spot_img
მთავარიარჩევნებიკახა კალაძე: "საჭიროა ქვეყნის განვითარება, მეტი სიკეთე ქალაქებს...

კახა კალაძე: “საჭიროა ქვეყნის განვითარება, მეტი სიკეთე ქალაქებს და ჩვენს სოფლებს”

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მნიშვნელოვანია, რადგან ის ქვეყნის თითოეულ მუნიციპალიტეტსა და სოფელს ეხება.

როგორც მან შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, „ქართულ ოცნებას“ არჩევნებისთვის მზადება დაწყებული აქვს და საზოგადოებას მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში განსახორციელებელ პროექტებს უახლოეს მომავალში წარუდგენს.

არჩევნებისთვის მზადება დიდი ხანია დაწყებული გვაქვს. ძალიან მნიშვნელოვანია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, რომელიც უკავშირდება თითოეულ ქალაქს, რაიონს, სოფლებს, კონკრეტულ ოჯახებს. ბოლო წლების განმავლობაში, ძალიან ბევრი კარგი საქმე გაკეთდა.

თბილისზე დაუსრულებლად შემიძლია ვისაუბრო, თუ რა პროექტები განხორციელდა, თუმცა, ცხადია, არსებობს ბევრი პრობლემა, გამოწვევები. გვაქვს სრული მზაობა, საზოგადოებას წარვუდგინოთ ჩვენი ხედვა, გეგმა, თუ რა უნდა გაკეთდეს მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში და როგორ უნდა შეიცვალოს ქვეყანა, ქალაქები, სოფლები უკეთესობისკენ; კიდევ უფრო მეტი საინტერესო და მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდეს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა არჩევნებში მონაწილე კანდიდატებს წარმატებები უსურვა და აღნიშნა, რომ მმართველი გუნდისთვის მშვიდობის შენარჩუნება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.

კანდიდატებს რაც შეეხება, მინდა, ყველას წარმატებები ვუსურვო. „ქართული ოცნება“ არის პოლიტიკური გუნდი, რომელიც ატარებს ქართულ პოლიტიკას, იცავს ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობას, თითოეული ქართველის ინტერესს. რა თქმა უნდა, საზოგადოება, მოსახლეობის უმრავლესობა ხედავს ამ ყველაფერს, მით უმეტეს, იმ გამოწვევების ფონზე, რაც ჩვენთან, რეგიონში და ზოგადად მსოფლიოში ხდება. ამიტომ, მშვიდობის შენარჩუნება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია ჩვენთვის და ჩვენი ქვეყნისთვის. პარალელურად, საჭიროა ქვეყნის განვითარება, მეტი სიკეთე ქალაქებს და ჩვენს სოფლებს“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ტვინგაყინულ ქოცს არაფერი ეშველება და მაინც კრემლიდან წამოსულ, ამერიკული “დიპსტეიტის” ყოვლისშემძლეობაზე, ქოცურ ბოდვას დაუჯერებს,...

ლოგიკურ შეუსაბამობებზე საუბრობს “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ბარამიძე...

“გაბოროტებაა ისიც, როცა სხვის წარმატებას ვერ ამჩნევ, არ გიხარია, თითქოს არც მომხდარა” – გოჩა...

სოციალურ ქსელში ყურადღების გამოჩენის დეფიციტზე მიანიშნებს ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა: "გაჭირვების...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ასე მოჰყავს “ქოცნებას” ნელ-ნელა მიშას პოლიტიკური გამარჯვება, ისე რომ მიშას ახალი ლოზუნგების გამოგონებაც არ...

სოციოლოგი, ფილოსოფოსი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გიგი თევზაძე კონკრეტულ...

“ასე ხდება, როცა ქალაქი რჩება ცეხავიკებს და სულიერად მდაბიო პროვინციალებს” – ნანკა კალატოზიშვილი

მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი მწვავე შეფასებებით ეხმაურება რიყის დოქების დემონტაჟისთვის...

“ყველაზე ცუდი ის კი არ არის, როცა ადამიანი ცდება. ყველაზე ცუდია, როცა სხვებს იმას...

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას არა(რიტორიკული) შეკითხვები, ირონიის თანხლებით: "კითხვა მაქვს იმ...

“დღეს, ოპოზიციური ლიდერების წინააღმდეგ მთავარ მოწმეებად გვევლინებიან ღიად პრორუსები!” – ნანა ტოხვაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი, ნანა ტოხვაძე ე.წ. "საბოტაჟის საქმეზე"...

“ვერ გავარკვიე ამ ბოდვითი დიარეის მოსმენის მიზანი რა არის – პროკურატურა იზიარებს ამ ყველაფერს...

“ოპოზიციის ალიანსის” ერთერთი ლიდერი, “გირჩი – მეტი თავისუფლების” თავმჯდომარე ზურაბ...