პარასკევი, მარტი 14, 2025
15.3 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებითქვენ გაანულეთ საქართველოს ეკონომიკა, გაანულეთ ქართული ბიზნესი, უმუშევრად...

თქვენ გაანულეთ საქართველოს ეკონომიკა, გაანულეთ ქართული ბიზნესი, უმუშევრად დატოვეთ ასობით ათასი ადამიანი და შიმშილისთვის გაწირეთ საქართველოს მოსახლეობა – გიორგი ვაშაძე

კორონავირუსის პრევენციისას დაშვებული შეცდომების შედეგად გამოწვეულ მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე საუბრობს და მარნეულში მომხდარ ფაქტს ეხმიანება პარტია „ახალი საქართველოს“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე. ოპოზიციონერი ლიდერის განმარტებით, მთავრობას რომ ეხელმძღვანელა მის მიერ წარდგენილი ანტიკრიზისული გეგმით, რომელიც ერთადერთი დაწერილი გეგმაა, შეზღუდვების მოხსნა მალე დაიწყებოდა, ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა თუ ქართული ბიზნესი ასე განულებული არ იქნებოდა, ხოლო რომ შიმშილი არის ისეთი რამ, რომელიც ხალხს გამოიყვანს ქუჩაში და ამ პროცესის გაკონტროლება რთული იქნება:

ხელთ მაქვს გეგმა, რომელიც ერთი თვის წინ გამოგიგზავნეთ. ეს არის ერთადერთი დაწერილი გეგმა კორონავირუსის დამარცხებისათვის, რომელიც სწორედ მასობრივ ტესტირებაზე დგას, ამ გეგმით თქვენ რომ გეხელმძღვანელათ დღეს არანაირი შეზღუდვები აღარ იქნებოდა ქვეყანაში. მაგრამ რა მდგომარეობაში ვართ ახლა? – ვართ იმ მდგომარეობაში, რომ თქვენ გაანულეთ საქართველოს ეკონომიკა; თქვენ გაანულეთ ქართული ბიზნესი; თქვენ უმუშევრად დატოვეთ ასობით ათასი ადამიანი; თქვენ შიმშილისთვის გაწირეთ საქართველოს მოსახლეობა;

გეკითხებით როდემდე უნდა გაგრძელდეს ეს არაპროფესიონალიზმი?!

გეკითხებით როდემდე უნდა გააგრძელოთ მხოლოდ და მხოლოდ ყოველდღიურად რეაგირება და ტელევიზიებთან კეკლუცი ამ პრობლემებით?!

გეკითხებით როდემდე უნდა გაგრძელდეს თქვენს მიერ პოლიტიკური ქულების ჩაწერა?!

ვერ ხედავთ რა ხდება მარნეულში?! შეხედეთ უბრალოდ ხალხი რა მდგომარეობაშია. ხალხი მშიერია. თქვენ კი მხოლოდ პარასკევს უნდა გვითხრათ რას აჭმევთ ხალხს.

2 მილიარდი ლარიო, რომ გამოვიდა გახარია 1 აპრილს და გვითხრა, რომ 2 მილიარდ ლარს დავხარჯავო სად არის ეს 2 მილიარდი ლარი?!

თქვენი დანაშაულებრივი სიჯიუტის გამო ტესტები არ გვაქვს; კარანტინი გრძელდება; შეზღუდვები გრძელდება და ადამიანებს საკვებით არანაირი დახმარება არ გაუწიეთ. გინდა ვაუჩერი იყოს გინდა თანხა ჩაურიცხეთ.

რა გგონიათ, რომ თქვენსავით უზრუნველყოფილია ყველა, რომ ძარცვეთ ეს ქვეყანა და გაისქელეთ ჯიბეები?! რამდენიც გინდათ ფული გაქვთ იმისთვის, რომ ჭამოთ, დალიოთ და ყველაფერი გქონდეთ თქვენ და თქვენი ოჯახის წევრებს და ხალხმა რა გააკეთოს?! გეკითხებით შიმშილი არის ისეთი რამ, რომელიც ხალხს გამოიყვანს ქუჩაში და თქვენ და ჩვენ ვეღარ გავაჩერებთ ამ პროცესს.

როდემდე უნდა გაგრძელდეს ეს ყველაფერი?! როდემდე უნდა ვუსმინოთ ამ თქვენს, მართლაც, ჯიუტ არაპროფესიონალურ დამოკიდებულებას?!

კარგი ჩვენ არ გვეკითხებით პოლიტიკურ ოპონენტებს, სპეციალისტები მაინც მოიყვანეთ. მსოფლიო სავალუტო ფონდს მაინც მოუსმინეთ. რატომ გამოაქვეყნა სავალუტო ფონდმა ფინანსური დახმარება?! იმიტომ რომ თქვენ წელავთ ამ პროცესს და მათი მოქმედების ალგორითმშია, რომ თუ ფინანსურად არ დაეხმარებით მშიერად დარჩენილ ხალხს, ამ ხალხს ვერ გააჩერებთ და ამას გვიჩვენებს დღეს ჩვენ მარნეული. თქვენ რას აკეთებთ საპირისპიროდ? ზიხართ კაბინეტებში აჩვენებთ ხალხს, რომ ვითომ რაღაცას აკეთებთ. რეალურად არაფრით ხართ დაკავებულები,“ – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ავტორი
თამთა ასლანიშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“სიტუაცია შეიცვლება ქართველი ერის ერთიანობის და ბევრად უფრო ძლიერი ბრძოლის პირობებში” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, კლინიკა "ვივამედიდან" სასამართლო სხდომაზე...

ჭადრაკის სასახლისა და ალპური კლუბის რეაბილიტაცია დაიწყო

თბილისის განვითარების ფონდმა კოსტავას ქუჩა N37ა-ში მდებარე ჭადრაკის სასახლისა...

“მარტივად რომ ვთქვათ, ზარქუათი ვეღარავის გავაკვირვებთ” – ზაზა ბიბილაშვილი

,,ჭავჭავაძის კვლევითი ცენტრის” დამფუძნებელი, ზაზა ბიბილაშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს...

“არანაირი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები საქართველოში არ იქნება” – პაატა სალია

შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გაკეთებულ განცხადებას მინიშნებით, რომ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ყოველგვარი წინაპირობის, ანგარიშის და მონიტორინგის გარეშე მივიღეთ სრული აკრედიტაცია” – ნინო დობორჯგინიძე

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, ნინო დობორჯგინიძე კომენტარს აკეთებს ილიას...

“დავასახელებ ორგანიზატორს და რავი თუ გსურთ დაიჭირეთ – ეს არის ირაკლი კობახიძე!” –...

საპროტესტო აქციებზე დაკავებულების სასამართლო პროცესი გაიმართა. პროცესზე სიტყვით გამოსვლისას...

“მიხეილ სააკაშვილს 12 წელი აბრალებდნენ ყველაფერს, მაგრამ ბოლოს რა დარჩათ? პიჯაკი და პროტოკოლური ყვავილების...

მიხეილ სააკაშვილისთვის განაჩენის გამოტანას ეხმაურება "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი...