spot_img
მთავარიარჩევნები"თბილისი აუცილებლად იქნება კიდევ უფრო განვითარებული, ევროპული ქალაქი...

“თბილისი აუცილებლად იქნება კიდევ უფრო განვითარებული, ევროპული ქალაქი – ამის გარანტიას მაძლევს თქვენი მხარდაჭერა და ძლიერი გუნდი “ქართული ოცნების” სახით” – კახა კალაძე

დედაქალაქის მერმა მოსახლეობას კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში საკუთარი ნების დაფიქსირებისა და „ქართული ოცნების“ გუნდის მხარდაჭერისთვის. ამის შესახებ მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

კახა კალაძის თქმით, პარტიამ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ მიმდინარე არჩევნებზე დედაქალაქში უპრეცედენტოდ მაღალი შედეგები აჩვენა.

პირველ რიგში, გილოცავთ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წარმატებით დასრულებას, რომელსაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქალაქის ცხოვრებისთვის და განვითარებისთვის.

ამ არჩევანით მოსახლეობამ კიდევ ერთხელ დააფიქსირა საკუთარი ნება და მიზანი, რომ სურს ქვეყნის მშვიდობიანი განვითარება და თბილისის უკეთესი მომავალი. უპრეცედენტოდ მაღალი შედეგი ვაჩვენეთ თბილისში – საარჩევნო უბნებზე მისული ამომრჩევლის 71%-ზე მეტმა გამოგვიცხადა ნდობა. ეს არის 215 370 ამომრჩევლის ხმა, რაც ბევრად აღემატება 2017 წლის ადგილობრივ არჩევნებში დაფიქსირებულ შედეგებს, სადაც პირველივე ტურში მივაღწიეთ წარმატებას.

მე აღარ შევალ პოლიტიკურ სპეკულაციებში, რომელიც წამოიწყეს ურეიტინგო, რეალობას მოწყვეტილმა პოლიტიკოსებმა და მათ მიერ მართულმა ტელევიზიებმა მიღებულ ხმებთან დაკავშირებით. მათ ადგილი კიდევ ერთხელ მიუჩინა საქართველოს მოსახლეობამ.

განსკუთრებულ მადლობას გიხდით თქვენ თბილისილებს, მხარდაჭერისთვის, ნდობისთვის. არ დავიღლებით თქვენს სამსახურში, არ დაგზარდებით, გემსახუროთ თავდაუზოგავად. თქვენი არჩევანი, თქვენი თითოეული ხმა ნიშნავს კიდევ უფრო მეტად გამწვანებულ თბილისს, მეტად მოწესრიგებულ გამზირებს და ქუჩებს, ყველა იმ პროგრამის და პროექტის რეალიზებას, რაც სამოქმედო გეგმის სახით წარმოგიდგინეთ“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

მისივე თქმით, მომდევნო ოთხი წელი დედაქალაქისთვის იქნება ყველაზე ამბიციური, მრავალფეროვანი და საინტერესო.

გპირდებით, ამ ნდობას ვაქცევთ უდიდეს პასუხისმგებლობად თქვენს წინაშე. თბილისი აუცილებლად იქნება კიდევ უფრო განვითარებული, ევროპული ქალაქი. ამის გარანტიას მაძლევს თქვენი მხარდაჭერა და ძლიერი გუნდი „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ სახით. დარწმუნებული ვარ, შემდეგი ოთხი წელი იქნება ყველაზე ამბიციური, მრავალფეროვანი და საინტერესო. ჩვენ ერთად შევძლებთ, ღირსეულად გავუმკლავდეთ იმ გამოწვევებს, რომელიც დედაქალაქში ჯერ კიდევ გვაქვს“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა მუნიციპალიტეტის თითოეულ თანამშრომელს გამოჩენილი პროფესიონალიზმისა და თავდაუზოგავი შრომისთვის მადლობა გადაუხადა.

არაერთხელ მითქვამს, რომ ჩემი სიძლიერე ზუსტად ჩემი გუნდია – ისინი აკეთებენ მნიშვნელოვან საქმეებს და უშუალოდ არიან ჩართული ყველა იმ პოლიტიკის განხორციელებაში, რაც ჩვენმა გუნდმა წამოიწყო.

მადლობას ვუხდი თბილისის მუნიციპალიტეტის თითოეულ თანამშრომელს დაუღალავი შრომისთვის, იმ პროფესიონალიზმისთვის, რომელსაც ყოველდღიურად იჩენენ თქვენი ქალაქის მიმართ“, – განაცხადა თბილისის მერმა.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“რა სიკრეტინეშია ქვეყანა, იმედია ახსნა არ სჭირდება” – ნათია ფანჯიკიძე

ფსიქოლოგი, არტთერაპევტი, ფსიქოთერაპიის ცენტრ “კამარა”-ს დამფუძნებელი ნათია ფანჯიკიძე ჟურნალისტის,...

“არანორმალურობის ფარგლებს გაცდა უკვე ყველაფერი… რბილად რომ ვთქვათ” – ეკა ხოფერია

ჟურნალისტი, აფხაზეთის განათლების, კულტურისა და სპორტის ყოფილი მინისტრი ეკა...

“ბიძინა ივანიშვილისთვის კი თითოეული მათგანი არის არავინ…” – არჩილ გამზარდია

"ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილთან (და სხვებთან) დაკავშირებით...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ბიძინა ივანიშვილისთვის კი თითოეული მათგანი არის არავინ…” – არჩილ გამზარდია

"ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილთან (და სხვებთან) დაკავშირებით...

“მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი, ან მე ან სანდრა, ბავშვების სიკვდილისთვის გაწირვას დავუშვებდით?” – მიხეილ...

დიუშენის სინდრომით დაავადებულ ბავშვებთან დაკავშირებით აფიქსირებს თავის პოზიციას საქართველოს...

“ჩემი სოლიდარობა დაუღალავ, უნიჭიერეს, ძალიან გაბედულ ნანუკა ჟორჟოლიანს!” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, სასამართლოს მიერ ნანუკა ჟორჟოლიანის...

“ღალატი იყო და იქნება, მთავარია ჩვენ ამას არ შევეგუოთ და ვიყოთ მოწოდების სიმაღლეზე!” –...

ინტერნეტში გავრცელდა საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ 21...