spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"‼️აბა, ყურადღება კიდევ ერთხელ😁 გასაჯაროება №2" - ნინო...

“‼️აბა, ყურადღება კიდევ ერთხელ😁 გასაჯაროება №2” – ნინო ჯანგირაშვილი

წყაროსგან თანხმობის მიღების შემდეგ, დაპირებისამებრ, სკანდალურ ინფორმაციებს ასაჯაროვებს ტელეკომპანია “კავკასიას” გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი. რამდენიმე დღის წინ მოახდინა გასაჯაროება №1, ახლა კი – გასაჯაროება №2:

‼️აბა, ყურადღება კიდევ ერთხელ.😁 გასაჯაროება №2

❌თიბისი ბანკის გენერალური დირექტორი, ვახტანგ ბუცხრიკიძე.
📌მოძრაობდა ბრიტანეთში როგორც საქართველოს ბანკის დირექტორ, არჩილ გაჩეჩილაძესთან ერთად, ასევე მისგან დამოუკიდებლადაც.
📌ძირითადად ბიზნეს წრეებში, თუმცა ჰქონდა შეხვედრა ფინანსთა სამინისტროს ეკონომიკური მიმართულების წარმომადგენლებთან და ლობირებდა იმას, რომ არ დაასანქცირონ ბიძინა ივანიშვილი და ირაკლი რუხაძე. ირაკლი რუხაძეზე ამბობს, რომ მას ბევრი დიდი სესხი აქვს, მათ შორის, თიბისი ბანკში და მისმა დასანქცირებამ შესაძლოა დიდი ზიანი მიაყენოს სისტემურ ბანკებს, როგორებიც არის თიბისი, საქართველოს ბანკი და თავად რუხაძის ლიბერთი ბანკი. ივანიშვილზე ირწმუნება, რომ თუ ის დასანქცირდა, მისი ქონების მასშტაბებიდან გამომდინარე ქვეყანა შესაძლოა ეკონომიკურ კრიზისში აღმოჩნდეს და დაზარალდეს უამრავი ბიზნესი და რიგითი მოქალაქეები.

📌ვახტანგ ბუცხრიკიძე იგივე მისიას ახორციელებდა აშშ–შიც, ბიზნეს წრეებთან და ინვესტორებთან შეხვედრისას. პოლიტიკურ წრეებთან შეხვედრა არ ჰქონია. თუმცა, მოგეხსენებათ, ბიზნეს და პოლიტიკური წრეებს შორის გარკვეული ინტეგრაცია არსებობს და ივანიშვილი, მას შემდეგ, რაც ყველა პოლიტიკური კარი ჩაერაზა დასავლეთში, სწორედ ბიზნესწრეების გავლით ცდილობს პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე გავლენის მოხდენას. სწორედ ამიტომ გაყარა ბიზნესმენ/ბანკირები ბრიტანეთსა და აშშ–ში. მათი დახმარებით ცდილობს იმ მესიჯის გატანას, რომ მისი დასანქცირების შემთხვევაში საქართველოს ეკონომიკა ჩამოიშლება.

ამ ბატონთანაც იგივე თხოვნა მაქვს, რაც გაჩეჩილაძესთან: იქნებ საქართველოს მოქალაქეებსაც უთხრათ პირდაპირ და გულწრფელად, რომ მართლაც ბიძინა ივანიშვილზე და რუხაძეზე ჰკიდია ეს ქვეყანა. იქნებ ჩვენც დაგიჯეროთ და სამუდამოდ დავტოვოთ ესენი.

გაგრძელება იქნება…

P.S. აქვე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ 2024 წელს ქართული ბანკების მოგება 3.1 მილიარდი ლარი იყო. აქედან 1.5 მილიარდი საქართველოს ბანკის, 1.2 მილიარდი კი თიბისი ბანკის. ანუ მოგების თითქმის 87% ამ ორ ბანკზე მოდიოდა“, – წერს ნინო ჯანგირაშვილი ფეისბუქის პირად გვერდზე.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“დიახ, ეს იყო ხალხის მიერ ხელისუფლებისათვის გამოცხადებული უნდობლობის რეფერენდუმი საკმაოდ შთამბეჭდავი შედეგით” – ლელა...

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად, “დაიცავი ილიაუნის” ინიციატივასთან...

“წარმატებას ვუსურვებ ცოტნე ივანიშვილის კარგ წამოწყებას და იმედი მაქვს, რომ ეს პროცესი მომავალში კიდევ...

ანალიტიკოსი ნიკოლოზ მეტრეველი პოზიტიური შეფასებებით ეხმიანება და მხარდაჭერას გამოხატავს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ვინ ხართ, როგორ ბედავთ და ვის უბედავთ ამდენს? მხოლოდ საჯდომი რომ გიჩქროლებთ გულს, იწვევს...

გორში მომხდარ, პოლიციელების მხრიდან ძალადობის ფაქტთან მიმართებით მმართველი გუნდის...

“არა ჯეელო, ეგ მხოლოდ შენი საქმე არ არის. ეს ყველას საქმეა, თითოეული მოქალაქის” –...

გორში, სამართალდამცავების მხრიდან აპოლონ (პაპუნა) ლოცულაშვილზე მომხდარი ძალადობიდან რამდენიმე...

“რომ არა ვიდეოკადრები, სადისტები ახლაც რესტორანში იქნებოდნენ თავიანთი “გმირობის” აღსანიშნავად და ამ ამბავზე ბევრს...

გორში, პოლიციელების მხრიდან მოქალაქეებზე ძალადობის ფაქტს, კონკრეტული მინიშნებებით ეხმაურება...

“მაინტერესებს, გირგვლიანს რომ ახსენებთ, ესენი ადამიანები არ არიან?” – ბაჩანა შენგელია

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია მძიმე ფაქტებს იხსენებს და...