spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"აი, რა არის დიქტატურა და როგორი ადამიანები აღმოჩნდნენ...

“აი, რა არის დიქტატურა და როგორი ადამიანები აღმოჩნდნენ დღეს ციხეში” – ვასილ ბარნოვი

ფილოლოგი, პოლიტიკოსი ვასილ ბარნოვი 4 ოქტომბრის აქციის დაპატიმრებული ორგანიზატორების ემოციურ, პოზიტიურ შეფასებებს ახდენს და მომხდართან დაკავშირებით კონკრეტულ განმარტებებს აკეთებს:

აი, რა არის დიქტატურა და როგორი ადამიანები აღმოჩნდნენ დღეს ციხეში:

პაატა ბურჭულაძეზე რა ვთქვა? წარმოიდგინეთ, ლუჩანო პავაროტი ან ხოსე კარერასი აღმოჩენილიყო ციხეში, ეგ ამბავია. რა ტიპის ქვეყანაზე მიუთითებს ეს, ახსნა არ უნდა.

მურთაზზე ადრეც მითქვამს – უკარგესი, უპატიოსნესი, უწესიერესი, სახელმწიფოსათვის მიძღვნილი, მოკრძალებული, პროფესიონალი, ძალიან საყვარელი ადამიანია. ყოველთვის ბოლომდე სანდო, საქმეში თუ ურთიერთობაში!

ირაკლი ჩემი მოადგილე იყო ადმინისტრაციაში. ნათელი, უწესიერესი კაცი. ასეთი ენერგიული და ხარისხიანი მენეჯერი ჩემს ცხოვრებაში ჯერ არ შემხვედრია.

პაატა მანჯგალაძეს იმ დროიდან ვიცნობ, ახალგაზრდებისთვის ბანაკებს რომ აწყობდა. პოლიტიკაზე შეყვარებული ახალგაზრდა იყო თავად. ძალიან მშრომელი და ერთ-ერთი უწესიერესი ადამიანია ნამდვილად.

ლაშა ბერიძეს ასევე ძალიან კარგად ვიცნობ იმ დროიდან, თავდაცვაში რომ ვმუშაობდი. ენერგიულ, გონიერ ოფიცრად ვიცნობდი ყოველთვის.

თითოეული ეს ადამიანი მხოლოდ იმისთვის იყო მუდმივად მოწოდებული, რომ ემსახურათ ქვეყნისთვის და ეკეთებინათ სასიკეთო საქმეები! დღემდე ასე მოდიან, მაგრამ ტრაგედიაა, რომ იმის ნაცვლად, საქმის კეთების სივრცე ქონდეთ, გლუვტვინიან ფულის ტომრებთან ბრძოლა და ციხეში ჯდომა უწევთ! სამაგიეროდ, ოლიგარქის ტიკინები იკავებენ ყველა სივრცეს და თითსაც გვიქვენ მკაცრი სახეებით…

წარმოუდგენელია ასე გაგრძელება. უბრალოდ შეუძლებელია…“, – წერს ვასილ ვარნოვი ფეისბუქის პირად გვერდზე.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“შეეშვით წუწუნს, ნუ ელოდებით სხვა რას იზამს, ადექით და გააკეთეთ! ან ვინც აკეთებს, იმას...

იურისტი, უფლებადამცველი, არასამთავრობო ორგანიზაცია "პრევენცია პროგრესისთვის" თანადამფუძნებელი, სამოქალაქო აქტივისტი...

ამირან გამყრელიძე: “სოლიდარობა, მხნეობა გოგის და მის ოჯახს”

ცნობილი პედიატრის, აკადემიკოს გიორგი (გოგი) ჩახუნაშვილისთვის სასამართლოს მიერ პატიმრობის...

“სადაც არის მშვიდობა და სიმართლე, იქ არის აუცილებლად სიხარული სულიწმინდაში. აი, ეს სამი არის...

⛪️ უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მიშა და დემოკრატიული მმართველობა შეუთავსებელია. სასულთნოა. სასულთნოც შეიძლება მოსწონდეს ვიღაცას” – ანა დოლიძე

პარტია "ხალხისთვის" თავმჯდომარე, ანა დოლიძე "ნაციონალურ მოძრაობაში" მიმდინარე პროცესებს...

“მარიამ მეყანწიშვილი არის საოცრად ძლიერი, მაგარი გოგო და უდიდესი პატრიოტი” – გიორგი ვაშაძე

სამოქალაქო აქტივისტის, მარიამ მეყანწიშვილის საქმეს ემოციური შეფასებებით ეხმაურება “ოპოზიციის...

“ვინც არ უნდა გახდეს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, უკრაინისადმი დამოკიდებულება არ შეიცვლება. ასეთი ჯანსაღია ამ...

პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, რომან გოცირიძე დიდ ბრიტანეთში პრემიერ-მინისტრის ცვლილებას...

“ეს საქმე მთლიანად აგებულია სიცრუეზე და ღალატზე! ორპირობაზე და ზურგში დანის ჩარტყმაზე” – დათო...

გლდანის საპატიმროდან "ბაციონალური მოძრაობის" წევრის დათო დიღმელაშვილის მიერ გამოგზავნილი...