ანალიტიკოსი, ჟურნალისტი არჩილ გამზარდია ქართულ პოლიტიკურ რეალობას კრიტიკულად აფასებს:
“ისე მეჩვენება, რომ ადრე ჩვენი პოლიტიკოსები უფრო გასაგებად იქცეოდნენ – მიიღებდი ან არ მიიღებდი მათ ქცევას, გაამართლებდი ან არა, მაგრამ უფრო მკაფიო იყო რას აკეთებდნენ და რატომ აკეთებდნენ.
დღეს ჩვენი პოლიტიკოსების ქცევები საერთოდ გაუგებარი გახდა, რას ამბობენ და შემდეგ რატომ აკეთებენ იმას რასაც აკეთებენ ან რასაც აკეთებენ, რა კავშირშია იმასთან რასაც ამბობენ რომ აკეთებენ.
საერთოდაც მეჩვენება, რომ იმაზე ბევრად მეტ ტყუილს ამბობენ ჩვენი პოლიტიკოსები, ვიდრე აქამდე შეჩვეულები ვიყავით და ისეთი ტყუილების ორომტრიალში არიან, ლოგიკურ ხაზსაც კი ვერ დაიჭერ მათ სათქმელსა და მათ ქმედებას შორის. მისაღებს ვინღა ჩივის, გასაგებს მაინც“, – წერს არჩილ გამზარდია ფეისბუქის პირად გვერდზე.

