spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"არაფერი ლევანს არ უთქვამს, რაც ეწინააღმდეგება ან ეკლესიურ...

“არაფერი ლევანს არ უთქვამს, რაც ეწინააღმდეგება ან ეკლესიურ ან სახელმწიფო კანონმდებლობას. ის საუბრობს მხოლოდ თავისუფლებაზე და ხალხის უფლებებზე” – არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი

არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი რუსთავის ციხეში “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის მოსანახულებლად იმყოფებოდა, რა დროსაც კომენტარი გააკეთა მედიასთან:

არაფერი ლევანს არ უთქვამს, რაც ეწინააღმდეგება ან ეკლესიურ ან სახელმწიფო კანონმდებლობას. ის საუბრობს მხოლოდ თავისუფლებაზე და ხალხის უფლებებზე, ამიტომ ამის გამო ლევანი არ შეიძლება რომ ციხეში იყოს, მაგრამ მითუმეტეს არ შეიძლება, რომ მას ზიარება აეკრძალოს, ასეთი დანაშაული მას არაფერი არ ჩაუდენია.

რასაც სახელმწიფო გადაწყვეტს ამაში ჩვენ ვერ ჩავერევით და სიტყვით თუ ვეტყვით, მაგრამ არანაირი ბერკეტი არ გვაქვს, მაგრამ ეკლესიურად ლევანს არანაირი დანაშაული არ მიუძღვის და აქედან გამომდინარე ჩვენ ვალდებულები ვართ ვაზიაროთ ადამიანი, რომელიც განსაცდელშია.

4 ოქტომბრამდე ბევრი აქცია იყო დაანონსებული და ყველას გვქონდა მაგის უფლება და 4 ოქტომბერი რატომ გახდა საშიში ვერ ვხდები, რადგან ამის უფლება აქვს პოლიტიკოსებსაც და არ არის პირველი. პირველი რომ ყოფილიყო მაშინ ცოტას დავეჭვდებოდი და რომ რაღაცა დააშავეს.

როცა დემოკრატია არ მუშაობს, მაშინ ხდება ის, რასაც ლევანი ამბობს. მე იმედი მაქვს მთავრობის მხრიდანაც და ხალხის იმედი მაქვს ძალიან, რომ სისხლი არ დაიღვრება და საკმარისია ის, რაც დაიღვარა უკვე, მითუმეტეს 90-იანები წლები ჩვენ უკვე გამოვლილი გვაქვს და ამას არ დაუშვებს არც ერი და არც მთავრობა, მე ასე მგონია 4 ოქტომბერს, ამიტომ მშვიდობიანი პროტესტი ყოველთვის დასაშვებია და მისაღებია, არავინ არ უნდა დაღვაროს სისხლი. ამას ვეუბნები ხალხსაც და მთავრობასაც, ხალხი არ აპირებს, მაგრამ მთავრობისგან იყო რამდენჯერმე, რაც დიდი შეცდომაა და ეს არ უნდა გაიმეორონ“, – განაცხადა არქიმანდრიტმა დოროთე ყურაშვილმა.

ინფორმაციას “ნაციონალური მოძრაობის” პრესსამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“მოკლედ, 2 წელი დაგვრჩა არჩევნებამდე და ერთი ნამდვილად ვიცი… რაღაც ძალიან დიდი გადატვირთვა გვჭირდება!...

ჟურნალისტი, ლექტორი, სამოქალაქო აქტივისტი ნინია კაკაბაძე, თავის საარჩევნო პოზიცია-სტრატეგიას...

ამ ერთმა ისტორიამ საოცარი გმირობის, თანადგომის, დიდი ერთობის ძალა დაანახა მსოფლიოს…

15 ივნისს ინგუშეთში მდინარე სუნჟაში ჩავარდნილი მეგობრის გადასარჩენად 8...

“პროპაგანდისტული რეალობიდან გამომდინარე გთავაზობთ შეთანხმებას – ეროვნული თანხმობის 5+1 პუნქტი” – ლევან ხაბეიშვილი

საპატიმროდან “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის პოლიტიკური გზავნილები...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ვინც არ უნდა გახდეს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, უკრაინისადმი დამოკიდებულება არ შეიცვლება. ასეთი ჯანსაღია ამ...

პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, რომან გოცირიძე დიდ ბრიტანეთში პრემიერ-მინისტრის ცვლილებას...

“ეს საქმე მთლიანად აგებულია სიცრუეზე და ღალატზე! ორპირობაზე და ზურგში დანის ჩარტყმაზე” – დათო...

გლდანის საპატიმროდან "ბაციონალური მოძრაობის" წევრის დათო დიღმელაშვილის მიერ გამოგზავნილი...

“დამყარდა კარგა ხანია საქართველოში რუსულ-ბელარუსული დიქტატურა, თუმცა მოსახლეობაში ამის მკაფიო, სრულად მომცველი აღქმა არ...

საქართველოში მიმდინარე სასამართლო პროცესებს ეხმაურება ანტისაოკუპაციო მოძრაობის “ძალა ერთობაშიას”...

“ვისაც გაინტერესებთ, მე და თიკა ახლო მეგობრებად ვრჩებით…” – მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილის განსაკუთრებით პოზიტიური პოზიცია-შეფასებები თინა ბოკუჩავასთან დაკავშირებით, კონკრეტული...