ორშაბათი, ივნისი 16, 2025
13.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიჯანდაცვა და სოციალური პოლიტიკამე-6 გარდაცვლილი გახლდათ 83 წლის, აღენიშნებოდა ქრონიკული პათოლოგიები...

მე-6 გარდაცვლილი გახლდათ 83 წლის, აღენიშნებოდა ქრონიკული პათოლოგიები – ლევან რატიანი

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილი მე-6 პაციენტი 83 წლის მამაკაცია. პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის ლევან რატიანის ინფორმაციით, პაციენტს კოვიდ19-თან ერთად აღენიშნებოდა ქრონიკული პათოლოგიები, სხვადასხვა მძიმე დაავადებები. ჩატარებული რეანიმაციული ღონისძიებები აღმოჩნდა უშედეგო და დღეს დილით ბიოლოგიური გარდაცვალება დაფიქსირდა:

სამწუხარიდ, ბატონი რომელზეც გუშინ ვაცხადებდი, რომ იყო ტერმინალურ მდგომარეობაში დღეს დაფიქსირდა ბიოლოგიური სიკვდილი. ასაკით ბატონი გახლდათ 83 წლის. აღენიშნებოდა ქრონიკული პათოლოგიები, ანამნეზში იყო გულის პათოლოგიები გულის უკმარისობა, მოციმციმე არითმია, ყველა სარქველის ნაკლოვანებით იყო შემოსული და ეს ნაკლოვანება გამოიხატა ჩატარებული ექოსკოპიით. მიუხედავად ჩატარებული ღონისძიებებისა რეანიმაციული ღონისძიება აღმოჩნდა უშედეგო და დღეს დილით დაფიქსირდა ბიოლოგიური სიკვდილი,“ – განაცხადა ლევან რატიანმა.

Stopcov.ge – ს ბოლო მონაცემებით საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 485; მათ შორის გამოჯანმრთელებული – 139; მათ შორის გარდაცვლილი – 6; კარანტინის რეჟიმში – 4928; სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 522; *უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები – 3.

ავტორი
თამთა ასლანიშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ბრძოლა მიდის მთავარი ოპოზიციური პარტიის ტიტულისთვის🙈” – ელისო კილაძე

"ქრონიკა +"-ის მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე "ქართული ოცნების" საპატიო...

“ეს არის კადიროვის ჩეჩნეთი! კადიროვი იტაცებს ასე ხალხს, კადიროვი აწერინებს მათ ვიდეოებს, კადიროვი აშინებს...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, სასამართლო სხდომაზე კლინიკა ,,ვივამედიდან”...

“როცა სახელმწიფო მკვდარია, მდინარე მოქმედებს!” – შორენა ლობჟანიძე აითაჯ მამედოვასთან დაკავშირებულ ფაქტებზე

14 მაისს მდინარე მტკვარში გადავარდნილი ავტომობილის მგზავრების საძიებო სამუშაოების...