spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"საქართველოს მთავრობის პრიორიტეტია ბიზნესის მაქსიმალური ხელშეწყობა, ბიზნესის თავისუფლების...

“საქართველოს მთავრობის პრიორიტეტია ბიზნესის მაქსიმალური ხელშეწყობა, ბიზნესის თავისუფლების უზრუნველყოფა” – ირაკლი კობახიძე

„საქართველოს მთავრობის პრიორიტეტია ბიზნესის მაქსიმალური ხელშეწყობა, ბიზნესის თავისუფლების უზრუნველყოფა და სწორედ ეს პრინციპები უდევს საფუძვლად იმ ეკონომიკურ განვითარებას, რომელსაც ვხედავთ ჩვენს ქვეყანაში“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „თბილისი აუთლეტ ვილიჯის“ გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა „თბილისი აუთლეტ ვილიჯი“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ მარიამ ქვრივიშვილთან ერთად გახსნა.

პრემიერმა „თბილისი აუთლეტ ვილიჯის“ დამფუძნებლებს, ინვესტორებს და პროექტის განხორციელებაში ჩართულ ყველა ადამიანს მადლობა გადაუხადა.

ეს არის პირველი თანამედროვე ტიპის აუთლეტ ვილიჯი არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელს რეგიონში, სამხრეთ კავკასიაში, შესაბამისად, ეს ადგილი ნამდვილად იქცევა მიზიდულობის ცენტრად არა მხოლოდ ჩვენი თანამოქალაქეებისათვის, არამედ ჩვენი სტუმრებისთვის სხვადასხვა ქვეყნიდან.

ამ ვილიჯის ადგილიც ისეა შერჩეული, რომ ძალიან იოლად მოიზიდავს სტუმრებს ჩვენი მეზობელი ქვეყნებიდან, განსაკუთრებით სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან და იქცევა ნამდვილ ეპიცენტრად არა მხოლოდ შოპინგისთვის, არამედ გართობისა და დასვენებისთვის.

ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი პროექტის განხორციელება ჩვენს ქვეყანაში. ეს მოწმობს იმას, რომ ეკონომიკის ზრდასთან ერთად იზრდება ნდობა ბიზნესის კეთების მიმართ ჩვენს ქვეყანაში. 80 მლნ ლარის ინვესტიცია იმის დასტურია, რომ ბიზნესს და ინვესტორს აქვს ნდობა იმ ეკონომიკური გარემოს მიმართ, რომელიც ჩვენს ქვეყანაშია შექმნილი. ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ მომავალშიც ხელი შევუწყოთ ასეთი პროექტების განხორციელებას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პრემიერ-მინისტრმა მთავრობის წევრებთან და ბიზნესის წარმომადგენლებთან ერთად „თბილისი აუთლეტ ვილიჯის“ ტერიტორია დაათვალიერა.

ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“გამოსაყრელები არიან ეს მუქთახორები, მაგათი უფროსის ხელმძღვანელობით. რაში იღებენ ხელფასს?!” – ანა დოლიძე

პარტია "ხალხისთვის" თავმჯდომარე, ანა დოლიძე "აწარმოე საქართველო"-ს მიერ დაანონსებულ...

“ივანიშვილს მეტისმეტად მძიმე, არაპროგნოზირებადი და სახიფათო მდგომარეობა აქვს” – ვახო სანაია

ამ ბოლო პერიოდში, სხვადასხვა ღონისძიებაზე, საზოგადოების წინაშე წარდგნენ ბერა...

“გამოდით, შეხვდით, მონახეთ გამოსავალი! ბავშვებს მიეცით წამალი!” – თეონა ჭალიძე მმართველი გუნდის ქალ დეპუტატებს...

ოპოზიციონერი დეპუტატი თეონა ჭალიძე, დიუშენით დაავადებული ბავშვების დედების უმძიმეს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ამ უცნაური ამბის მეცნიერული ახსნა არ არსებობს” – ზურაბ ბატიაშვილი

საინტერესო, ამოუხსნელ ფაქტზე საუბრობს ეხმიანება აღმოსავლეთმცოდნე, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი,...

“სანამ ამ ქვეყანაში მათი გმირებად ხსენება იქნება, მანამდე თქვენი სახელი მონა იქნება” – ლელა...

მმართველი პარტიის წარმომადგენლებს 9 აპრილის მემორიალთან მწვავე შეძახილებით დახვდნენ...

“ეს სიბრიყვე და უტვინობა არ არის. ეს არის მოღალატეობა და ქვეყნის მომავლის შეგნებული მოსპობა”...

ფულად გზავნილებთან თუ ეკონომიკურ შესაძლებლობებთან დაკავშირებით საყურადღებო მონაცემებს აქვეყნებს...

“ბარე ორი გამოცდილი პოლიტიკოსი ვერ გაბედავდა და გააკეთებდა იმას, რაც შენ დღეს შეძელი” –...

ცოტნე ივანიშვილის მიერ, "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის ერთ-ერთ ღონისძიებაზე...