spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიბატონო პრემიერო, გიორგი წოწკოლაური თავად თუ არ წავა...

ბატონო პრემიერო, გიორგი წოწკოლაური თავად თუ არ წავა დაკავებული თანამდებობიდან იქნებ დაეხმაროთ და გაანთავისუფლოთ ამ მძიმე ტვირთისგან – თეონა ჭალიძე

სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს გიორგი წოწკოლაურს, დაკავებული თანამდებობის დატოვებისკენ მოუწოდებს “ახალი საქართველოს” სოციალური მიმართულების ხელმძღვანელი თეონა ჭალიძე. მისი თქმით, არსებული ვითარებიდან გამომდინარე, გაჭირვებაში მყოფი მოქალაქეები, რომლებიც შიმშილობენ და ზოგიერთი ლამის სიკვდილს ნატრობს, ვერ უკავშირდებიან სოციალური მომსახურების სააგენტოს, ხოლო 18:00 საათის შემდეგ სააგენტოს ცხელი ხაზების ნომრები ითიშება, გარდა ამისა, ხარვეზით ფუნქციონირებს სოციალური მომსახურების სააგენტოს “Social Service Agency” -ის ფეისბუქის გვერდი, რომელზეც 15 აპრილის შემდეგ ინფორმაცია არ განახლებულა. თეონა ჭალიძე მოუწოდებს პრემიერ-მინისტრს, თუ გიორგი წოწკოლაური საკუთარი ნებით არ დაწერს განცხადებას, სოც. სააგენტოს დირექტორი გაათავისუფლოს მასზე დაკისრებული მოვალეობისგან.

მივმართავ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს გიორგი წოწკოლაურს, თავისი განცხადებით დატოვოს დაკავებული თანამდებობა, რადგან ვერ უმკლავდება არსებულ გამოწვევებს, არის ცუდი მენეჯერი და საერთოდ აზრზე არაა რა ხდება მის დაქვემდებარებაში მყოფ სამსახურში!

არ მუშაობს ამ სააგენტოს ცხელი ხაზები, მოქალაქეებს დააწყდათ ნერვები, საათები კი არა დღეების განმავლობაში ვერ უკავშირდებიან გამოქვეყნებულ ნომრებზე. 18:00 საათი არაა, უკვე ითიშება ყველა ნომერი. აუცილებელია, დაემატოს ტელეფონები, ოპერატორები, გახანგრძლივდეს სამუშაო საათები (ან დაემატოს ცვლა).

სასოწარკვეთილ მოქალაქეებს სჭირდებათ კითხვებზე პასუხები. კეთილი ინებონ და სოციალური მომსახურების სააგენტოს რაიონულმა ოფისებმა და სოციალურმა აგენტებმა უპასუხონ მოქალაქეების ზარებს.

ვერცერთ სოციალურ აგენტთან კომუნიკაციას ვერ ამყარებენ მოქალაქეები, რადგან უბრალოდ უცნობია მათი ტელეფონის ნომრები. იმუშაონ სახლებიდან და კითხვებზე მაინც გასცენ პასუხი უკიდურეს გაჭირვებაში მყოფ მოქალაქეებს, რომლებიც შიმშილობენ და ზოგიერთი ლამის სიკვდილს ნატრობს!

აამუშაონ აქტიურად სოციალური მომსახურების სააგენტო “Social Service Agency”-ს ფეისბუქის გვერდი, რომელსაც 28331 ადამიანის მოწონება აქვს, მაშინ როცა მილიონი ადამიანია ამ სამსახურის მიერ აღწერილი მათ ბაზაში. ყველა ამ ადამიანთან დისტანციურ რეჟიმში საკომუნიკაციოდ ყველაზე ეფექტური საშუალება, სოციალური ქსელი, არ აქვს გამოყენებული ამ სააგენტოს. ყოველდღე ასობით ადამიანი მწერს მე, ამათ ნაცვლად.

15 აპრილის შემდეგ არანაირი ინფორმაცია არ დადებულა ამ გვერდზე, მანამდე 21 მარტს გააზიარეს გახარიას ბრიფინგი. გახარია, თავად თუ არ წავა, იქნებ თქვენ დაეხმაროთ და გაანთავისუფლოთ ამ მძიმე ტვირთისგან სოციალური სააგენტოს დირექტორის მ/შ გიორგი წოწკოლაური. სწორედ ამ კაცის უპასუხისმგებლობით და არაეფექტური მუშაობით ათიათასობით ოჯახი არის დღეს სოციალური დახმარების გარეშე დარჩენილი,” – აცხადებს თეონა ჭალიძე.

ავტორი
თამთა ასლანიშვილი

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ჩნდება მარტივი კითხვა: კონკრეტულად რა საიდუმლო ინფორმაცია გადასცა და ვის? ვინ იყო მისი წყარო...

სუს-ის მიერ ბრიფინგზე გაკეთებულ განცხადებას და შემდგომში ცალკეული მედიასაშუალებების...

“უკეთესს რომ იმსახურებს, ეს რეჟიმის თავგადაკლულმა მომხრემაც იცის – მასთანაც კი რეზონირებს” – თამარ...

"ოპოზიციის ალიანსის" საზაფხულო კამპანიის სლოგანთან - "საქართველო იმსახურებს უკეთესს"...

“სიძულვილს რომ მინიტორინგი შველოდეს, ქვეყნად უკეთურება არ იქნებოდა” – ლელა ჯეჯელავა

შსს-ში შექმნილი სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის ახალი სამმართველო საქმიანობის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ვინ ხართ, როგორ ბედავთ და ვის უბედავთ ამდენს? მხოლოდ საჯდომი რომ გიჩქროლებთ გულს, იწვევს...

გორში მომხდარ, პოლიციელების მხრიდან ძალადობის ფაქტთან მიმართებით მმართველი გუნდის...

“არა ჯეელო, ეგ მხოლოდ შენი საქმე არ არის. ეს ყველას საქმეა, თითოეული მოქალაქის” –...

გორში, სამართალდამცავების მხრიდან აპოლონ (პაპუნა) ლოცულაშვილზე მომხდარი ძალადობიდან რამდენიმე...

“რომ არა ვიდეოკადრები, სადისტები ახლაც რესტორანში იქნებოდნენ თავიანთი “გმირობის” აღსანიშნავად და ამ ამბავზე ბევრს...

გორში, პოლიციელების მხრიდან მოქალაქეებზე ძალადობის ფაქტს, კონკრეტული მინიშნებებით ეხმაურება...

“მაინტერესებს, გირგვლიანს რომ ახსენებთ, ესენი ადამიანები არ არიან?” – ბაჩანა შენგელია

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია მძიმე ფაქტებს იხსენებს და...