spot_img
მთავარიგარემოს დაცვა და ეკოლოგიაიშხვარი, იგივე შავი ყარყატი Ciconia nigra Linnaeus

იშხვარი, იგივე შავი ყარყატი Ciconia nigra Linnaeus

ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს და ვიკიპედიას საინტერესო ინფორმაცია შავი ყარყატზე:

იშხვარი, იგივე შავი ყარყატი Ciconia nigra Linnaeus ერთი სიტყვით შეგვიძლია „ინტროვერტად“ დავახასიათოთ. თეთრი ყარყატისგან განსხვავებით, ის ტყის სიღრმეებში ბინადრობს და ადამიანებთან კონტაქტს თავს არიდებს. უპირატესობას მიყრუებულ, ძველ, ბარის ტყეებს ანიჭებს. მაღალმთაში ბინადრობს მხოლოდ წყალსატევებთან (ტბა, მდინარე, ჭაობი) ახლოს. სხვა ყარყატების მსგავსად ლივლივებს ჰაერში. ფრენისას თავი და კისერი წინ, ხოლო გრძელი ფეხები უკან აქვს გაშვერილი.

იკვებება უმთავრესად თევზით, აგრეთვე წყლის მცირე უხერხემლო და ხერხემლიანი ცხოველებით, რომელთაც იჭერს წყალმარჩხ ადგილებში, ყურეებში და წყალსატევებში სეირნობისას. ზამთარში ძირითადად ჭამს მცირე მღრღნელებს, მსხვილ მწერებს, გველებს, ხვლიკებს და მოლუსკებს.

იშხვარი მონოგამური ფრინველია, მრავლდება 3 წლის ასაკიდან. ბუდობს წელიწადში ერთხელ, ბუდეს იკეთებს 10–20 მ სიმაღლეზე ძველი, მაღალი ხეების გვირგვინებში ან კლდეებზე ადამიანთა საცხოვრისისგან მოშორებით. ზოგჯერ იშხვარმა ბუდე შეიძლება მთებშიც გაიკეთოს, ზღვის დონიდან 2200 მ სიმაღლეზე. ბუდე მასიურია, აშენებულია მსხვილი ხეების ტოტებით, სიცარიელეები მიწითა და თიხითაა ამოვსებული. ზოგ შემთხვევაში ერთი ბუდე რამდენიმე თაობის გამოსაჩეკად გამოიყენება.

ბუდობის ადგილებში იშხვარები მარტის ბოლოს–აპრილის დასაწყისში ჩადიან. მამალი იპატიჟებს დედალს ბუდისაკენ თეთრი ბოლოს აწევით და ძლიერი სტვენით. ეს უკანასკნელი დებს 4–7 კვერცხს, კრუხობს ორივე მშობელი, ინკუბაცია 30 დღე-ღამე გრძელდება. იმის გამო, რომ პირველივე კვერცხის დადებისთანავე იწყება კრუხობა, ბარტყები არაერთდროულად იჩეკებიან. ისინი თეთრები ან ნაცრისფერები არიან, ნისკარტის ძირი ნარინჯისფერი აქვთ, წვერი — მომწვანო-ყვითელი. გამოჩეკიდან 10 დღის განმავლობაში ისინი მხოლოდ წვანან ბუდეში, შემდეგ სწავლობენ ჯდომას. 35–40 დღის ასაკში ფეხზე დგებიან. საერთოდ ბუდეში 55–65 დღეს ატარებენ. მშობლები მათ დღე-ღამეში 4–5-ჯერ კვებავენ ამოცოხნილი საკვებით.

📸 წითელი ნუსხის სახეობა შავი ყარყატი ალგეთის ეროვნულ პარკში ფოტოხაფანგმა დააფიქსირა.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ვინ ხართ, როგორ ბედავთ და ვის უბედავთ ამდენს? მხოლოდ საჯდომი რომ გიჩქროლებთ გულს, იწვევს...

გორში მომხდარ, პოლიციელების მხრიდან ძალადობის ფაქტთან მიმართებით მმართველი გუნდის...

“არა ჯეელო, ეგ მხოლოდ შენი საქმე არ არის. ეს ყველას საქმეა, თითოეული მოქალაქის” –...

გორში, სამართალდამცავების მხრიდან აპოლონ (პაპუნა) ლოცულაშვილზე მომხდარი ძალადობიდან რამდენიმე...

“რომ არა ვიდეოკადრები, სადისტები ახლაც რესტორანში იქნებოდნენ თავიანთი “გმირობის” აღსანიშნავად და ამ ამბავზე ბევრს...

გორში, პოლიციელების მხრიდან მოქალაქეებზე ძალადობის ფაქტს, კონკრეტული მინიშნებებით ეხმაურება...

“მაინტერესებს, გირგვლიანს რომ ახსენებთ, ესენი ადამიანები არ არიან?” – ბაჩანა შენგელია

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია მძიმე ფაქტებს იხსენებს და...