“საკრებულოს წევრობას დახარბებულები, შეშლილი, ალეწილი სახეებით, ძუნძულით და პოლიციის კორდონით მიაპობდნენ გზას. რეჟიმის სრული კაპიტულაცია ახლოვდება – 4 ოქტომბერი ჩვენი გამარჯვების დღეა!” – ასე ეხმიანება “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტით, კახა კალაძის საარჩევნო შტაბის გახსნისას მომხდარ ინციდენტებს და საზოგადოებას 4 ოქტომბერს საპროტესტოდ ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდებს:
“საკრებულოს წევრობას დახარბებულები, შეშლილი, ალეწილი სახეებით, ძუნძულით და პოლიციის კორდონით მიაპობდნენ გზას…
ენაგადმოგდებული “მილიციონერები” უხასიათოდ მიჰყვებოდნენ მხარში და მის ძვირადღირებულ, ბრენდულ ტანისამოსზე შეხების გარეშე, ცდილობდნენ დაეცვათ, მათთვის ნასროლი კვერცხი და გინება თავად მიეღოთ “გმირულად”…
ანწუხელიძის სულში ჩამფურთხელბლების და გმირების სახელებზე წიხლით შემდგარი დეპუტაციის, “ხელისუფლების” წარმომადგენელს რიგითი ჟანდარმერიის თანამშრომელი – შუბლზე ოფლმორეული, ტანჯული იცავდა…
ახლოვდება ივანიშვილის რეჟიმის სრული კაპიტულაცია და “დიორის” სუნამოს სუნშიც აპობდა ეს სურნელი თავის გზას და რიგით ჟანდარმერიის ოფიცერს, სახეზე ნეგატივად გამოესახა…
4 ოქტომბერი გამარჯვების დღე!!! ყველა ქუჩაში!!! დროშები!!!” – წერს ლევან ხაბეიშვილი.
ინფორმაციას “ნაციონალური მოძრაობის” პრესსამსახური ავრცელებს