spot_img
მთავარიადამიანის უფლებები"სრულ სოლიდარობას და მხარდაჭერას ვუცხადებთ არასამთავრობო ორგანიზაციების ყველა...

“სრულ სოლიდარობას და მხარდაჭერას ვუცხადებთ არასამთავრობო ორგანიზაციების ყველა იმ წევრს, რომლებსაც დღეს ივანიშვილის მარიონეტებმა ახალი რეპრესიების ტალღა დაუანონსეს” – “ნაციონალური მოძრაობის” განცხადება

“ნაციონალური მოძრაობა” განცხადებას ავრცელებს 6 არასამთავრობო ორგანიზაციის მხარდასაჭერად, რომელთა წინააღმდეგ ანტიკორუფციული ბიურო სისხლისსამართლებრივ დევნას აანონსებს:

ივანიშვილის რუსული, კრიმინალური, მოღალატეობრივი რეჟიმი აქტიურად აგრძელებს ბრძოლას დემოკრატიული დამოუკიდებელი არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ, რომელთა წარმომადგენლებსაც დღეს სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებით დაემუქრნენ, რადგან მათ უარი განაცხადეს რუსული კანონის მორჩილებაზე და თავი უცხო ქვეყნის აგენტებად არ დაირეგისტრირეს.

ივანიშვილის რეჟიმი მიზანმიმართულად გვაშორებს ევროპულ გზას და ებრძვის ყველა იმ პარტიას, არასამთავრობო ორგანიზაციას, თავისუფალ მედიას, მოქალაქეს, რომლებსაც ამ ქვეყანაში რუსული დიქტატურის დამყარება არ სურს და ამის საწინააღმდეგოდ აქტიურ ბრძოლაშია ჩაბმული.

შესაბამისად, სრულ სოლიდარობას და მხარდაჭერას ვუცხადებთ არასამთავრობო ორგანიზაციების ყველა იმ წევრს, რომლებსაც დღეს ივანიშვილის მარიონეტებმა ახალი რეპრესიების ტალღა დაუანონსეს.

დარწმუნებულები ვართ, რომ სულ მალე ერთიანი, ძლიერი, დემოკრატიული ფრონტით ივანიშვილის რეჟიმზე გამარჯვებას ვიზეიმებთ!” – წერია განცხადებაში.

ინფორმაციას “მაციონალური მოძრაობის” პრესსამსახური ავრცელებს

 

ცნობისთვის: “გვემუქრებიან სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობით და გვთხოვენ განმარტებებს, თუ რატომ არ დავრეგისტრირდით აგენტებად“, – ნათქვამია 6 არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებაში.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

ერთ-ერთმა ყველაზე ავტორიტეტულმა საერთაშორისო ბიზნესგამოცემა Forbes-მა ბათუმის შესახებ ვრცელი სტატია გამოაქვეყნა

ერთ-ერთმა ყველაზე ავტორიტეტულმა საერთაშორისო ბიზნესგამოცემა Forbes-მა ბათუმის შესახებ ვრცელი...

“ამ ქვეყნის ბატონ-პატრონი ქართველი ხალხია და არა გარე ძალები, ისე როგორც ეს წლების წინ...

თბილისის მერი კახა კალაძე მედიასთან გამოეხმაურა საქართველოს შესახებ მორიგ...

“ასეთ დაუნდობლობას არ მოუტანია არასოდეს სიკეთე! ცუდის, ბოროტების მომტანია ასეთი სისასტიკე!!!” – თაკო ჩარკვიანი

სასამართლოს მიერ ალეკო ელისაშვილისთვის 13 წლით პატიმრობა მისჯას, ემოციური...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ასე მოჰყავს “ქოცნებას” ნელ-ნელა მიშას პოლიტიკური გამარჯვება, ისე რომ მიშას ახალი ლოზუნგების გამოგონებაც არ...

სოციოლოგი, ფილოსოფოსი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გიგი თევზაძე კონკრეტულ...

“ასე ხდება, როცა ქალაქი რჩება ცეხავიკებს და სულიერად მდაბიო პროვინციალებს” – ნანკა კალატოზიშვილი

მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი მწვავე შეფასებებით ეხმაურება რიყის დოქების დემონტაჟისთვის...

“ყველაზე ცუდი ის კი არ არის, როცა ადამიანი ცდება. ყველაზე ცუდია, როცა სხვებს იმას...

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას არა(რიტორიკული) შეკითხვები, ირონიის თანხლებით: "კითხვა მაქვს იმ...

“დღეს, ოპოზიციური ლიდერების წინააღმდეგ მთავარ მოწმეებად გვევლინებიან ღიად პრორუსები!” – ნანა ტოხვაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი, ნანა ტოხვაძე ე.წ. "საბოტაჟის საქმეზე"...

“მინდა წინასწარ განვაცხადო, რომ თუ შეგხვდებათ ვიდეო, აუდიო ან რაიმე სხვა სახის ჩანაწერი, რომელშიც...

“კოალიცია ცვლილებებისთვის” და “დროას” ლიდერი ელენე ხოშტარია, "კლინიკა ვივამედიდან"...