ორშაბათი, ივნისი 16, 2025
19.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებისად წაიკითხეთ, როცა სწრაფ და ხელმისაწვდომ ტესტირებაზე ვსაუბრობთ,...

სად წაიკითხეთ, როცა სწრაფ და ხელმისაწვდომ ტესტირებაზე ვსაუბრობთ, უხარისხო ან/და ქაოსურ, გაუაზრებელ ტესტირებას ვგულისხმობთ?! – გიორგი ვაშაძე

„დამაზიანებელია არა სწრაფი ტესტირება და დიაგნოსტიკა, არამედ იმ ტიპის ბრიყვული პოლიტიკურად მოტივირებული განცხადებები, რომელსაც ჯანდაცვის უწყების წარმომადგენელი აკეთებს,“ – ასე ეხმიანება პარტია „ახალი საქართველოს“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილის თამარ გაბუნიას მიერ გაკეთებულ განცხადებას სწრაფ და მასობრივ ტესტირებებთან დაკავშირებით.

ოპოზიციონერი ლიდერის განმარტებით სწრაფი ტესტირების წინააღმდეგ ბრძოლა მხოლოდ პოლიტიკურად მოტივირებული და ქვეყნისთვის საზიანო რიტორიკაა. გიორგი ვაშაძე აღნიშნავს, რომ შესაბამისი ალგორითმით და მასობრივი ტესტირების ჩატარებით მთელი ქვეყნის ჩაკეტვა საჭირო არ გახდებოდა და აბსურდია იმაზე საუბარი, რომ ოპოზიცია უხარისხო ან/და ქაოსურ, გაუაზრებელ ტესტირებას გულისხმობს:

“იმის მტკიცება, რომ სწრაფი ტესტი და მასობრივი დიაგნოსტიკა ცუდია, რადგან ვაშაძემ და ოპოზიციამ თქვა, არის ან სიბრიყვე ან მიზანმიმართული მავნებლობა – დანაშაული!

რადგან შესაბამისი ალგორითმით სწრაფი და მასობრივი ტესტირების პირობებში მოგვიწევდა არა მთელი ქვეყნის გამოკეტვა და იზოლაცია, არამედ მხოლოდ პოზიტიური მაჩვენებლების მქონე მოქალაქეების.

დამაზიანებელია არა სწრაფი ტესტირება და დიაგნოსტიკა, არამედ იმ ტიპის ბრიყვული პოლიტიკურად მოტივირებული განცხადებები, რომელთაც ჯანდაცვის უწყების წარმომადგენელი აკეთებს.

ჯერ იყო და მასობრივ ტესტირებაზე უარის თქმის საფუძვლად ტესტების ხარისხს იყენებდნენ, ახლა, როცა მასობრივი ტესტირება/დიაგნოსტიკა წარმატებულ ქვეყნებში დამკვიდრდა, როგორც ვირუსის ადრეულ ეტაპზე აღმოჩენისა და ლოკალიზების უალტერნატივო საშუალება, ჯიუტად ამკვიდრებენ აზრს, თითქოს რომ ბევრი ტესტი საზიანოა, ძვირი და არაეფექტურია.

გეკითხებით, სად წაიკითხეთ, ჩვენ, როცა სწრაფ და ხელმისაწვდომ ტესტირებაზე ვსაუბრობთ, უხარისხო ან/და ქაოსურ, გაუაზრებელ ტესტირებას რომ ვგულისხმობთ?!

თუ ხარისხიან ტესტის შერჩევისა და შესაბამისი ალგორითმის დაწერის უნარი არ გაქვთ, დღესვე ხელახლა მოგაწვდით შესაბამის მონაცემებს და დავასრულოთ ამ თემაზე თქვენი მხრიდან პოლიტიკურად მოტივირებული და ქვეყნისთვის საზიანო რიტორიკა.

ხოლო, რაც შეეხება თქვენი მხრიდან ტესტების ფასზე აპელირებას, ამ აბსურდზე კომენტარიც არ მინდა, რადგან მასობრივი დიაგნოსტიკის არ არსებობის პირობებში გაჩერებული ეკონომიკა ბევრად მეტი უჯდება ქვეყანას და ჩვენს მოქალაქეებს, ვიდრე ყველა მოქალაქის ყოველდღიური ტესტირება დაჯდებოდა, რისი აუცილებლობაც, რა თქმა უნდა, არ არსებობს ჩვენს მიერ შემოთავაზებული გეგმის პირობებში,” – აცხადებს გიორგი ვაშაძე.

ავტორი
თამთა ასლანიშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“მათე და ყველა სინდისის პატიმარი აუცილებლად იქნებიან თავისუფლები!” – გიორგი ვაშაძე

საპროტესტო აქციების დროს დაკავებულ მათე დევიძის საქმეზე სასამართლომ განაჩენი...

“თავისი ბუნებიდან გამომდინარე, ეს ომი ერთ და ორ დღეში ვერ დასრულდება” – ზურაბ ბატიაშვილი

ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე სამხედრო დაპირისპირებას, რა დროსაც კონფლიქტში მონაწილე...

“მუნიციპალური არჩევნების მიმართ ოპოზიციურ პარტიებს შეიძლება ჰქონდეს სამი მიდგომა” – გია ნოდია

განათლების ყოფილი მინისტრი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, პოლიტოლოგი გია...

“ივანიშვილზე ეს კანონი არ ვრცელდება. ხოდა, მიეძალეთ ბ–ნ ბიძინას და მის კარგებს/კეთილებს” – ნინო...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი, სახელმწიფო პოლიტიკური პირის,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“თეა წულუკიანმა ლევან იოსელიანს მასტერკლასი ჩაუტარა ადამიანის უფლებათა დაცვაში” – ბონდო მძინარაშვილი

პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშით სახალხო დამცველის წარდგენისას, მას მწვავე შეფასებებით...