კვირა, აგვისტო 3, 2025
26.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიორ ფრონტზე - პანდემიასა და ძალაუფლებას დახარბებულ ავტოკრატიულ...

ორ ფრონტზე – პანდემიასა და ძალაუფლებას დახარბებულ ავტოკრატიულ მმართველობასთან ერთდროულად მოგვიწევს ბრძოლა – გიორგი ვაშაძე

„სამწუხაროა, რომ პანდემიის საფრთხეს ამოფარებულები, ცდილობენ, წლობით შეგვაგუონ შეზღუდვებსა და ზედამხედველობის პირობებში ცხოვრებას“ – ასე ეხმაურება პარტია „ახალი საქართველოს“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე მთავრობის მიერ წარდგენილ სოციალურ-ეკონომიკურ ანტიკრიზისულ გეგმას. ოპოზიციონერი ლიდერის განმარტებით მთავრობას კრიზისიდან გამოსვლის არავითარი გეგმა არ გააჩნია, რაც პრემიერის განცხადებებიდან გამოჩნდა და ეს გეგმა მხოლოდ მოსახლეობის გასაჭირით წინასაარჩევნო სპეკულაციაა:

პრემიერ-მინისტრის დღევანდელი განცხადებებიდან ნათლად გამოჩნდა, რომ არავითარი კრიზისიდან გამოსვლის გეგმა მთავრობას არ გააჩნია. ეს არის მოსახლეობის გასაჭირით წინასაარჩევნო სპეკულაცია.

სამწუხაროა, რომ პანდემიის საფრთხეს ამოფარებულები, ცდილობენ, წლობით შეგვაგუონ შეზღუდვებსა და ზედამხედველობის პირობებში ცხოვრებას და რაც შეიძლება დიდი ხნით ჩვენს ხარჯზე, ჩვენს ზედამხედველებად და მმართველებად დარჩნენ. რაც არ გაამოვა, რა თქმა უნდა .

შეზღუდვებითა და ხალხისთვის გროშების გადაყრით ძალაუფლების შენარჩუნება შესაძლებელი რომ ყოფილიყო, მსგავსი კომუნისტური და საბჭოთა პოლიტიკური სისტემა კრახს არ განიცდიდა. რაც წესით, უნდა იცოდნენ „ქართულ ოცნებაში,“ სადაც დღესაც ბევრი კომკავშირისა და ცეკას ყოფილი ინსტრუქტორია.

ვწუხვარ, რომ ახლა უკვე ორ ფრონტზე – პანდემიასა და ძალაუფლებას დახარბებულ ავტოკრატიულ მმართველობასთან ერთდროულად მოგვიწევს ბრძოლა. რაც ჩვენი ენერგიული, გააზრებული ძალისხმევითა და ერთიანობით საქართველოსა და მისი მოქალაქეების გამარჯვებით დასრულდება,“ – განაცხადა გიორგი ვაშაძე.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ერთხელაც დავწერ ერთობაზე, რადგან ყველა ამაზე ალაპარაკდა” – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე

ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, საპატიმროდან გამოგზავნილ წერილში, დეტალურად აღწერს და...

კახა კალაძე თბილისის მერობის კანდიდატია

პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე...

“100-150 მომიტინგე სრულიად უკანონოდ კეტავს მოძრაობას ხან აქ ხან იქ, და კანონი დუმს” –...

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე კრიტიკულ პოზიციას აფიქსირებს ცალკეულ საპროტესტო აქტივობებთან...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“აი ამას ამბობს აბსოლუტური და შეუვალი უწიგნური” – გიგი უგულავა კახა კალაძეზე

"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი, გიგი უგულავა თბილისის მერის, კახა...

“ერთი დარდი მკლავს: კობახიძე ისე არ გაშპეს რომ მაგის გაფითრებულ სახეს თვალი ვერ მოვკრათ”...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი მთავრობის მეთაურ ირაკლი...

“ეს უკვე მილიციაც აღარ არის… უცოდინარ, უზრდელ, დამშეულ და აგრესიულ ბრბოდ აქცია პატრონმა” –...

სამართალდამცვი ორგანოს თანამშრომლებთან დაკავშირებით გავრცელებულ კონკრეტულ ფაქტებზე მძიმე შეფასებებს...