავალი, როგორც არ უნდა მოგწონდეთ” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა, ქართულ პოლიტიკაში საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ...

“ლევან ხაბეიშვილი არის ნამდვილი სახალხო ლიდერი, უწესიერესი და უკომპრომისო მებრძოლი” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი განსაკუთრებით პოზიტიურ შეფასებებს აკეთებს...

“მე არ მაქვს სააკაშვილის კომპლექსი, არც მისი პოზიტიურად ხსენება მერიდება” – არჩილ გამზარდია

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია საქართველოს მე-3 პრეზიდენტ...