spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"პოლიტიკაში არ არის ისეთი პოლიტიკური პარტიების ადგილი, რომლებიც...

“პოლიტიკაში არ არის ისეთი პოლიტიკური პარტიების ადგილი, რომლებიც სხვა ქვეყნის ინტერესებს ატარებენ და აგენტები არიან” – კახა კალაძე

ზოგიერთი ევროპელი ბიუროკრატის განცხადება, როცა თეთრზე ამტკიცებენ რომ შავია, დაფუძნებულია ტყუილზე და ის აზიანებს თავად ევროკავშირს“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მედიასთან ისაუბრა, სადაც ის გამოეხმაურა ევროკავშირის მაღალი თანამდებობის პირების მიერ „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ელენე ხოშტარიას დაკავების საკითხზე გაკეთებულ განცხადებებს, რომლებშიც მას პოლიტპატიმარს უწოდებენ.

კახა კალაძის თქმით, ეს ყველაფერი პოლიტიკური სპეკულაციებია.

ეს არის ჩვეულებრივი პოლიტიკური სპეკულაციები, სიბინძურე, რასაც ამ ბიუროკრატრებისგან ვხედავთ. მათი განცხადებები დაფუძნებულია ტყუილზე და აზიანებს თავად მათ, ევროკავშირს. როგორ შეიძლება ადამიანმა მტკიცებით ფორმაში თეთრზე თქვას შავიაო.

სამწუხაროდ, ეს პირველი შემთხვევა არაა და საზოგადოება ყველაფერს კარგად აფასებს. ყველა ხედავს, რომ ქვეყანაში არსებული ძალადობრივი ჯგუფების შექმნაში წლების განმავლობაში უამრავი თანხა დაიხარჯა. ეს ყველაფერი გარედან ფინანსდება. მათ ჰყავთ თავიანთი პატრონები, როგორც ქვეყნის შიგნით ზოგიერთი დიპლომატის სახით, ასევე გარედან. ყველაფერი ცუდი, რაც ქვეყანაში ხდება – სიძულვილი, ძალადობა, საზოგადოების დაპირისპირების მცდელობა, დაფინანსებულია გარე ძალებისგან“, – განაცხადა კახა კალაძემ.

რაც შეეხება თვითმმართველობის არჩევნებზე ოპოზიციის შანსებს, თბილისის მერის თქმით, ისინი სხვა ქვეყნის ინტერესებს ემსახურებიან და ქვეყნის პოლიტიკაში მათი ადგილი არ არის.

ოპოზიციას რა მხარდაჭერა აქვს და რა მდგომარეობაში არიან, კი ხედავთ. მათ მოსახლეობისგან არანაირი მხარდაჭერა, არანაირი რესურსი არ აქვთ, რომ გაიმარჯვონ. 4 ოქტომბერს ისინი ყველა საარჩევნო ოლქში აუცილებლად დამარცხდებიან. ქართველი ხალხი კიდევ ერთ განაჩენს გამოუტანს მათ. ისინი აგენტები არიან და სხვა ქვეყნის ინტერესებს ემსახურებიან. რა თქმა უნდა, ასეთი პოლიტიკური პარტიების ადგილი ქვეყნის პოლიტიკაში არ არის“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ეს ჩვენი ბედოვლათები ირანში პანაშვიდებზე სიარულს ვერ გაცდნენ” – მერაბ მეტრეველი

ჟურნალისტ მერაბ მეტრეველის გეოპოლიტიკური პარალელი: "ესე იგი, ალიევს შეუძლია, ერთ...

“ბატონო ირაკლი კობახიძე, სახელმწიფოს, საქართველოს რაიმე ვალი აქვს მდინარაძის?” – ნუკა არველაძე

ბლოგერი, ჟურნალისტი ნუკა არველაძე (არა)რიტორიკული შეკითხვებით და კონკრეტული მინიშნებებით...

“სინამდვილეში უ@რაკო დიქტატურა აქვს ბ–ნ ბიძინს” – ნინო ჯანგირაშვილი

მმართველი გუნდის მიერ, პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით, ახალი საკონსტიტუციო სარჩელის...

“ხუხაშვილს საკუთარი სიმართლით სიარული ვუსურვე და მწყევლისო, კივის” – თამარ ჩერგოლეიშვილი

"მაგ სიმართლით იარე..." - ლოცვა თუ წყევლა? თამარ ჩერგოლეიშვილის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მიშას უარყოფაში კი არა, მის აღიარებაშია გამოსავალი, როგორც არ უნდა მოგწონდეთ” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა, ქართულ პოლიტიკაში საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ...

“თუ ჩემი მეუღლის ელისოს პატიმრობა შევარჩიოთ ვინმეს…” – გრიგოლ ხარშილაძე

სოციალურ ქსელში გამოჩნდა პატიმრობაში მყოფ "ქრონიკა +"-ს დამფუძნებლის, ელისო...

“აი თქვენ კი გაგაპეტუხათ ეშმაკმა მართლა რა! გაგონილა საკუთარი მომხრეების ნერვებზე ასე თამაში?” –...

სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში ერთგვარ ანალიზს აკეთებს და პროპაგანდის...

“მიშა ქართულ პოლიტიკაში არის ეპოქა, მოვლენა, რომელმაც შეუძლებელი შესაძლებლად აქცია” – ანი ნადარეიშვილი

აფხაზეთის უზენაესი საბჭოს ყოფილი თავჯდომარის, თამაზ ნადარეიშვილის შვილი, თავდაცვის...

“ბატონო ირაკლი კობახიძე, სახელმწიფოს, საქართველოს რაიმე ვალი აქვს მდინარაძის?” – ნუკა არველაძე

ბლოგერი, ჟურნალისტი ნუკა არველაძე (არა)რიტორიკული შეკითხვებით და კონკრეტული მინიშნებებით...