სამშაბათი, აპრილი 23, 2024

როგორც კი უფრო მძაფრად გამოჩნდება პრობლემები ქვეყანაში, “ქართული ოცნება” ხელს ექიმებისკენ გაიშვერს – გიორგი ვაშაძე

პარტია „ახალი საქართველოს“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე ექიმებს მოუწოდებს პოლიტიკური განცხადებებისაგან თავი შეიკავონ და ნუ გახდებიან ამ ბრძოლაში ხელისუფლების ბრმა იარაღი, რადგან ოპოზიციონერი ლიდერის განმარტებით ექიმებს პოლიტიკური მიზნებისათვის იყენებენ. გიორგი ვაშაძე ასევე აღნიშნავს, რომ მიუხედავად პოლიტიკური შეხედულებებისა ექიმებს აფასებს არა პოლიტიკური კუთვნილებით, არამედ პროფესინალიზმით და საქმისადმი დამოკიდებულებებით:

შექმნილი ვითარების ფონზე ძალზე სამწუხაროა ექიმების გამოყენება პოლიტიკური მიზნებისთვის, შესაბამისად მინდა ვთხოვო ჩვენს ექიმებს თავი შეიკავონ პოლიტიკური განცხადებებისაგან, რადგან ზუსტად ვიცი, რომ როგორც კი უფრო მძაფრად გამოჩნდება პრობლემები ქვეყანაში, “ქართული ოცნება” ხელს პირველი თქვენსკენ გამოიშვერს და რა თქმა უნდა ამ დროს ისევ ჩვენი დასაცავი გახდებით.

ასე რომ გაერიდეთ პოლიტიკას და ნუ გახდებით ამ ბრძოლაში ხელისუფლების ბრმა იარაღი. ექიმის საქმე არის და უნდა იყოს ადამიანის ჯანმრთელობაზე ზრუნვა, მიუხედავად პოლიტიკური შეხედულებისა.

ჩვენ თქვენ პატივს გცემთ და გაფასებთ არა პოლიტიკური კუთვნილებით, არამედ თქვენი პროფესიონალიზმისა და საქმისადმი დამოკიდებულებების გამო,” – აცხადებს გიორგი ვაშაძე.

ავტორი
თამთა ასლანიშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული